Skip to content
tecnical inspecting

ორგანიზაციაში არსებული სისტემების ტექნიკური ინსპექტირება, ანგარიშგება და გაუმართაობის აღმოფხვრა

თანამედროვე ცივილიზაციამ ტექნოლოგიისა და ტექნოლოგიური სისტემების განვითარების პიკს ბოლო 100 წლეულის განმავლობაში მიაღწია. თავდაპირველად არ არსებობდა მოქმედებასა და მისგან გამოწვეულ შედეგს შორის კავშირის არავითარი გამოცდილება, შესაბამისად, ყოველი შენობა-ნაგებობა თუ წარმოება ეფუძნებოდა მხოლოდ  პირად შეხედულებაზე აგებულ წარმოსახვას.

დრომ და პრაქტიკამ აჩვენა, რომ ექსპლუატაციის პირობებში შეიძლება წარმოიშვას ადამიანისა და მოწყობილობებისთვის საფრთხის შემცველი გარემო-პირობები; აღნიშნული საკითხით დაინტერესებულმა პირებმა თუ ორგანიზაციებმა დროთა განმავლობაში გაწერეს მთავარი საფრთხეები (ადამიანური ფაქტორები, საშიში მატერილების საფრთხეები, მავნე ნივთიერებების საფრთხეები, ელექტრული ენერგიის საფრთხეები, გრავიტაციული ენერგიის საფრთხეები, მექანიკური ენერგიის საფრთხეები, წნევის და წნევის ქვეშ მყოფი მოწყობილობების საფრთხეები და ა. შ.) და შეისწავლეს ამ საფრთხეებისგან თავის არიდების გზები.

პროცესებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საფრთხის არიდების საუკეთესო საშუალება მის ნაადრევ აღმეჩენასა და პრევენციაში მდგომარეობს. რის გამოძახილადაც, თითოეული სისტემის თუ მოწყობილობის მუშაობის პროცესის სწორი მართვის პრაქტიკის საფუძველზე, შეიქმნა პრევენციული შემოწმებების პროცედურები, რამაც თითქმის ნულამდე დაიყვანა გაუთვალისწინებელი ინციდენტების მოხდენა. სამეცნიერო კვლევებისა და პრაქტიკის ზრდიდან გამომდინარე, აღნიშნული პროცედურები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იხვეწება და უმჯობესდება.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, პრევენციული შემოწმებები და პროცედურები ხარვეზების ნაადრევად გამოვლენისა და მის ადრეულ  ეტაპზე გამოსწორების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტია. აღნიშნულ პოცესში მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად, აუცილებელი პირობა არის კვალიფიციური და სერთიფიცირებული ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტებით (ევროპული და ამერიკული სტანდარტები დღესდღეობით, განვითარების ყველაზე მაღალ დონეზე იმყოფებიან, შესაბამისად, მსოფლიოს ქვეყნები რეფერირებას ახდენენ აღნიშნულ სტანდარტებზე დაყრდნობით) საქმიანობის ზედმიწევნით შესრულებას.

მეტი სიცხადისთვის, განვიხილოთ მაგალითი იმისა, თუ როგორი  უარყოფითი  გავლენა შეიძლება იქონიოს პრევენციული შემოწმების  არარსებობამ ან არაკვალიფიციურმა შემოწმებამ ორგანიზაციაში.

გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე,  კონკრეტულ ტერიტორიას და კომპანიას არ დავასახელებთ.

მოგეხსენებათ არსებობს ხანძრის ჩამქრობი „სპრიკლერული“ სისტემა, ის რეაგირებს მაღალ ტემპერატურაზე და მისი დაბოლოებებიდან ხდება წყლის ნაკადის გამოფრქვევა, რომელიც არსებულ მიდამოში უზრუნველყოფს ცეცხლის ჩაქრობას.

მოლოდინის (ნორმალურ სიტუაციაში) რეჟიმში „სპრიკლერამდე“ მიმავალი მილები იმყოფებიან წყლის გარკვეული  წნევის ქვეშ, რათა სისტემა მუდმივ მზადყოფნაში იყოს მუშაობისთვის.

პირველადი შეფასებით, არსებულ ობიექტზე  ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო. „სპრინკლერები“ პროექტით და გათვლებით შესაბამის ადგილას იყო, მასთან მიმავალი წყლით დაწნეხილი მილებიც შესაბამის წნევაზე იყო ხანძრის შემთხვევაში ადეკვატური მოქმედებისთვის.

ობიექტის გარკვეულ მონაკვეთზე ხანძრის გაჩენისას, შესაბამის ტემპერატურაზე იმუშავა „სპრინკლერმა“ და გამოაფრქვია წყალი, მაგრამ მოკლე დროის მონაკვეთში წყლის ნაკადმა იკლო და დაიწყო თითქმის თვითდინებით სიარული, რამაც ვერ უძრუნველყო ცეცხლის ეფექტური მართვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ მოწყობილობების და ფინანსური დანაკარგით შემოიფარგლა აღნიშნული ინციდენტი და ადამიანის ფატალური შემთხვევა არ მოყოლია, რაც ასევე, შესაძლებელი იყო.

შემდგომმა კვლევამ და გამოძიებამ აჩვენა, რომ ის ტუმბო, რომელიც წყლით ამარაგებდა მილებს, გარკვეული დროის განმავლობაში ქმნიდა საჭირო წნევას, მაგრამ აქტიური ხანძრის დროს მისი წარმადობა არ იყო საკმარისი ტუმბოს ფრთების დეფექტის გამო.

სისტემის ფუნქციონირება კვალიფიცური პერსონალის მიერ ნაადრევ სტადიაზე რომ შემოწმებულიყო, აღნიშნული კომპანია სოლიდურ ფინანსურ და რეპუტაციულ ზარალს აცდებოდა.

ხშირ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ პრევენციული ზომები კომპანიებისთვის ზედმეტი ხარჯია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მისი უგულველყოფის შედეგად გამოწვეული ფინანსური და ადამიანური დანაკარგი აუნაზღაურებელი და გამოუსწორებელია.

ხვალინდელი ქათამი ნამდვილად ჯობია, დღევანდელ კვერცხს!

 

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვები სამუშაო სივრცეში – დამატებითი ხარჯი ბიზნესისთვის, თუ ინვესტიცია?

სამუშაო სივრცეში გარემო-მახასიათებლების მაჩვენებლების ინსპექტირებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. საწარმოო მიკროკლიმატი მოიცავს შემდეგი ფიზიკური პარამეტრების ერთობლიობას – ტემპერატურა, ტენიანობა, განათება, ჰაერის

NEBOSH სერთიფიკატის გავლენა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში წამყვან კვალიფიკაციებს შორის, NEBOSH სერტიფიკატი პირველ ადგილს იკავებს. როგორც შრომის უსაფრთხოების ტრენინგ კომპანია, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ  შესაძლებლობა გვაქვს

პრაქტიკული საევაკუაციო სწავლება ორგანიზაციებში

საევაკუაციო სწავლება არის იმიტირებული საგანგებო სიტუაცია, დაგეგმილი სცენარით. ამ ტიპის სწავლების დროს ხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება დასაქმებულთათვის. საევაკუაციო სწავლებების ჩატარება რამდენიმე მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი