ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალ, ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაში შემობიჯებამდე მიიღოთ სფეროს საუკეთესო განათლება და ცოდნა. ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი კარგად უნდა იცნობდეს ამ სფეროს მართვის პრინციპებს, მეთოდოლოგიებს, ინოვაციურ მიდგომებსა და საერთაშორისო თუ ლოკალურ საკანონმდებლო ნორმებს. წარმატებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ მრავალმხრივი უნარები და მუდმივი განვითარების სურვილი.
ასე რომ, ამ სფეროში წარმატების ერთადერთი ფორმულაა, ფუნდამენტური და ხარისხიანი განათლების მიღება, რომელიც შემდეგ გამყარდება პრაქტიკული გამოცდილებით და მუდმივად განვითარდება ახალი მეთოდოლოგიების, სტანდარტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
ამიტომ, ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში, როდესაც თქვენ იძენთ ახალ პროფესიას და კარიერას, გააკეთეთ აქცენტი ხარისხზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე და მიანდეთ თქვენი განათლება სფეროს გამოცდილ და წამყვან პროფესიონალებს.
SafCo-ს ტრენინგ-ცენტრი ორიენტირებულია უპასუხოს სფეროს უახლეს გამოწვევებს და მუდმივად იყოს დარგის განვითარების მოწინავე რიგებში. სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება, შრომის უსაფრთხოების დარგის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილი და შემუშავებული მრავალი ტექნიკური, თუ საგანმანათლებლო მასალა საშუალებას გვაძლევს, შემოგთავაზოთ შ.უ. სფეროს საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამა.
ქვემოთ მოკლედ მოგიყვებით ჩვენი კურსის მთავარი უპირატესობების შესახებ:
1) IOSH მართე უსაფრთხოდ (IOSH Managing Safely) საერთაშორისო სერტიფიკატი
ჩვენი ტრენინგ ცენტრი დაარსებიდან მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის IOSH-ის ლიცენზირებული პროვაიდერი. თქვენ მხოლოდ SafCo-ს ტრენინგ ცენტრში შეგიძლიათ ლოკალურ აკრედიტაციასთან ერთად მოიპოვოთ მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში აღიარებული საერთაშორისო სერტიფიკატი – IOSH Managing Safely (მართე უსაფრთხოდ).
ეს უვადო სერტიფიკატი ჩვენი ეგიდით IOSH-ის ორგანიზაციამ საქართველოში უკვე 700-ზე მეტ სპეციალისტს გადასცა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი 90%-ზე მეტი დღემდე ამ სფეროში წარმატებით არის დასაქმებული, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აღნიშნულ საერთაშორისო სერტიფიკატს ქართველი დამსაქმებლებიც დიდ მნიშვნელობას და უპირატესობას ანიჭებენ.
ჩვენს ტრენინგ-ცენტრში IOSH-ის სერტიფიკატი მრავალი მსხვილი ორგანიზაციის სპეციალისტებმა მიიღეს. მათ შორის:
- შრომის ინსპექციის სამსახური
- თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
- საქართველოს პროკურატურა
- საქართველოს რკინიგზა
- GOGC
- Energo-Pro
- GWP
- და სხვა.
IOSH Managing Safely კურსისა და სერტიფიკატის საერთაშორისო სტატუსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
2) წვდომა SafCo Academy-ს ონლაინ ტრენინგ პლატფორმაზე
ყველა ჩვენი მსმენელი მიიღებს ერთ თვიან წვდომას შრომის უსაფრთხოების პირველ ონლაინ ტრენინგ პლატფორმა SafCo Academy-ზე. პლატფორმა შესაძლებლობას გაძლევთ დისტანციურ რეჟიმში გაიაროთ შრომის უსაფრთხოების 15+ თემატური სასწავლო კურსი და თითოეულ მათგანში მოიპოვოთ SafCo-ს სერტიფიკატი. განთავსებული კურსები ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს კომპანიაში დასაქმებულთა სწავლებისთვის.
სრული ინფორმაცია პლატფორმისა და მასზე განთავსებული კურსების შესახებ იხილეთ ბმულზე.
3) წვდომა შრომის უსაფრთხოების პირველ პროგრამულ უზრუნველყოფაზე (software-ზე) -SafePRO
შრომის უსაფრთხოების სფეროში წარმატებული მართვა წარმოუდგენელია დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიების გარეშე. ყველა მოწინავე ქვეყნებში შ.უ. სპეციალისტები აქტიურად იყენებენ მსგავს პროგრამებს. SafCo-მ შექმნა საქართველოში პირველი შ.უ. პროგრამული უზრუნველყოფა SafePRO, რომელიც თქვენთვის, როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის გახდება შეუცვლელი ინსტრუმენტი და მნიშვნელოვნად გაამარტივებს HSE მართვის პროცესს. პროგრამა მომხმარებელს აძლევს საშუალებას ჩაატაროს ყველა აუცილებელი სამუშაო, როგორიცაა: ინსპექტირებები, რისკების შეფასება, ინციდენტების ანგარიშგება და მოკვლევა, გამოსასწორებელი დავალებების გაწერა და დახურვის კონტროლი, სტატისტიკის წარმოება, ტრენინგების ჩატარება და აღრიცხვა, მენეჯმენტის რგოლებთან მუდმივი კომუნიკაცია და სხვა.
ყველა ჩვენ კურსდამთავრებულს ექნება საშუალება პირველებმა მიიღონ წვდომა ამ პლატფორმაზე და ისარგებლონ საშეღავათო პირობებით.
5) სპეციალურად შემუშავებული სახელმძღვანელო და დამატებითი მასალა
ჩვენ სპეციალურად აკრედიტებული პროგრამისთვის შევიმუშავეთ სახელმძღვანელო და დამატებითი მასალის კრებული, რომელიც ყველა მსმენელს გადაეცემა. ეს სახელმძღვანელო აგებულია IOSH მართე უსაფრთხოდ კურსზე და მოიცავს საერთაშორისო მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს. ჩვენი კურსდამთავრებულები ამ სახელმძღვანელოს დღემდე იყენებენ, როგორც სამაგიდო წიგნს.
კურსის განმავლობაში თქვენ ასევე მიიღებთ უამრავ დამატებით მასალას: ჩეკლისტებს, ფორმებს, პროცედურებს, რეგლამენტების კრებულს, ვიდეო მასალას, ონლაინ რესურსებს და სხვა. ეს მასალა თქვენ მოგცემთ მნიშვნელოვან საწყის ბაზას, რომ მისცეთ თქვენს კარიერას წარმატებული სტარტი.
6) პირველადი სამედიცინო დახმარების სერტიფიკატი
აკრედიტებული კურსის ფარგლებში მსმენელები გადიან პირველადი სამედიცინო დახმარების კურსს და იღებენ შესაბამის სერტიფიკატს. აღნიშნული სერტიფიკატი მათ აძლევთ უფლებას საჭიროების შემთხვევაში აღმოაჩინონ პირველადი სამედიცინო დახმარება.
7) გამოცდილი და სფეროს მოწინავე ლექტორები
SafCo ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ლექტორების შერჩევას. ჩვენი პროგრამის ლექტორების უმეტესობა საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტია. ჩვენი მსმენელების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ კურსის ყველაზე დიდი უპირატესობა სწორედ ლექტორების მაღალი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და გადმოცემის უნარია. ჩვენი წამყვანი ლექტორები ექსკლუზიურად მხოლოდ SafCo-ს ეგიდით ატარებენ ლექციებს და მათი გაძღოლით კურსების მოსმენა მხოლოდ ჩვენთან არის შესაძლებელი.
ჩვენი პროგრამის წამყვანი ლექტორები:
დავით თხელიძე – NEBOSH (IGC); IOSH; SSoW; BOHS; ISO 9001, ISO 14001, ISO 45001 Lead Auditor.
გამოცდილება: BP ბრიტიშ პეტროლიუმი: 15+ წელი – შრომის უსაფრთხოების მრჩეველი, SafCo: 7+ წელი – დამფუძნებელი და კონსულტანტი, IOSH – ლიცენზირებული და აკრედიტებული წევრი/ტრენერი ტექნიკურ დონეზე.
თორნიკე თოდრია – NEBOSH (IGC); IOSH; SSoW; BOHS; ISO 9001, ISO 14001, ISO 45001 Lead Auditor.
გამოცდილება: BP ბრიტიშ პეტროლიუმი: 7+ წელი – შრომის უსაფრთხოების მრჩეველი, SafCo: 7+ წელი – დამფუძნებელი და კონსულტანტი, CoSHO – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის პრეზიდენტი, IOSH – ლიცენზირებული და აკრედიტებული წევრი/ტრენერი ტექნიკურ დონეზე.
გიორგი ბიბინეიშვილი – IOSH; BE- Mining and Geo-engineering.
გამოცდილება: საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია: 4+ წელი – ნავთობის მოპოვების ინჟინერი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,
SafCo: 4+ წელი – შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მრჩეველი, ტრენერი, საქართველოს გაზსაცავის კომპანია: 3+ წელი, მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის მენეჯერი.
ირაკლი არაბიძე – ასოცირებული პროფესორი, საჯარო მმართველობის დოქტორი შრომის უსაფრთხოებაში.
გამოცდილება: სახელმწიფო საინსპექციო სამსახური 5+ წელი, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ლექტორი შრომის უსაფრთხოებაში. SafCo-ს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის თანაავტორი და კურატორი.
8) კომფორტული და სწავლაზე ორიენტირებული გარემო
ჩვენ ვცდილობთ, შეგიქმნათ სრული კომფორტი: ლექციები მიმდინარეობს ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ევროპის უნივერსიტეტის აუდიტორიაში. იქ დაგხვდებათ კომფორტული და სწავლაზე ორიენტირებული გარემო, სასწავლო მასალა და სახელმძღვანელოები, პრაქტიკული მეცადინეობებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა და სხვა.
იხილეთ ვიდეო SafCo-ს აკრედიტებული კურსის შესახებ:
9) წარმატებულ მსმენელთა დასაქმების პროგრამა
ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით საქმდებიან როგორც ქართულ ბაზარზე მოქმედ კომპანიებში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. ჩვენს მიერ ჩატარებულმა შიდა კვლევამ აჩვენა, რომ SafCo-ს კურსდამთავრებულების 90%-ზე მეტი დღემდე დასაქმებულები არიან შრომის უსაფრთხოების სფეროში და იკავებენ მსხვილი კომპანიების შრომის უსაფრთხოების მენეჯერების და სპეციალისტების პოზიციებს. ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი კომპანიაც კი დააფუძნა, რომელიც წარმატებით უწევს შრომის უსაფრთხოების მომსახურებას მრავალ მსხვილ ორგანიზაციას.
ჩვენ მუდმივ კავშირს და კომუნიკაციას ვინარჩუნებთ თითოეულ კურსდამთავრებულთან და რეგულარულად ვეხმარებით მათ კარიერულ წინსვლაში, ვთავაზობთ მრავალ ახალ პროდუქტს, ტრენინგებსა და მასალას.
რადგან SafCo-ს აქვს მრავალ დამსაქმებელთან ურთიერთობა, ასევე ის არის CoSHO – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის წევრი, ჩვენ გვაქვს წვდომა არაერთ ვაკანსიაზე, რომლებსაც ვუზიარებთ ყველა ჩვენს მსმენელს.
ჩვენი დასაქმების პროგრამის ფარგლებში კი, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები SafCo-ში გაივლიან ერთ თვიან სტაჟირებას სამომავლო დასაქმების პერსპექტივით.
კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს!
ან დაგვიკავშირდით:
(032) 2 83 02 21