შრომის უსაფრთხოების პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში – SafCo Academy
SafCo Academy – ეს არის უნიკალური პლატფორმა შრომის უსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის. პლატფორმაზე განთავსებული სასწავლო რესურსები სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოში არსებულ კანონმდებლობას. არსებული შრომის უსაფრთხოების სასწავლო რესურსები ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს საშუალებას აძლევს აიმაღლოს პროფესიული ცოდნა, უკეთესად შეიცნოს სფერო, ან გამოიყენოს ის დასაქმებულთა სავალდებულო ტრენინგების ჩასატარებლად.
თითოეული კურსის და შესაბამისი ტესტის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ცოდნის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი.
1. შრომის უსაფრთხოების საბაზისო კურსი – საწარმოებისთვის/საწყობებისთვის
კურსის აღწერა: ტრენინგი განკუთვნილია საწარმოებში, საწყობებში, მათთან ასოცირებულ ოფისებში და სხვა მსგავსი ტიპის ობიექტებზე დასაქმებულთათვის, ასევე შესაბამისი შრომის უსაფრთხოების
წარმომადგენლებისა და ტექნიკური მენეჯერებისთვის. კურსი მოიცავს ასეთ ობიექტებზე არსებულ საფრთხეების, მათგან გამომდინარე რისკებს და ამ რისკების კონტროლის მექანიზმებს.
კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი, ერგონომიკა, ელექტრობა, ხელით სამუშაოები, განათება, ხმაური, ტემპერატურა, ტენიანობა, დისტანციურად მუშაობა, ინციდენტები, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება, სახანძრო
უსაფრთხოება, ქიმიკატები, სამზარეულოს უსაფრთხოება, საწარმოო პროცესთან ასოცირებული საფრთხეები.
კურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
2. შრომის უსაფრთხოების საბაზისო კურსი – ოფისებისთვის
კურსის აღწერა: ტრენინგი განკუთვნილია საოფისე სპეციფიკის მქონე კომპანიებში დასაქმებულთათვის, ასევე შესაბამისი შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლებისა და ტექნიკური მენეჯერებისთვის. კურსში განხილულია
ასეთ ობიექტებზე არსებული საფრთხეები, მათგან გამომდინარე რისკები და ამ რისკების კონტროლის მექანიზმები.
კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი, ერგონომიკა, ელექტრობა, ხელით სამუშაოები, განათება, ხმაური, ტემპერატურა, ტენიანობა, დისტანციურად მუშაობა, ინციდენტები, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება, სახანძრო
უსაფრთხოება, ქიმიკატები, სამზარეულოს უსაფრთხოება.
კურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
3. შრომის უსაფრთხოების საბაზისო კურსი – სასტუმროებისთვის და რესტორნებისთვის
კურსის აღწერა: ტრენინგი განკუთვნილია რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის და მსგავსი სპეციფიკის მქონე კომპანიებში დასაქმებულთათვის, ასევე შესაბამისი შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლებისა და ტექნიკური მენეჯერებისთვის. კურსში განხილულია ასეთ ობიექტებზე არსებული საფრთხეები, მათგან გამომდინარე რისკები და ამ რისკების კონტროლის მექანიზმები.
კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი, ერგონომიკა, ელექტრობა, ხელით სამუშაოები, განათება, ხმაური, ტემპერატურა, ტენიანობა, დისტანციურად მუშაობა, ინციდენტები, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება, სახანძრო უსაფრთხოება, ქიმიკატები, სამზარეულოს უსაფრთხოება.
კურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
4. Covid-19 სავალდებულო ინსტრუქტაჟი პერსონალისთვის
კურსის აღწერა: ტრენინგი მოიცავს ამ მომენტისთვის არსებულ ინფორმაციას COVID-19 ის შესახებ, გავრცელების გზებს, რისკ ფაქტორებს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს და მათი სწორი გამოყენების ინსტრუქციებს, კონტროლის მექანიზმებს, დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ვალდებულებებს და ა.შ. კურსი მოიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რაც აუცილებელია დასაქმებულებისთვის, რათა მათ COVID-19 ის პანდემიის პირობებში
მაქსიმალურად უსაფრთხოდ შეძლონ თავიანთი მოვალეობების შესრულება.
კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: COVID-19 – ზოგადი ინფორმაცია, სიცოცხლისუნარიანობა სხვა და სხვა ზედაპირზე, კონტროლის მექანიზმები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ქცევის წესები, დამსაქმებლის
პასუხისმგებლობები და ვალდებულებები, დასაქმებულის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები, რჩევები და რეკომენდაციები, ქიმიკატებთან და დასუფთავების საშუალებებთან მუშაობა.
საკანონმდებლო მოთხოვნა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ COVID-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სავალდებულოა სამუშაო სივრცეებში დაბრუნებულ დასაქმებულებს ჩაუტარდეთ COVID-19 თან დაკავშირებული სწავლება (ტრენინგი). აღნიშნული კურსი დაგეხმარებათ თქვენი დასაქმებულებისთვის ამ ინსტრუქტაჟის ჩატარებაში.
კურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
5. ქიმიური საფრთხეები და მავნე ნივთიერებებთან მუშაობა
კურსის აღწერა: ტრენინგი განიხილავს ქიმიურ და მავნე ნივთიერებებთან მუშაობისას წარმოქმნის საფრთხეებს, მათგან წარმოქმნილ რისკებს და კონტროლის მექანიზმებს. კურსში დეტალურად არის განხილული ყველა
ძირითადად გამოყენებული ქიმიური ნივთიერება, მავნე ნივთიერებების კლასები და მათგან გამოწვეული დაავადებები. კურსი გამდიდრებულია აუდიო მასალით – თითოეულ სლაიდზე დართულია ინდუსტრიული ჰიგიენის საერთაშორისო ექსპერტის აუდიო კომენტარი და განმარტებები.
კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი და დეფინიციები, მავნე ნივთიერებათა კლასიფიკაცია – კოროზიული, აალებადი, ტოქსიკური, რეაქტიული, ბიოლოგიური, კარცინოგენი, რადიოაქტიური; ხშირი დაავადებები –
დერმატიტი, ასთმა, გონების დაკარგვა, კიბო, ინფექციები; ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებათა თვისებები; ნივთიერებებზე ინფორმაციის მოძიება (ნივთიერების უსაფრთხოების ცნობარი SDS); ქიმიური ნივთიერებების რისკების შეფასება და კონტროლი; ნივთიერებების ტრანსპორტირება და შენახვა.
სამიზნე ჯგუფი: სხვადასხვა ინდუსტრიებში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანი, ვისაც შეხება აქვს ან შეიძლება ჰქონდეს მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან. აღნიშნული კურსი შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლებს დაეხმარებათ სამუშაო სივრცეში ქიმიკატებთან დაკავშირებული რისკების შეფასებაში და დასაქმებულთათვის რელევანტური ტრენინგების ჩატარების პროცესში.
კურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
6. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები
კურსის აღწერა: დასაქმებულების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებისთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორი შერჩევა და გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ამ საკმაოდ მოცულობითი კურსის
მეშვეობით თქვენ შეძლებთ შეისწავლოთ სფეროში არსებული ყველა ძირითადი ი.დ.ს.-ს სახეობები, სპეციფიკა და სწორად გამოყენება; ასევე, ი.დ.ს.-სთან დაკავშირებული დასაქმებულების და დამსაქმებლების მოვალეობები. კურსი გამდიდრებულია ვიზუალური მასალითა და მარტივად აღქმადი ვიდეოებით.
კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი; საქართველოს კანონმდებლობა; სახის და თვალების დაცვა; თავის, ხელების, ფეხების დაცვა; სმენის დაცვა; სასუნთქი გზების დაცვა; ელექტრობისგან დამცავი საშუალებები; სიმაღლიდან ვარდნის დამცავი საშუალებები.
კურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
7. შედუღება – ჭრა და ცხელი სამუშაოები
კურსის აღწერა: ტრენინგი განიხილავს სხვა და სხვა ინდუსტრიებში შედუღებისა და ჭრის სამუშაოებს (ე.წ. ცხელი სამუშაოები). მსმენელები ისწავლიან ცხელი სამუშაოების ტიპებს და სპეციფიკას, ასოცირებულ რისკებს და მათი
კონტროლის მექანიზმებს, სავალდებულო გამოსაყენებელ ი.დ.ს-ს; უსაფრთხოდ მუშაობის პროცედურებს და პრაქტიკას, ასევე დახურულ სივრცეებში ცხელი სამუშაოების წარმოების სწორ პრინციპებს.
კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი; პროცესები და საფრთხეები; შედუღების უსაფრთხო პრაქტიკა; შედუღება დახურულ სივრცეებში.
კურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
8. საგანგებო სიტუაციების მართვა და სახანძრო უსაფრთხოება
კურსის აღწერა: ტრენინგი დეტალურად განიხილავს საგანგებო სიტუაციების სწორად მართვის პრინციპებს, რეაგირების გუნდის შემადგენელ პირებს და მათ მოვალეობებს, საგანგებო სიტუაციების სცენარებს და თითოეულზე სწორი რეაგირების რეკომენდაციებს, სწორი ევაკუაციის მეთოდებს, სახანძრო უსაფრთხოების პრინციპებს და სხვა. კურსში ასევე განხილულია ამ საკითხთან დაკავშირებული საქართველოში არსებული კანონმდებლობა. ამ ტრენინგის გავლა და შესაბამისი სერტიფიკატის აღება დაეხმარება მსმენელებს სწორად გაწერონ ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა, დაინიშნონ სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებად, ჩაატარონ ევაკუაციის სწავლებები და მართონ საგანგებო სიტუაციები.
კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი; საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გუნდი; საგანგებო სიტუაციების სცენარები; გასათვალისწინებელი რეკომენდაციები; სახანძრო უსაფრთხოება; ხანძარზე რეაგირების პროცედურები; ცეცხლმაქრის გამოყენების ინსტრუქცია.
საკანონმდებლო მოთხოვნა: ტექნიკური რეგლამენტი – №370 „სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ“ ითხოვს ყველა ორგანიზაციაში სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნას. ასეთ პირს უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი ტრენინგი და ფლობდეს სერტიფიკატს. ამ კურსის გავლა დაგეხმარებათ აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაში.
კურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
9. ელექტრობის უსაფრთხოება
კურსის აღწერა: ელექტრობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა ყველა ინდუსტრიაში. საქართველოში უამრავი მძიმე ინციდენტი ხდება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ელექტრობასთან არასწორ მუშაობას. ტრენინგი
შედგენილია ჩვენი საერთაშორისო ექსპერტის მიერ, რომელსაც ელექტრობასთან მუშაობის და მასთან ასოცირებული რისკების კონტროლის უდიდესი გამოცდილება აქვს. გაეცანით ელექტრობის საფრთხეს და მასთან სწორად მუშაობის პრინციპებს.
კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი; ელექტრობასთან ასოცირებული რისკები; ელექტრო საფრთხეებისგან დაცვა; ელექტრული ინციდენტების გამომწვევი მიზეზების პრევენცია; მიწისქვეშა და საჰაერო კომუნიკაციები; ინდივიდუალური დაცვის საშუალებები; საქართველოში არსებული კანონმდებლობა;
სამიზნე ჯგუფი: აღნიშნული კურსის გავლა გამოადგება ყველა იმ პირს, რომელსაც უწევს ელექტრობის საფრთხესთან შეხება, რაც თითქმის ყველა დასაქმებულს მოიცავს, ასევე სამუშაოს ზედამხედველებს და შრომის
უსაფრთხოების კადრებს, რათა შეძლონ ელექტრობასთან დაკავშირებული საფრთხეების დროულად იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება.
კურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
10. სიმაღლეზე მუშაობა და დამცავი მექანიზმები
კურსის აღწერა: სიმაღლეზე მუშაობა მსოფლიოში და საქართველოშიც ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ ითვლება. უამრავი ფატალური შედეგი დამდგარა ამ საფრთხის გამო. შესაბამისად აუცილებელია ყველა რელევანტურმა პირმა ზედმიწევნით კარგად იცოდეს სიმაღლეზე მუშაობასთან დაკავშირებული რისკები და მათი კონტროლის მექანიზმები. კურსი განიხილავს სიმაღლეზე მუშაობის ყველა საშუალებას და მათი სწორად გამოყენების წესებს, ასევე ინდივიდუალურ და კოლექტიურ დაცვის სხვა და სხვა მსოფლიოში აპრობირებულ საშუალებებს. კურსში ასევე განხილულია 477-ე რეგლამენტი და მისი მოთხოვნები. ტრენინგი გამდიდრებულია ვიზუალურად ადვილად აღქმადი სადემონსტრაციო ვიდეოებით.
კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი და განმარტებები; სიმაღლეზე მისადგომი საშუალებები- კიბეები, ხარაჩოები, საწეველა სამუშაო პლატფორმა, დაკიდული სამუშაო პლატფორმა; სიმაღლიდან ვარდნის დამცავი საშუალებები ინსპექტირება და სამაშველო გეგმა; 477-ე ტექნიკური რეგლამენტი.
საკანონმდებლო მოთხოვნა: 477-ე ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სიმაღლეზე მუშაობის ტრენინგი შესაბამისი საფრთხის ქვეშ მომუშავე ყველა დასაქმებულს უნდა ჩაუტარდეს მინიმუმ 3 თვეში ერთხელ და მათ უნდა
გააჩნდეთ სერტიფიკატი შესაბამისი ვადით. სწორედ ამ მოთხოვნის შესრულებაში დაგეხმარებათ აღნიშნული კურსი.
კურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
11. დახურულ სივრცეში მუშაობა
კურსის აღწერა: დახურულ სივრცეში მუშაობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის არაერთი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს. საქართველოში ბოლო პერიოდში ბევრი ინციდენტი მოხდა და მათი უმრავლესობა სერიოზული დაზიანებით ან ფატალური შედეგით დასრულდა. გაეცანით დახურულ სივრცეში მუშაობის რეკომენდაციებს, გადაარჩინეთ საკუთარი და სხვების სიცოცხლე.
კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი, დახურული სივრცის პროგრამა, არსებული საფრთხეები, კონტროლის მექანიზმები, სამაშველო სამუშაოები, ტრენინგი და სწავლება.
კურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
12. ნარჩენების მართვა
კურსის აღწერა: ნარჩენების სწორად მართვა და უტილიზება შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ამ ტრენინგის მეშვეობით შეიტყობთ თუ რა არის ნარჩენი, რამდენ კატეგორიად იყოფა, რა საფრთხეები ახლავს თან და როგორია მისი სწორი მართვის პრინციპები.
კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი, ნარჩენების მართვის იერარქია და პრინციპები, ნარჩენების მართვის გეგმა, ასოცირებული საფრთხეები და კონტროლის მექანიზმები.
კურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
13. ექსკავაციის უსაფრთხოება
კურსის აღწერა: ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც უშუალოდ არის ჩართული გრუნტის ამოღების პროცესში სხვადასხვა ტექნკით ან მანუალური საშუალებებით, ასევე შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლებისა და ტექნიკური მენეჯერებისთვის. კურსში განხილულია ექსკავაციასთან დაკავშირებული საფრთხეები, მათგან გამომდინარე რისკები და ამ რისკების კონტროლის მექანიზმები. კურსის და ტესტის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერტიფიკატი.
კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი, გრუნტის ტიპები და თვისებები, გრუნტის ჩამოშლის მიზეზები, დამცავი სისტემები, არსებული საფრთხეები, რისკები, კონტროლის მექანიზმები, დამსაქმებლის ვალდებულებები.
საკანონმდებლო მოთხოვნა: საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 5. დამსაქმებლის ვალდებულებები; მუხლი 6. პრევენცია; მუხლი 9. კონსულტაციები და შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა მონაწილეობა; მუხლი 10. დასაქმებულის უფლებები; მუხლი 11. დასაქმებულის ვალდებულებები; სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესი;
კურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
14. შრომის უსაფრთხოება სტუმარ – მასპინძლობის სექტორში
კურსის აღწერა: კურსი განკუთვლია HORECA სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის. აღნიშნული სფერო მოიცავს სასტუმროებს, ჰოსტელებს, რესტორნებს, ბარებს, კაფეებს, ღამის კლუბებს და ა.შ. კურსში განხილულია ყველა შესაძლო საფრთხე, შესაბამისი რისკები და კონტროლის მექანიზმები;
რეკომენდირებულია, მსმენელმა თავდაპირველად გაიაროს შრომის უსაფრთხოების პირველადი კურსი (სასტუმროებისა და რესტორნებისთვის) და ამის შემდეგ, გაიღრმავოს ცოდნა ამ კურსის გავლით.
კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: ხელით მუშაობა/მძიმე ფიზიკური სამუშაო, ფეხის ასრიალება, წამოკვრა და დაცემა, ხელის გაჭრა, ნივთების ვარდნა, სიმაღლიდან ვარდნა, დამწვრობა და დამდუღვრა, თხევადი აირის უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, უსაფრთხოების ნიშნები, პირველადი დახმარება, ელექტროობა, ლეგიონელა, წყლის ბოილერი, კაფეს კომპლექტი, ქიმიური უსაფრთხოება, ღამე და ცვლაში მომუშავე თანამშრომლები, სტრესი, სამზარეულო/ მანქანა დანადგარები, ცხიმში შესაწვავი დანადგარი, ორთქლის დანადგარი, გამწოვი ქუდი, გაზქურა და ღუმელი, მიკროტალღური ღუმელი, ცხელი დახლი და კარადა, სლაისელი, სამზარეულოს კომბაინი, მიქსერი, ხორცსაკეპი, დაბალი გაზქურა, ორთქლის ღუმელი, გრილი, თერმოსი, Flambe – ს ლამფა.
საკანონმდებლო მოთხოვნა: საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ გვავალდებულებს დასაქმებულებისთვის შესაბამისი თემატური სწავლების (ტრენინგის) უზრუნველყოფას. ეს კურსი დაგეხმარებათ ჩაუტაროთ კანონით მოთხოვნილი ეს ტრენინგი თქვენს კომპანიაში დასაქმებულ ყველა პირს.
კურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.