Skip to content
mLaEhhCh8zVuDya7oxedxA

ემუქრება თუ არა თქვენს შვილს ტყვიით მოწამვლის რისკი?

რა არის ტყვია და რა გავლენას ახდენს ბავშვებზე?

მსოფლიოში ბავშვების თითქმის მესამედი – 800 მილიონამდე ბავშვი ტყვიით იწამლება. ტყვია არის უაღრესად მომწამვლელი ელემენტი, რომელიც მიზეზია ყოველწლიური გლობალური სიკვდილიანობის თითქმის 1,5 % -ის (თითქმის იმდენივე სიკვდილიანობა, რამდენიც აივ-ით და შიდსით და უფრო მეტი ვიდრე მალარიით).

ტყვია გავლენას ახდენს ბავშვის ტვინის განვითარებაზე, იწვევს ინტელექტის დაქვეითებას, ქცევის დარღვევებს და სწავლის პრობლემებს, რამაც შეიძლება შეამციროს პოტენციური სარგებელი ზრდასრულ ასაკში. ის ასევე, გავლენას ახდენს ბავშვის სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე, მათ შორის გულზე, ფილტვებზე და თირკმელებზე.

ტყვია უფრო მეტად მოქმედებს ბავშვებზე, ვიდრე მოზრდილებზე

ტყვიის პოტენციური უარყოფითი ზემოქმედება ბევრად უფრო დიდია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში.

ბავშვის ტვინი ყველაზე სწრაფად იზრდება ბავშვობის ადრეულ წლებში, როდესაც ყოველ წამში ათასობით ნერვული კავშირი ხდება. ტყვიის ზემოქმედებამ შეიძლება არსებითად ხელი შეუშალოს ამ რთულ, მნიშვნელოვან და დელიკატურ პროცესს.

ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები 4-5-ჯერ მეტ ტყვიას შთანთქავენ მათ სხეულში, ვიდრე მოზრდილებში.

ტყვიით დაბინძურებული ნიადაგებისა და მტვრის გადაყლაპვის რისკი ასევე მაღალია, იმის გამო, თუ როგორ თამაშობენ ბავშვები გარეთ, ისინი უფრო ახლოს არიან მიწასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი სწავლობენ სიარულს და ცოცვას.

ტყვიის ზემოქმედება ძნელი შესამჩნევია

ბავშვობაში ტყვიით მოწამვლის გამოვლენის ერთ-ერთი გამოწვევა არის ის, რომ ძნელია, მისი ამოცნობა.

ექსპოზიციის დაბალ და ზომიერ დონეზე, როგორც წესი,  აშკარა სიმპტომები ან ფიზიკური ნიშნები არ არსებობს.

ზომიერი და მაღალი დონის ექსპოზიციის დროს, ბავშვები  უჩივიან სხვადასხვა არასპეციფიკურ სიმპტომებს, როგორიცაა:

  • თავის ტკივილი,
  • უძილობა,
  • მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი,
  • ყურადღების ნაკლებობა ან მადის დაკარგვა.

ტყვიით მოწამვლის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მოუხერხებლობის, აგზნების ან დაქვეითებული აქტივობა და ძილიანობა, რაც მძიმე შემთხვევებში შეიძლება გადაიზარდოს ღებინებამდე, კრუნჩხვებსა და კომაში ჩავარდნამდე.

შეამოწმეთ ტყვია თქვენს სახლში და მის გარშემო:

სახლის პირობებში, ტყვია შესაძლოა აღმოაჩინოთ ძველ კარ-ფანჯარაზე, მინიჟალუზებზე, ასევე, სათამაშოებსა და ჭურჭელზე, სამკაულებსა თუ სანელებლებში.

საღებავი:  მოარიდეთ ბავშვის სათამაშოები ან სათამაშო ადგილი შეღებილ კედლებს/რაფებს (გასულ საუკუნეებში ხშირად ტყვიის შემცველ საღებავებს იყენებდნენ კედლებისა და კარ-ფანჯრების შესაღებათ), დაქუცმაცებული საღებავი გაასუფთავეთ უსაფრთხოდ.

სახლის მტვერი: გაწურული ტილოთი მოაცილეთ ნივთებს მტვერი. არ მისცეთ ბავშვს უფლება დაღეჭოს ფანჯრის რაფები ან სხვა ზედაპირები.

ხილვადი ჭუჭყი: დაფარეთ ხილვადი ჭუჭყი, სადაც თქვენი ბავშვი თამაშობს.

ვინილის მინი-ჟალუზები: შეცვალეთ ძველი ვინილის მინი-ჟალუზები და არ მისცეთ საშუალება თქვენს შვილს დაღეჭოს ისინი.

სანტექნიკის მასალები: სავარაუდოა, რომ ონკანის წყალში ტყვია იყოს, თუ სანტექნიკის მასალები, მათ შორის შედუღების ან გადაბმის მონაკვეთები შეიცავს ტყვიას. შეამცირეთ ტყვიის პოტენციური ზემოქმედება ონკანის წყალში გამდინარე წყლით, სანამ არ იგრძნობთ ცივ წყალს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიყენეთ წყალი სამზარეულოსთვის, სასმელისთვის ან სხვა საჭიროებისთვის. გამოიყენეთ წყლის ფილტრები.

ჭის წყალი: ერთადერთი საშუალება იმისა, რომ შეიტყოთ, შეიცავს თუ არა ჭის წყალი ტყვიას, ეს არის წყლის ანალიზების გაკეთება/ტესტირება.

საკვები და სანელებლები: მოერიდეთ იმპორტირებულ საკვებს და კაშკაშა ფერის სანელებლებს, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს  ტყვიას, როგორიცაა შაპულინი და კურკუმა.

ტკბილეული: მოერიდეთ წუნდებულ ტკბილეულს

კერძების ქოთანი, ჭურჭელი: მოერიდეთ გაცვეთილ, ფასდაკლებით ან ბაზრობიდან შეძენილ, ანტიკვარული ჭურჭლის გამოყენებას, ასევე, ბროლის მასალისა  და ხელნაკეთი ჭურჭლის გამოყენებას.

სათამაშოები: შეამოწმეთ სათამაშოები აქერცლილ საღებავებზე და ხშირად გარეცხეთ! ძველი ან ვინილის სათამაშოები ხშირად შეიცავენ ტყვიას, მოერიდეთ მეორადი სათამაშოების შეძენას და ბავშვისთვის სათამაშოდ მიცემას.

სამკაულები: არ მისცეთ თქვენს შვილს სამკაულებით თამაშის უფლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ არსებობს მათი პირის ღრუში  მოხვედრის ალბათობა.

სათევზაო ატრიბუტები და ტყვია: არ მისცეთ უფლება ბავშვებს ითამაშონ სათევზაო ატრიბუტებით და ტყვიით;

ტყვიის შედუღება: მოარიდეთ თქვენი შვილი ისეთ აქტივობებს, როგორიცაა შედუღება, მინის გამოწრთობა ან სამკაულების დამზადება.

ტრადიციული მაკიაჟი და სამკურნალო საშუალებები: ეს პროდუქტებს ხშირად შეიცავს ტყვიას: სურმა, აზარკონი, გრეტა. გაესაუბრეთ ექიმს ამ ან სხვა ტრადიციული მაკიაჟის ან სამკურნალო საშუალებების გამოყენებამდე (მაგ., ღია ფერის ფხვნილები, ტრადიციული ჩინური საშუალებები).

დარწმუნდით, რომ ჭურჭელი, სამკაულები თუ სამკურნალო საშუალებები თქვენს ირგვლივ არ შეიცავს ტყვიას.

 

ქართულ ენაზე pdf ვერსიის ჩამოსატვირთად, მიჰევით ბმულს:  ტყვია – უსაფრთხოების რეკომენდაციები _ SafCo

ინგლისურენოვანი ვერსიის ჩამოსატვირთად კი – შემდეგ ბმულს:  Bullet – Safety Recommendations _ SafCo

 

SafCo გისურვებთ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას!

 

წყარო: https://www.unicef.org

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვები სამუშაო სივრცეში – დამატებითი ხარჯი ბიზნესისთვის, თუ ინვესტიცია?

სამუშაო სივრცეში გარემო-მახასიათებლების მაჩვენებლების ინსპექტირებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. საწარმოო მიკროკლიმატი მოიცავს შემდეგი ფიზიკური პარამეტრების ერთობლიობას – ტემპერატურა, ტენიანობა, განათება, ჰაერის

NEBOSH სერთიფიკატის გავლენა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში წამყვან კვალიფიკაციებს შორის, NEBOSH სერტიფიკატი პირველ ადგილს იკავებს. როგორც შრომის უსაფრთხოების ტრენინგ კომპანია, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ  შესაძლებლობა გვაქვს

პრაქტიკული საევაკუაციო სწავლება ორგანიზაციებში

საევაკუაციო სწავლება არის იმიტირებული საგანგებო სიტუაცია, დაგეგმილი სცენარით. ამ ტიპის სწავლების დროს ხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება დასაქმებულთათვის. საევაკუაციო სწავლებების ჩატარება რამდენიმე მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი