Skip to content

არს ინსპექტორსაერთაშორისო საკვალიფიკაციო კურსი

SafCo გთავაზობთ TCS-ის მიერ ლიცენზირებულ ხარაჩოს ინსპექტორის

საკვალიფიკაციო საერთაშორისო კურსს

პირველად საქართველოში

            

TCS-ის შესახებ

TCS        არის        საერთაშორისოდ       აღიარებული        საინჟინრო        და        ტრენინგების განმახორციელებელი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს.  TCS მომხმარებელს სთავაზობს აკრედიტებულ სასწავლო კურსებს და საინჟინრო გადაწყვეტილებებს ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით.

საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვითა და აკრედიტაციის მიმნიჭებელ საერთაშორიოსო ორგანოებთან სრული შესაბამისობით შემუშავებული სასწავლო პროგრამების მეშვეობით, TCS უზრუნველყოფს მსმენელთა მომზადებას უმაღლეს პროფესიულ დონეზე.

TCS-ის ერთგული პარტნიორები: BP; EXXON, CHEVRON, SHELL, BECHTEL და სხვადასხვა მულტიფუნქციური კომპანიები – სამშენებლო, საინჟინრო, სამთო მოპოვებითი, საწარმოო და სხვა ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები მსოფლიოს მასშტაბით.

SafCo წარმოადგენს TCS-ის ექსკლუზიურ ლიცენზირებულ პარტნიორს საქართველოში.

კუსის შესახებ:

ხარაჩოების      ინსპექტორის      მოსამზადებელი      საერთაშორისო      კურსი      შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო რეგულაციების და ინდუსტრიის საუკეთესო      პრაქტიკის  გათვალისწინებით;      კურსი                  შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და დამტკიცებულია შესაბამისი ინდუსტრიის აკრედიცატიის ორგანოების მიერ.

TCS და SafCo-ს ერთობლივი სასწავლო კურსის მიზანია,      თითოეულმა მსმენელმა მიაღწიოს კომპეტენციის აღიარებულ დონეს, რათა სხვადასხვა ტიპის ხარაჩოებთან და სამუშაო პლატფორმებთან დაკავშირებული საქმიანობა განახორციელონ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით, პროცესები მართონ შემცირებული რისკებითა და მაღალი კვალიფიკაციის გამოვლინებით.

კურსი     არის     ინტერაქციული.     პრაქტიკული     სავარჯიშოები     და     კურსის     მასალები შემუშავებულია      ტრენინგის  სპეციფიკური   მოთხოვნების       შესაბამისად.  იმის დასადასტურებლად, რომ კურსის მსმენელებმა მიაღწიეს კომპეტენციის საჭირო დონეს, კურსის დასრულების შემდეგ მათ წარმატებით უნდა ჩააბარონ გამოცდა.

ტესტირებაზე შესაბამისი შედეგების მოპოვების საფუძველზე, მსმენელს გადაეცემა ხარაჩოების ინსპექტორის საერთაშორისოდ აღიარებული და აკრედიტებული სერტიფიკატი / ლიცენზია 3 წლიანი ვადით.

ხარაჩოების ინსპექტორის როლი

დადგენილება №477

სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ხარაჩოს ინსპექტორი ატარებს დამონტაჟებული ან მონტაჟის პერიოდში  მიმდინარე ხარაჩოების შემოწმებას, ადგენს     შესაბამისობას  ზემოთ მითითებული ტექნიკური რეგლამენტისა და საერთაშორისო სტანდარტების მიმართ. საგანგებოდ მომზადებული უწყისით/ჩეკლისტით ახდენს ხარვეზების და დევიაციების იდენტიფიცირებას, ამზადებს შესაბამის ანგარიშს (ხარვეზები და მათი გამოსასწორებელი რეკომენდაციები), ხელმოწერით ადასტურებს კონკრეტული პერიოდისთვის მყოფი ხარაჩოების მდგომარეობას და აგენერირებს შესაბამის რელევანტურ პირებთან. (აღნიშნულ პროცესს ეწოდება ექსპლუატაციამდე ჩატარებული ინსპექტირება და იწერება აქტი).

ხარაჩოების     ინსპექტორს     შეუძლია     ასევე     აწარმოოს     ხარაჩოების     პერიოდული შემოწმებები, ანუ ექსპლოატაციაში შესული ხარაჩოების ინსპექტირებები.

ისთვისაა კურსი განკუთვნილი?

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც აქტიურად არიას ჩართული სამშენებლო თუ სამრეწველო პროცესებში: ინჟინრები, პროექტის მენეჯერები, შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლები, საქმის მწარმოებლები, ჯგუფის ლიდერები და სხვა ნებისმიერი პირი, ვისაც სურს ახალი კვალიფიკაციის მოპოვება; სურს გახდეს სხვადასხვა ტიპის ხარაჩოებისა თუ დაკიდული პლატფორმების ინსპექტორი, დამოუკიდებლად შეამოწმოს მათი მდგრადობა/შესაბამისობა და გასცეს შესაბამისი დასკვნა-რეკომენდაციები.

კუსის გავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ:

განასხვავოთ ხარაჩოების ტიპები, განსაზღვროთ კონკრეტული სამუშაოსთვის შესაბამისი ტიპის ხარაჩოები, მოახდინოთ ხარაჩოების მწარმოებლის მანუალების/პასპორტების სწორი ინტერპრეტირება და მათი მოთხოვნების სწორად გაგება. მოახდენთ მწარმოებლის ინსტრუქციების და ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების სწორად იდენტიფიცირებას და შეფასებას.

ხართ კვალიფიციური ინსპექტორი რომელიც თავდაჯერებული აკეთებს ხარვეზებისა და დევიაციების იდენტიფიცირებას, ადგენთ რელევანტურ ჩეკლისტებს, იცით ანგარიშის ფორმის მომზადება, იცით პრობლემების ანგარიშში ასახვა და რელევანტურ პირებთან გენერირება. თავდაჯერებული იძლევით რეკომენდაციებს და დამკვეთს არ უტოვებთ არანაირ ბუნდოვანებას არგუმენტირებული დასკვნების საფუძველზე. იცით ინსპექტორის უნარ ჩვევები და დამოკიდებულებები, იცით თუ როგორ იქცევით სხვადასხვა სიტუაციებში.

კუსის ძირითადი საკითხები:

  • ადგილობრივი კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები – ხარაჩოს ტიპები
  • TG20 სტანდარტი
  • ხარაჩოს ძელი (მილი)
  • ხარაჩოს სამუშაო პლატფორმა და ინსპექტირება – ხარაჩოს ფიტინგები (დამაკავშირებლები)
  • ხარაჩოს მოწყობა და კონსტრუქცია – ხარაჩოს დიზაინი და დოკუმენტაცია – ამწე მოწყობილობები
  • დაკიდული ხარაჩოები
  • ხარაჩოს ინსპექტირება და შემოწმების მეთოდები
  • ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
  • პრაქტიკული სავარჯიშოები –  ტესტირება

კუსის მსვლელობა და განრიგი – ფასი

ხარაჩოების ინსპექტორის საერთაშორისო კურსი მოიცავს 11 სასწავლო თეორიულ მოდულს, პრაქტიკულ ნაწილს და ტესტირებას.

თეორიული ნაწილი – 1 კვირა 25 საათი (ორშაბათი-პარასკევი 18:30-22:00, შაბათი 11:00-17:00)

პრაქტიკული ნაწილი – 5 საათი (მსმენელებს წინასწარ ეცნობებათ პრაქტიკის დეტალები)

ფორმატი: საკლასო ტიპის

ლმდებარეობა: თბილისი, უნივერსიტეტის #24, SafCo-ს ოფისი

პრაქტიკის ადგილმდებარეობა: მსმენელს ეცნობება ადგილზე

კურსის ჰენდაუტი/გზამკვლევი – ქართული კურსის ენა – ქართული

ტესტირება – ქართული

ხარაჩოების ინსპექტორის 3 წლიანი ლიცენზიის/სერტიფიცირების მისაღებად მსმენელი უნდა დაესწროს თეორიულ და პრაქტიკულ სრულ მოდულებს და წარმატებით ჩააბაროს ტესტი.

კურსის ღირებულება – 950 ლარი

ტესტირება/გამოცდა

ტესტირება ტარდება მულტი არჩევითი მეთოდით, მოცემული პასუხებიდან ირჩევთ სწორ პასუხს, ზოგშემთხვევაში აკეთებთმცირე ჩანაწერებს მონიშნულ ველში. ტესტები შედგება 20 კითხვისგან და გამსვლელი ქულა გამოითვლება 70%-იანი ზღვარის გადალახვით, რაც სწორი პასუხების ჯამით განისაზღვრება.

ტესტირებაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, დელეგატს სერტიფიცირება/ლიცენზია ვერ გადაეცემა. სურვილის შემთხვევაში, იგი ახლიდან გადის სრულ კურსს და იხდის საფასურის 70%-ს.

ე-ტესტირება

3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, დელეგატი გადის შემოკლებულ კურსს (ასევე ყველა საკანონმდებლო ცვლილებებს არსებული პერიოდისთვის) და წერს 20 კითხვიან ტესტს, 70% იანი ზღვარის გადალახვის პრინციპით.

ტირების     ფასი          პირველადი     კურსის     საფასურის     40%       (ინფლაციის გათვალისწინებით)  რე-ტესტირების             სტატუსის    დელეგატმა,      უნდა  წარმოადგინოს პირველადი ლიცენზია/სერტიფიკატი, რათა მოხდეს მისი იდენტიფიცირება. (აუცილებელი პირობა)

კუსის საერთაშორისო აღიარება

TCS კვალიფიკაცია გლობალურად აღიარებულია, როგორც სფეროს წამყვანი სტანდარტი, ის დაფუძნებულია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასა და ISO 21001 / ISO 17024 სტანდარტებზე.

TCS – ის ლიცენზირებული მსმენელები წარმატებით საქმიანობენ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა პროფილითა და კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტებით.

აკრედიტაცია:

ხარაჩოს ინსპექტორის მოსამზადებელი კურსის საინფორმაციო ბროშურა იხილეთ  ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 130 065

მოგვწერეთ კითხვა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი