Skip to content
შრომის უსაფრთხოება - ხარჯი თუ ინვესტიცია 11

შრომის უსაფრთხოება – ხარჯი თუ ინვესტიცია?

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი – რა უნდა ვიცოდეთ? 

დაახლოებით წელიწად ნახევარია, რაც საქართველოში შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი ამოქმედდა, რომელიც კომპანიებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას და მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ავალდებულებს. ამა წლის 1 სექტემბრიდან კი ეს კანონი ყველა იურიდიულ პირზე გავრცელდა.

რადგან ეს სფერო ჯერ კიდევ ახალია საქართველოს რეალობაში, გვინდა ჩვენი მოსაზრებაც გამოვხატოთ და შევეცადოთ გარკვეულ წილად ნათელი მოვფინოთ რიგ საკითხებს. ამ ჩანაწერით კი გვინდა შრომის უსაფრთხოების სფეროში დახარჯულ თანხებზე და რესურსზე ვისაუბროთ და გამოვარკვიოთ თუ როგორ უნდა შეხედოს მას ბიზნესმა? როგორც გაწეულ ხარჯს თუ სამომავლო ინვესტიციას?

ზოგი ორგანიზაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ შრომის უსაფრთხოება  მხოლოდ და მხოლოდ ჩაფხუტის და ამრეკლი ჟილეტის გამოყენებაა, ზოგი ფიქრობს რომ ეს არის დოკუმენტების დასტა, რომელიც მხოლოდ აღმასრულებლის მიერ ჩატარებული ინსპექციის დროს მოწმდება, ზოგს კი ჰგონია, რომ შრომის უსაფრთხოება საერთოდ არ არის საჭირო და აქტუალური მათი ბიზნესისთვის.

თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა არსებობენ პროგრესულად მოაზროვნე ბიზნეს მენეჯერები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ გამართული შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა ყველა ორგანიზაციის წარმატების საწინდარია და რომ შრომის უსაფრთხოების განვითარებისთვის დახარჯული დრო, თანხები და ენერგია საბოლოო ჯამში ინვესტიციაა, რომელიც მომავალში აუცილებლად მოიტანს თანხების ეკონომიას, კარგი რეპუტაციის შენარჩუნებას და შედეგად წარმატებას.

შრომის უსაფრთხოება - საფკო

შრომის უსაფრთხოების სტანდარტები: 

განვიხილოთ, რა არასასურველ და გაუთვალისწინებელ ხარჯებთან შეიძლება ასოცირდებოდეს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაბალი ხარისხი კომპანიაში:

  • გაცდენილი სამუშაო საათები
  • შეფერხებული სამუშაო პროცესი
  • სასამართლო დავებთან ასოცირებული ხარჯები
  • ჯანმრთელობის დაზიანებით განპირობებული კომპენსაციები და სამედიცინო ხარჯები
  • მარეგულირებლის მიერ დაკისრებული ჯარიმები
  • მწყობრიდან გამოსული დანადგარები და ტექნიკა
  • ხშირი ინციდენტების გამო თანამშრომლების გადინება და ახალი თანამშრომლების მოძიებასთან და აყვანასთან დაკავშირებული ხარჯები
  • გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ჯარიმები და კომპენსაციები
  • და ბოლოს, რაც მთავარია, შელახული რეპუტაცია, რომლის აღდგენაც ურთულესია და პირდაპირ ურტყამს კომპანიის ფინანსურ შესაძლებლობებს.

მეორეს მხრივ, შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და მაღალი სტანდარტების შენარჩუნება უზრუნველყოფს:

  • ორგანიზაციაში კვალიფიციური კადრების მოზიდვა-შენარჩუნებას;
  • წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას;
  • საწარმოო პროცესის უწყვეტობას;
  • უპირატესობას საჯარო თუ კერძო ტენდერებში;
  • ჯარიმებისა და სასამართლო დავების თავიდან აცილებას;
  • დანადგარების, ხელსაწყოების, მოძრავი ტექნიკის და ზოგადად სამუშაო სივრცის დაზიანებისგან გამოწვეული ხარჯების აცილებას;
  • ჯანსაღ და ჯანმრთელ გარემოს;
  • კანონთან შესაბამისობაში ყოფნას.

ბოლოს კი, შრომის უსაფრთხოებაზე მენეჯერებს ვურჩევდით, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას იყავით პრაგმატულები და რაციონალურები, განიხილეთ შრომის უსაფრთხოება, როგორც აუცილებელი და პროდუქტიული ინვესტიცია და შედეგიც არ დააყოვნებს.

ნუ შეგაშინებთ შრომის უსაფრთხოების ახალი მოთხოვნებისგან შექმნილი გამოწვევები. სწორი მენეჯმენტითა და სათანადო ჩართულობით ეს გამოწვევები მხოლოდ და მხოლოდ გააუმჯობესებს თქვენს კომპანიას.

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვა ცხელ პერიოდში – რა უნდა იცოდეს დამსაქმებელმა?

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა სამუშაო გარემოში მხოლოდ კომფორტის საკითხი არ არის. სიცხემ, მაღალმა ტენიანობამ, არასაკმარისმა ვენტილაციამ და სამუშაო პროცესით წარმოქმნილმა დამატებითმა სითბომ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს სამუშაო

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტები

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაცია – რომელი დოკუმენტები უნდა ჰქონდეს კომპანიას

შრომის უსაფრთხოების ეფექტური მართვა მხოლოდ უსაფრთხოების წესების დანერგვას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობა და მისი მუდმივი განახლება. შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის

შრომის უსაფრთხოების კანონები

შრომის უსაფრთხოების კანონები საქართველოში

შრომის უსაფრთხოება თანამედროვე სამუშაო გარემოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოში შრომის უსაფრთხოების რეგულირება ხდება სპეციალური კანონმდებლობით, რომლის მიზანია სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი