Skip to content
usafrtxoebis akreditebuli programa

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების აკრედიტაციის ეტაპები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან 2021 წლის 13 სექტემბერს ,,შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ”  გამოქვეყნდა ბრძანება, რომლის ფარგლებშიც უნდა დაიგეგმოს და წარიმართოს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა.

აკრედიტებული პროგრამის საბოლოოდ დასამტკიცებლად სასწავლო დაწესებულებებს სჭირდებათ რამდენიმე ეტაპის გავლა. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების აკრედიტებული პროგრამის ადაპტირება/ჩაშვება ამ ეტაპზე შემდეგი სქემით მიმდინარეობს:

ნოემბრის პირველი ნახევრიდან (სავარაუდო თარიღი) უნდა მოხდეს ლექტორების სერტიფიცირება/ავტორიზება იმ 25 მოდულზე, რომლებიც საჭიროა შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის ჩასატარებლად. ეს პროცესი სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

კონკრეტული ლექტორების მოძიების შემდეგ, სასწავლო დაწესებულებების (სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია) მხრიდან უნდა მოხდეს განაცხადის დაფიქსირება შრომის ინსაპექციის სამსახურში სწავლების ჩატარების უფლების მოპოვების მიზნით.

დეტალური ინფორმაცია ლექტორებისა და სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირება/აკრედიტაციის შესახებ ჯერჯერობით არ არის ცნობილი, აღნიშნულ ინფორმაციას გაასაჯაროებს შრომის ინსპექციის სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

გთავაზობთ იმ კითხვებზე პასუხებს, რომლებიც შესაძლოა, გქონდეთ შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ პროგრამასთან დაკავშირებით.

  • როდის დაიწყება შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსი?

სავარაუდოდ, (მხოლოდ ჩვენი ვარაუდით, ამა წლის დეკემბრის თვეში);

  • რამდენი კვირის/თვის განმავლობაში გაგრძელდება შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსი?

SafCo წარმოადგენს ბრიტანული შრომის უსაფრთხოების ორგანიაზაცია IOSH –  ის პროვაიდერს საქართველოში, შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია ჩაატარებს ,,სპეციალურ პროგრამას,” ანუ საერთაშორისო კურსს (IOSH – მართე უსაფრთხოდ). სპეციალური პროგრამის (ქართულ კანონმდებლობასთან ინტეგრირებული საერთაშორისო სერტიფიცირება) მთლიანი ხანგრძლივობა ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა 200 აკადემიური საათით (105 საათი თეორიული ნაწილი, 95 საათი პრაქტიკული კომპონენტი). შესაბამისად, კურსის სავარაუდო ხანგრძლივობა იქნება 45-50 დღე.

  • რა ფორმატში ჩატარდება შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსი?

კურსი ჩატარდება საკლასო რეჟიმში, თუმცა ახალი დადგენილებით, კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა ონლაინ კურსის ორგანიზებაც, რომლის ჩასატარებლად აუცილებელია, შრომის ინსპექციის სამსახურის თანხმობა.

  • შევძლებ თუ არა შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ კურსზე სწავლას და სამსახურის შეთავსებას?

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში, ლექციები დაინიშნება საღამოს საათებში, რათა მსმენელებს არ მოუწიოთ სამსახურის გაცდენა. მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა, დაინიშნოს დილის სესიებიც.

  • რა არის საჭირო შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატის მისაღებად?

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ბრძანების საფუძველზე, მსმენელის სტატუსის მოსაპოვებლად საჭიროა, ან უმაღლესი საბაკალავრო/სამაგისტრო სასწავლებლის დიპლომი ან პროფესიული სასწავლებლის დასრულების მოწმობა.

  • როგორ ხდება საბოლოო სერტიფიცირების/ლიცენზიის მოპოვება?

სასწავლო ორგანიზაციიდან (200 საათიანი კურსის გავლის შემდეგ), მსმენელი იღებს სეტიფიკატს/მოწმობას, რისი საშუალებითაც უფლება ენიჭება გავიდეს სახელმწიფო საგამოცდო ცენტრში საბოლოო ავტორიზაციის მოსაპოვებლად. ამ ეტაპზე სახელმწიფო საგამოცდო ცენტრის ავტორიზაციის შესახებ ინფორმაცია არ არის დაზუსტებული.

  • შრომის უსაფრთხოების სერთიფიკატი რა პერიოდის განმავლობაში იქნება ვალიდური?

ახალი დადგენილებით, ჩვენი მსმენელების სერტიფიცირების ვადა ქართული კანონმდებლობის ნაწილში არის 3 წელი, თუმცა ჩვენ საერთაშორისო სერტიფიცირება მსოფლიოს მასშტაბით არის უვადო.  უფრო კონკრეტულად, ჩვენი კურსდამთავრებულები 3 წლის შემდეგ, ჩააბარებენ მხოლოდ ქართულ კანონმდებლობას.

  • რატომ უნდა დარეგისტრირდეთ და გაიარო აკრედიტებული კურსი SafCoში?

 

  • მიიღებთ როგორც ადგილობრივ, ასევე, ბრიტანულ საერთაშორისო სერტიფიცირებას (IOSH);
  • ცოდნას მიიღებთ სფეროს საუკეთესო კვალიფიკაციის მქონე ლექტორებისგან;
  • ჩვენი კურსდამთავრებულები 3 წელში ერთხელ გამოცდას ჩააბარებენ მხოლოდ ქართული კანონმდებლობის ნაწილში;
  • ყველა სასწავლო სახელმძვანელოსა და დამატებით რესურსებს მიიღებთ ქართულ ენაზე;
  • სპეციალური პირობებით ისარგებლებთ SafCo Academy – ზე განთავსებულ შრომის უსაფრთხოების ონლაინ რესურსებზე;
  • სამომავლოდ კი, სპეციალური პირობებით ისარგებლებთ რეგიონში პირველი შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფით – SafePro;
  • ასევე, ისარგებლებთ სხვა ბენეფიტებით, რომლებსაც უშუალოდ კურსზე დასწრებისას შეიტყობთ.

 

თუ ჯერ არ ხართ შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ კურსზე დარეგისტრირებული, ეწვიეთ ბმულს.

 

რეგისტრაციის შემთხვევაში არ წარმოგეშვებათ არანაირი ვალდებულება ფინანსური კუთხით. დაფიქსირებულ საკონტაქტო მეილზე ეტაპობრივად მიიღებთ შრომის უსაფრთხოების აკრედიტაციასთან დაკაშირებულ დაზუსტებულ ინფორმაციას.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

მსგავსი პოსტები

NEBOSH სერთიფიკატის გავლენა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში წამყვან კვალიფიკაციებს შორის, NEBOSH სერტიფიკატი პირველ ადგილს იკავებს. როგორც შრომის უსაფრთხოების ტრენინგ კომპანია, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ  შესაძლებლობა გვაქვს

პრაქტიკული საევაკუაციო სწავლება ორგანიზაციებში

საევაკუაციო სწავლება არის იმიტირებული საგანგებო სიტუაცია, დაგეგმილი სცენარით. ამ ტიპის სწავლების დროს ხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება დასაქმებულთათვის. საევაკუაციო სწავლებების ჩატარება რამდენიმე მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი

რას გულისხმობს სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტის მიღება/ჩაბარება

 (ექსპლოატაციაში მიღების პროცესი) საერთაშორისო პრაქტიკა და მიდგომები პრაქტიკაში, პროეტის მიღება/ჩაბარება არის ერთობლივი, ხარისხზე ორიენტირებული, სისტემატიური პროცესი, რომელიც ფოკუსირებულია იმის შემოწმებაზე და დოკუმენტირებაზე, რომ სამშენებლო თუ

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი