Skip to content
A,Woman,Engineer,With,Tablet,Standing,On,Construction,Site,,Working.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კარიერული გზა

გზამკვლევი შრომის უსაფრთხოების დამწყები სპეციალისტებისთვის

შრომის უსაფრთხოება (OSH) დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პერსპექტიული მიმართულებაა საქართველოში. სამშენებლო, სამრეწველო და სხვა მაღალი რისკის მქონე სექტორებში მოქმედი კომპანიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოების პროფესიონალი სპეციალისტების ყოლა, რომლებიც იზრუნებენ თანამშრომლების ჯანმრთელობაზე, უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.

მაგრამ როგორია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კარიერული გზა?

1. პირველი ნაბიჯი: განათლება და სერტიფიცირება

სფეროში მუშაობის დასაწყებად აუცილებელი პირობაა შრომის უსაფრთხოების სერთიფიკატის ან შესაბამისი დიპლომის ქონა:

  • შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატი – საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია დიპლომი (ნებისმიერი მიმართულებით, პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების დასტური) შეუძლია გაიაროს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსი, და მოიპოვოს შესაბამისი სერტიფიკატი. ამ დროისათვის არსებობს ორი სახის შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა – სრული, რომელიც ნებისმიერ სფეროში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს სპეციალისტს და მეორე – დაბალი და საშუალო რისკის ობიექტების პროგრამა. სრული პროგრამა მოიცავს 2,5 თვიან სწავლებას (თეორიული და პრაქტიკული კომპონენტი) და ითვალისწინებს 230 აკადემიურ საათიან მეცადინეობებს. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელი გამოცდის გზით მოიპოვებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ლიცენზიას 3 წლის ვადით. ყოველ სამ წელში საჭიროა, სპეციალისტმა განმეორებით ჩააბაროს გამოცდა. გამოცდისთვის მომზადება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე, გამოცდისთვის მოსამზადებელი ექსპრეს კურსის გავლით.

 

  • შრომის უსაფრთხოების დიპლომი – უნივერსიტეტში ან პროფესიულ სასწავლებელში შესაბამისი პროგრამის/საფეხურის გავლა და აკადემიური ხარისხის მოპოვება სპეციალისტს უვადოდ ანიჭებს საქმიანობის უფლებას.

 

  1. კარიერის დასაწყისი: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ან შრომის უსაფრთხოების მრჩეველი

კარიერის საწყის ეტაპზე ხშირად კურსდამთავრებულები საქმდებიან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ან შრომის უსაფრთხოების მრჩეველის პოზიციაზე სხვადასხვა სექტორულ ორგანიზაციებში. ამ დროს მთავარი ამოცანებია:

  • საფრთხეები იდენტიფიცირება სამუშაო გარემოში და რისკების განსაზღვრა;
  • უსაფრთხოების ინსტრუქციების შესრულების კონტროლი;
  • კანონით გათვალისწინებული ტრენინგების ჩატარება თანამშრომლებისთვის
  • და სხვა საქმიანობები.

 

ეს ეტაპი პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებასა და სხვადასხვა ინდუსტრიის სპეციფიკის გაცნობას მოიცავს.

3. გამოცდილების დაგროვება და პასუხისმგებლობის ზრდა

რამდენიმეწლიანი გამოცდილების შემდეგ სპეციალისტი უკვე თავად ხდება:

  • შრომის უსაფრთხოების მენეჯერი – პასუხისმგებელია უსაფრთხოების სტრატეგიის დაგეგმვასა და გუნდის მართვაზე;
  • რისკების მენეჯერი – ანალიზის, ინსპექტირების და პრევენციული ღონისძიებების ხელმძღვანელი;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენერი – ცოდნის გაზიარება ახალ თანამშრომლებთან ან პარტნიორებთან.

 

  1. საერთაშორისო პერსპექტივები

შრომის უსაფრთხოების სფერო გლობალურია. საერთაშორისო სერტიფიკატების (NEBOSH, IOSH და სხვ.) მოპოვება შესაძლებელია ადგილობრივად, SafCo-ს ტრენინგ ცენტრში.  საერთაშორისო სერტიფიცირება წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს ადგილობრივ ბაზარზე დასაქმების კუთხით; ამასთანავე, კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა უცხოეთში, სადაც მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალია. ეს გზა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს მიიღოს მრავალფეროვანი გამოცდილება და მაღალი ანაზღაურება.

  1. რატომ ღირს შრომის უსაფრთხოების სფეროში კარიერის დაწყება?

  • მოთხოვნადი პროფესია – კომპანიები მსოფლიო მასშტაბით და ასევე საქართველოში მუდმივად ეძებენ კვალიფიციურ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს და მენეჯერებს;
  • სტაბილური კარიერული ზრდა – სპეციალისტის პოზიციიდან  შესაძლებელია კარიერული დაწინაურება მენეჯერამდე, ტრენერამდე, განყოფილების ხელმძღვანელამდე და ა.შ;
  • სოციალური პასუხისმგებლობა – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის შრომა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

 

დასკვნა

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კარიერული გზა მრავალფეროვანი და პერსპექტიულია. სწორი განათლებით, სერტიფიკატებითა და პრაქტიკული გამოცდილებით შესაძლებელია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე წარმატებული კარიერის შექმნა.

👉 თუ გსურთ მეტი ინფორმაცია მიიღოთ შრომის უსაფრთხოების პროგრამებზე და კარიერულ შესაძლებლობებზე, ეწვიეთ ჩვენს ბლოგს და აღმოაჩინეთ ჩვენი სტატიები.

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვა ცხელ პერიოდში – რა უნდა იცოდეს დამსაქმებელმა?

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა სამუშაო გარემოში მხოლოდ კომფორტის საკითხი არ არის. სიცხემ, მაღალმა ტენიანობამ, არასაკმარისმა ვენტილაციამ და სამუშაო პროცესით წარმოქმნილმა დამატებითმა სითბომ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს სამუშაო

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტები

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაცია – რომელი დოკუმენტები უნდა ჰქონდეს კომპანიას

შრომის უსაფრთხოების ეფექტური მართვა მხოლოდ უსაფრთხოების წესების დანერგვას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობა და მისი მუდმივი განახლება. შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის

შრომის უსაფრთხოების კანონები

შრომის უსაფრთხოების კანონები საქართველოში

შრომის უსაფრთხოება თანამედროვე სამუშაო გარემოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოში შრომის უსაფრთხოების რეგულირება ხდება სპეციალური კანონმდებლობით, რომლის მიზანია სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი