Skip to content
usafrtxoebis nishnebi

სამუშაო სივრცეებში უსაფრთხოების ნიშნები ახალი რეგლამენტის მიხედვით დარეგულირდება

2023 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის ახალი რეგლამენტი, – საქართველოს მთავრობის 457-ე დადგენილება – ტექნიკური რეგლამენტის − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, სამუშაო სივრცეში შესაბამისი უსაფრთხოების ნიშნები უნდა განთავსდეს.

აღსანიშნია, რომ ეს რეგლამენტი ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში იქნა მიღებული და ის ახლოსაა ევროკავშირის 92/58/EEC დირექტივასთან. თავად ევროკავშირის ეს დირექტივა კი იყენებს ISO 7010 სტანდარტს უსაფრთხოების ნიშნების შესახებ.

რეგლამენტის მიხედვით ყველა დამსაქმებელი ვალდებულია იმ სამუშაო სივრცეებში და სამუშაო ადგილზე, სადაც არსებობს გარკვეული საფრთხეები და მათგან გამომდინარე რისკების მინიმუმამდე შემცირება ვერ ხერხდება, აუცილებელია განთავსდეს შესაბამისი უსაფრთხოების ნიშნები. ასევე, დამსაქმებელი ვალდებულია მოახდინოს დასაქმებულთა ინფორმირება, სწავლება და ჩართულობა გამოყენებული ნიშნების შესახებ.

შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებობს 4 ძირითადი და 1 დამატებითი ტიპის ნიშნები. ესენია:

1) ამკრძალავი ნიშნები – წითელი ფერის – კრძალავს გარკვეულ მოქმედებებს

2) გამაფრთხილებელი ნიშნები – ყვითელი ფერის – აფრთხილებს საფრთხის არსებობის შესახებ

3) სავალდებულო ნიშნები – ლურჯი ფერის – ადგენს კონკრეტული ქმედების განხორციელების ვალდებულებას

4) საგანგებო სიტუაციების და საევაკუაციო ნიშნები – იძლევა ინფორმაციას საგანგებო სიტუაციებისას და ევაკუაციისას ქცევისა და სამაშველო საშუალებების შესახებ

5) სხვა საინფორმაციო ნიშნები – სხვა ნიშნები, რომლებსაც აქვთ მიზანი გაავრცელონ გარკვეული ინფორმაცია. მაგალითად – სახანძრო უსაფრთხოებაზე, დასაშვებ წონებზე, დასაშვებ სიჩქარეზე, ა.შ.

აღნიშნულ ტიპებში შედის სხვა მრავალი ნიშანი, რომლებიც იძლევა ინფორმაციას სხვადასხვა საფრთხეების, აკრძალვებისა და ვალდებულებების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ნიშნების მწარმოებელმა / დამამზადებელმა ორგანიზაციამ იცოდეს, თუ რა სტანდარტის მიხედვით უნდა დამზადდეს ისინი და რა ვიზუალი უნდა ჰქონდეს თითოეულ ნიშანს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ საკითხს ISO 7010 სტანდარტი არეგულირებს.

საქართველოს მთავრობის 457-ე დადგენილება მოითხოვს, რომ აღნიშნული ნიშნები მუდმივი აბრა/ფირნიშების სახით უნდა განთავსდეს სამუშაო სივრცეებში და ადგილებში. ასევე, მათ ეფექტურობაზე უარყოფით ზეგავლენას არ უნდა ახდენდეს სხვა და სხვა ფაქტორები. მაგალითად:

      • ბევრი ნიშნის ერთმანეთის სიახლოვეს განლაგება;
      • მანათობელი ნიშნის სხვა მსგავსი განათების წყაროს სიახლოვეს გამოყენება;
      • ნიშნების არასწორი განლაგება, არასათანადო რაოდენობა, ცუდი მდგომარეობა (დაზიანება), ან არასწორი ფუნქციონირება;

აბრა/ფირნიშები  განთავსებული უნდა იყოს ხედვის არეალის შესაფერის სიმაღლეზე და მათი შესაბამის ადგილზე განლაგებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ნებისმიერი სახის ბარიერი. ზოგადი საფრთხის შემთხვევაში აბრა/ფირნიშები კონკრეტულ ტერიტორიაზე შესასვლელთან ან კონკრეტული საფრთხის წყაროს ან ობიექტის უშუალო სიახლოვეს უნდა განლაგდეს. გარდა ამისა, აბრა/ფირნიშები კარგად განათებულ, ადვილად მისადგომ და გამოსაჩენ ადგილებზე უნდა განთავსდეს.

აბრა/ფირნიშები დარტყმის გამძლე და კლიმატური პირობებისადმი მედეგი  მასალებისგან უნდა იყოს დამზადებული და შეესაბამებოდეს არსებულ გარემოს.

SafCo გთავაზობთ ყველანაირი უსაფრთხოების ნიშნების დამზადების სერვისს. ჩვენს მიერ დამზადებული ნიშნები შეესაბამება ISO:7010 სტანდარტს, EU დირექტივებს და საქართველოს მთავრობის 457-ე დადგენილებას.

 

სერვისის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს!

 

www.safco.ge

ან დაგვიკავშირდით:

(032) 2 83 02 21

 

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვა ცხელ პერიოდში – რა უნდა იცოდეს დამსაქმებელმა?

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა სამუშაო გარემოში მხოლოდ კომფორტის საკითხი არ არის. სიცხემ, მაღალმა ტენიანობამ, არასაკმარისმა ვენტილაციამ და სამუშაო პროცესით წარმოქმნილმა დამატებითმა სითბომ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს სამუშაო

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტები

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაცია – რომელი დოკუმენტები უნდა ჰქონდეს კომპანიას

შრომის უსაფრთხოების ეფექტური მართვა მხოლოდ უსაფრთხოების წესების დანერგვას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობა და მისი მუდმივი განახლება. შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის

შრომის უსაფრთხოების კანონები

შრომის უსაფრთხოების კანონები საქართველოში

შრომის უსაფრთხოება თანამედროვე სამუშაო გარემოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოში შრომის უსაფრთხოების რეგულირება ხდება სპეციალური კანონმდებლობით, რომლის მიზანია სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი