Skip to content

ხარაჩოს ამწყობი – დამშლელის საერთაშორისო კურსი (Level 2)

SafCo გთავაზობთ TCS-ის მიერ ლიცენზირებულ ხარაჩოს ამწყობისა და

 დამშლელის II დონის საერთაშორისო კურსს

TCS-ის შესახებ

TCS არის საერთაშორისოდ აღიარებული საინჟინრო და ტრენინგების განმახორციელებელი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. TCS მომხმარებელს სთავაზობს აკრედიტებულ სასწავლო კურსებს და საინჟინრო გადაწყვეტილებებს ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით.

საერთაშორისო სტანდარტების  დაცვითა და აკრედიტაციის მიმნიჭებელ ორგანოებთან სრული შესაბამისობით შემუშავებული სასწავლო პროგრამების მეშვეობით, TCS უზრუნველყოფს მსმენელთა მომზადებას უმაღლესპროფესიულ დონეზე.

TCS-ის ერთგული პარტნიორები: BP, EXXON, CHEVRON, SHELL, BECHTEL და სხვადასხვა მულტიფუნქციური კომპანიები – სამშენებლო, საინჟინრო,სამთო მოპოვებითი, საწარმოო და სხვა ინდუსტრიის ლიდერი ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით.

      

SafCo წარმოადგენს TCS-ის ექსკლუზიურ ლიცენზირებულ პარტნიორს საქართველოში.

კურსის შესახებ

ხარაჩოების ამწყობისა და დამშლელის მოსამზადებელი საერთაშორისო კურსი შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო რეგულაციების და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. კურსი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და დამტკიცებულია შესაბამისი ინდუსტრიის აკრედიტაციის ორგანოების მიერ.

TCS და SafCo-ს ერთობლივი სასწავლო კურსის მიზანია,    თითოეულმა მსმენელმა მიაღწიოს კომპეტენციის აღიარებულ დონეს, რათა სხვადასხვა ტიპის ხარაჩოებთან და სამუშაო პლატფორმებთან დაკავშირებული საქმიანობა განახორციელონ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით, პროცესები მართონ შემცირებული რისკებითა და მაღალი კვალიფიკაციის გამოვლინებით.

კურსი     არის     ინტერაქციული.     პრაქტიკული     სავარჯიშოები      და     კურსის     მასალები შემუშავებულია      ტრენინგის         სპეციფიკური    მოთხოვნების      შესაბამისად. იმის დასადასტურებლად, რომ კურსის მსმენელებმა მიაღწიეს კომპეტენციის საჭირო დონეს, კურსის დასრულების შემდეგ მათ წარმატებით უნდა ჩააბარონ გამოცდა.

ტესტირებაზე შესაბამისი შედეგების მოპოვების საფუძველზე, მსმენელს გადაეცემა ხარაჩოების ამწყობი-დამშლელის საერთაშორისოდ აღიარებული და აკრედიტებული სერტიფიკატი (Scaffolder Level 2) / ლიცენზია 3 წლიანი ვადით.

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სამშენებლო თუ სამრეწველო პროცესებში: ხარაჩოს ამწყობი-დამშლელი სპეციალისტები, ინჟინრები, პროექტის მენეჯერები, შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლები, საქმის მწარმოებლები, ჯგუფის ლიდერები და სხვა ნებისმიერი პირი, ვისაც სურს ახალი კვალიფიკაციის მოპოვება;

სურს გახდეს სხვადასხვა ტიპის ხარაჩოებისა თუ დაკიდული პლატფორმების ტიპის ხარაჩოებისა თუ დაკიდული პლატფორმების ამწყობი-დამშლელი.

კურსის გავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ:
ააწყოთ და დაშალოთ სხვადასხვა ტიპის ხარაჩო, მათ შორის: ჩარჩოს ტიპის საფასადე ხარაჩოები, გვირილა ტიპის ხარაჩოები, მობილური ხარაჩოები და სხვა.

განასხვავოთ ხარაჩოების ტიპები, განსაზღვროთ კონკრეტული სამუშაოსთვის შესაბამისი ტიპის ხარაჩოები, მოახდინოთ ხარაჩოების მწარმოებლის მანუალების/პასპორტების სწორი ინტერპრეტირება და მათი მოთხოვნების სწორად გაგება. მოახდინოთ მწარმოებლის ინსტრუქციების და ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების სწორად იდენტიფიცირება და შეფასება.

ხართ საერთაშორისო დონის ხარაჩოს კვალიფიციური ამწყობი, რომელიც თავდაჯერებული აკეთებს ხარვეზებისა და დევიაციების იდენტიფიცირებას, სამუშაოების დაწყებამდე საშუალება აქვს ვიზუალური დათვალიერებით ხარაჩოს ინსპექტორთან ერთად დააფიქსიროს არსებული დარღვევები.

კურსის ძირითადი საკითხები:

  • შესავალი (Introduction)
  • ადგილობრივი კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები
  • ხარაჩოს ტიპები
  •  EN 12810 სტანდარტი
  • TG20 სტანდარტი
  • ხარაჩოს ძელი (მილი)
  • ხარაჩოს სამუშაო პლატფორმა და ინსპექტირება
  • ხარაჩოს ფიტინგები (დამაკავშირებლები)
  • ხარაჩოს მოწყობა და კონსტრუქცია
  • ხარაჩოს დიზაინი და დოკუმენტაცია
  • ამწე მოწყობილობები
  • დაკიდული ხარაჩოები
  • ნახაზების ინტერპრეტირება (Interpretation of drawings)
  • მიბმის მეთოდები და TG4 (Tie Methods and TG4)
  • ჩარჩოს ტიპის საფასადე ხარაჩო (H type scaffold)
  • გვირილას ტიპის ხარაჩო (Ringlock scaffold)
  • მობილური ხარაჩო (Mobile scaffold)
  • სიმაღლიდან ვარდნის პრევენცია SG4
  • დამოუკიდებელი მიბმული ხარაჩო (Independent tied scaffold) მილებით და ფიტინგებით და / ან დაუშვებელი სისტემით (tube & fitting and in an approved system)
  •  „კოშკურა“ ხარაჩო (Birdcage scaffold)
  • ხარაჩოების ცვლილებები (Alterations to scaffolds)
  • სახურავის კიდეზე დაცვის საშუალებას მოწყობა (Roof Edge Protection)
  • დაკიდულპლატფორმიანი ხარაჩო (Cantilever drop scaffold)
  • კიბეები (Stairways)
  • რისკის შეფასება (Risk Assessment)
  • TG4 მიბმის ტესტირება (TG4 Tie Testing)
  • ჯგუფური ინსტრუქტაჟები („ტულბოქს ტოქს“) (Tool box talks)
  • ინდივიდუალური  და       კოლექტიური           დაცვის საშუალებები
  • პრაქტიკული სავარჯიშოები (Practical exercise)
  • თეორიული შეფასება (Theory assessment)
  • პრაქტიკული შეფასება (Practical assessment)

კურსის მსვლელობა და განრიგი – ფასი

ხარაჩოების ინსპექტორის საერთაშორისო კურსი მოიცავს თეორიულ მოდულს, პრაქტიკულ ნაწილს და ტესტირებას.

თეორიული კურსის მოცულობა: 12 სთ პრაქტიკული ნაწილი: 10 სთ

ფორმატი: საკლასო ტიპის

ადგილმდებარეობა: თბილისი, უნივერსიტეტის #24, SafCo-ს ოფისი

პრაქტიკის ადგილმდებარეობა: მსმენელს ეცნობება ადგილზე

კურსის ჰენდაუთი/გზამკვლევი – ქართული

კურსის ენა – ქართული

ტესტირება – ქართული

ხარაჩოების ამწყობი-დამშლელის 3 წლიანი ლიცენზიის/სერტიფიცირების მისაღებად მსმენელი უნდა დაესწროს თეორიულ და პრაქტიკულ სრულ მოდულებს და წარმატებით ჩააბაროს ტესტი.

კურსის ღირებულება –  1000 ლარი

კურსის წინაპირობები / პროგრამის მოთხოვნები
სრული პერსონალური დაცვის აღჭურვილობა (უსაფრთხოების ჩაფხუტი, სპეც. ხელთათმანი, სპეც. ფეხსაცმელი, ამრეკლი ჟილეტი, სპეც. სათვალე)

ტესტირება/გამოცდა
ტესტირება ტარდება მულტი არჩევითი მეთოდით, მოცემული პასუხებიდან ირჩევთ სწორ პასუხს, ზოგშემთხვევაში აკეთებთმცირე ჩანაწერებს მონიშნულ ველში. ტესტები შედგება 30 კითხვისგან და გამსვლელი ქულა გამოითვლება 70%-იანი ზღვარის გადალახვით, რაც სწორი პასუხების ჯამით განისაზღვრება.

ტესტირებაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, დელეგატს სერტიფიცირება/ლიცენზია ვერ გადაეცემა. სურვილის შემთხვევაში, იგი ახლიდან გადის სრულ კურსს და იხდის საფასურის 70%-ს.

რე-ტესტირება
3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, დელეგატი გადის შემოკლებულ კურსს (ასევე ყველა საკანონმდებლო ცვლილებებს არსებული პერიოდისთვის) და წერს 30 კითხვიან ტესტს, 70% იანი ზღვარის გადალახვის პრინციპით.

რე–ტესტირების       ფასი      –      პირველადი       კურსის      საფასურის 40%        (ინფლაციის გათვალისწინებით) რე-ტესტირების            სტატუსის    დელეგატმა,      უნდა     წარმოადგინოს პირველადი ლიცენზია/სერტიფიკატი, რათა მოხდეს მისი იდენტიფიცირება. (აუცილებელი პირობა)

კურსის საერთაშორისო აღიარება
TCS კვალიფიკაცია გლობალურად აღიარებულია, როგორც სფეროს წამყვანი სტანდარტი, ის დაფუძნებულია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასა და ISO 21001 / ISO 17024 სტანდარტებზე.
TCS – ის ლიცენზირებული მსმენელები წარმატებით საქმიანობენ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა პროფილითა და კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტებით.

TCS-ის სერტიფიკატები და აკრედიტაციები:

AZS İSO/İEC 17020:2021 General Requirements for Bodies Providing Inspection Services ISO 9001:2015 Quality Management System Certification ISO 21001:2018 for Educational Organizations Management System Certification C&G (City & Guilds) National Vocational Qualification (NVQ) & Skill Proficiency Certification – IVQ AITT (Association of Industrial Truck Trainers) IOSH (Institution of Occupational Safety and Health) LEEA (Lifting Equipment Engineers Association) Lifting Equipment Inspection LEEA (Lifting Equipment Engineers Association) Approved Training Provider IADC (International Association of Drilling Contractors) Membership IRATA (Industrial Rope Access Trade Association) – Trainer Member CQI | IRCA Approved Training Partner GWO – Global Wind Organisation State Marine Agency (Certificate of Conformity) API Q1- Q2 Fundamentals & Practitioner/API Auditing (Fundamentals and Lead Auditor) Ministry of Emergency Situations of Azerbaijan Republic (Approved Methodical Programs) Min.of Econ. License for Inspection of Potentially Dangerous Plant & other Technical Assessment Min.of Econ. License for Further Educational Institution

ხარაჩოს ინსპექტორის საერთაშორისო კურსი - რეგისტრაცია

მოგვწერეთ კითხვა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი