Skip to content
silitsiumis mtveri kontrolis mekanizmebi

სილიციუმის მტვერთან დაკავშირებული 8 მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალიწინოთ

სილიციუმი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც SiO2, მერვე ყველაზე გავრცელებული ელემენტია სამყაროში. ის იშვიათად გვხვდება თავისუფალი სახით – უფრო ხშირია მისი ნაერთები სილიციუმის დიოქსიდის ან სილიკატების სახით ქვიშებში, კვარცებში, კვარციტებში და კაჟებში.

სილიციუმის მტვერი (სილიციუმის ორჟანგი, კაჟმიწა, მაღალი სისალისა და დნობის მაღალი ტემპერატურის მქონე კრისტალური ნივთიერება) ძირითადად გვხვდება მშენებლობებზე და  სხვადასხვა საწარმოებში.

სილიციუმის ნაწილაკების ზემოქმედება დროთა განმავლობაში იწვევს ფილტვის დაავადებას – სილიკოზს, რომელიც განუკურნებელ დაავადებას წარმოადგენს.

მაღალი რისკის მქონე პროფესიებია:

  1. სამჭედლო სამუშაოები
  2. კერამიკის და მინის წარმოება
  3. სამშენებლო სამუშაოები და ა.შ

 

ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ:

  • საკმაოდ ხშირია ფატალური შემთხვევების რაოდენობა იმ პირებში, რომლებიც ხელოვნური ქვისგან სხვადასხვა ნივთებს ამზადებენ (მაგალითად სამზარეულოს ქვა).
  • სილიკოზი გამოწვეულია რესპირაციული კრისტალური სილიკას (რკს – RCS) მტვრის მცირე ნაწილაკების ფილტვებში შესუნთქვით.
  • დადასტურებულია, რომ რესპირაციული კრისტალური სილიკას (რკს – RCS) შეუძლია კიბოს გამოწვევა.
  • რკს მტვერი წარმოიქმნება კრისტალური სილიკას შემცველი მასალების ჭრის, ბურღვის, ხეხვის, გაპრიალების და სხვა ზემოქმედების დროს.
  • სილიკოზის განვითარების პრევენცია შესაძლებელია!

 

რკს – RCS მტვრის გამორიცხვა შესაძლებელია ისეთი მასალების გამოყენებით, რომლებიც არ შეიცავენ სილიკას კრისტალებს. მაგალითად, აბრაზიული დამუშავებისთვის, ქვიშის ნაცვლად გამოყენებულ იყოს საფანტი ან ფხვნილი.

ქვემოთ ცხრილში მოცემულია რკს-ისგან გამოწვეული რისკების კონტროლის ძირითადი მექანიზმები:

ჩანაცვლება1. ბუნებრივი ქვის გამოყენება – როგორიცაა მარმარილო ან კირქვა. ბუნებრივი ქვა (2%), გაცილებით ნაკლებ სილიკას შეიცავს ვიდრე ხელოვნური ქვა (90%-მდე).
მტვრის კონტროლი2. უზრუნველყოფილი უნდა იყოს მტვრის კონტროლი – წყლის ჭავლის დახმარებით ან პირდაპირ ხელსაწყოზე დამაგრებული შემწოვის მეშვეობით. გაწმენდის დროს, დასაშვებია მხოლოდ შესაბასი კლასის მტვერსასრუტი, “HEPA” ფილტრით.

3. ნებისმიერი მოწყობილობაას უნდა გააჩნდეს მტვრის კონტროლი (შეგროვების სისტემა).

ადმინისტრაციული კონტროლი4. ის სამუშაოები, რომლებიც წარმოქმნიან მტვერს და არსებობს ზემოქმედების მაღალი რისკი, უნდა დაიგეგმოს შედარებით თავისუფალ დროს, როდესაც მომუშავეების დიდი რაოდენობა არ იმყოფება ახლოს (მაგალითად შესვენებების ან სამუშაო საათების შემდეგ.
ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (იდს)5. მომუშავეები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სტანდარტების შესაბამისი იდს-ით (კომბინიზონი, ხელთათმანი და სასუნთქი გზების დამცავი საშუალებები) – მათ ასევე უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგი, იდს-ის სწორად გამოყებისა და შენახვის შესახებ. მომუშავეს უნდა ერგებოდეს სასუნთქი გზების დამცავი საშუალება (დაცული უნდა იყოს ჰერმეტულობა)

6. მომუშავემ სწორად უნდა გამოიყენოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია ეცნობოს დამსაქმებელს (ვერ ხერხდება მისი მორგება, ან დაზიანებულია). რესპირატორის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს ჰერმეტულობა სახესთან მიმართებაში – ამისათვის აუცილებელია სახის მთლიანად გაპარსვა. წვერი არღვევს რესპირატორის ჰერმეტულობას.

7. მტვრით დაბინძურებული იდს უნდა გაიწმინდოს და დარჩეს სამუშაო სივრცეში (დაუშვებელია მათი სამუშაო სივრცის გარეთ გაწმენდა და გამოყენება – მაგ. სახლში).

ჰიგიენა 8. მომუშავემ მუდმივად უნდა შეინარჩუნოს ჰიგიენის მაღალი სტანდარტი – საკვების/სასმელის მიღებამდე და სიგარეტის მოწევამდე აუცილებელია ხელების დაბანა. ასევე, ჰიგიენის ნორმები დაცული უნდა იყოს მუშაობის დამთავრების შემდეგ, სამუშაო სივრცის დატოვებამდე.

 

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვა ცხელ პერიოდში – რა უნდა იცოდეს დამსაქმებელმა?

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა სამუშაო გარემოში მხოლოდ კომფორტის საკითხი არ არის. სიცხემ, მაღალმა ტენიანობამ, არასაკმარისმა ვენტილაციამ და სამუშაო პროცესით წარმოქმნილმა დამატებითმა სითბომ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს სამუშაო

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტები

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაცია – რომელი დოკუმენტები უნდა ჰქონდეს კომპანიას

შრომის უსაფრთხოების ეფექტური მართვა მხოლოდ უსაფრთხოების წესების დანერგვას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობა და მისი მუდმივი განახლება. შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის

შრომის უსაფრთხოების კანონები

შრომის უსაფრთხოების კანონები საქართველოში

შრომის უსაფრთხოება თანამედროვე სამუშაო გარემოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოში შრომის უსაფრთხოების რეგულირება ხდება სპეციალური კანონმდებლობით, რომლის მიზანია სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი