Skip to content
შრომის უსაფრთხოება ოფისებისთვის

ოფისში მუშაობა და არსებული საფრთხეები

ბოლო პერიოდში საზოგადოებაში აქტიურად განიხილება საკითხი შრომის უსაფრთხოებასა  და მის მნიშვნელობასთან დაკავშირებით საოფისე საქმიანობის განხორციელებისას. დამსაქმებელთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ საოფისე სამუშაოს არ სჭირდება შრომის უსაფრთხოების მომსახურება, ვინაიდან, ოფისში დასაქმებულ ადამანებს არ ემუქრებათ რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხე და პრაქტიკულად არ არსებობს რაიმე რისკი. ეს მიდგომა თავის მხრივ აჩენს განცდას, რომ საოფისე სივრცეს და იქ მყოფ ადამიანებს არ ესაჭიროებათ შრომის უსაფრთხოების კუთხით პროფესიონალური კონსულტირება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.

თუ გავითვალისწინებთ ბრიტანეთის მაგალითს, მხოლოდ 2016 – 2017 წლებში, საოფისე სივრცეში მომხდარი და აღრიცხული ინციდენტების 40% მოდის ფეხის აცურება/წამოკვრის შემთხვევებზე, სადაც დამსაქმებლებს მთლიანობაში 500 მილიონი ბრიტანული ფუნტის ზარალი მიადგათ. ამ შემთხვევების 75% მოიცავდა ადამიანების 7 დღიან (სახლის თუ სტაციონალურ პირობებში ) მკურნალობას, შესაბამისად დამსაქმებლისა და ბიზნესისთვის 7 გაცდენილ დღეს თითო თანამშრომელზე, რამაც მთელი ბრიტანეთის მასშტაბით 130 000 გაცდენილ დღეს მიაღწია. გარდა თანამშრომელთა გაცდენილი დღეებისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ მკურნალობაზე გაღებულ ხარჯებს, თანამშრომლების დაქვეითებულ მოტივაციასა და კომპანიის რეპუტაციას.

რეალურად, საოფისე სივრცეებში არაერთი საყურადღებო საფრთხე და საკმაოდ ბევრი რისკი შეიძლება არსებობდეს. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ისეთი საფრთხეები გამოვლინდეს, რომელთან წარმოდგენა რთულიც კია ადამინისთვის; მაგალითად, თუ კომპანიაში გაწოვა/გაგრილება/გათბობის სისტემები არასწორი უზრუნველყოფის ქვეშ მუშაობს, არსებობს ალბათობა, რომ კონდესატის სახით  გაჩნდეს ბაქტერია ,,ლეგიონელა’’, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მკვლელი ბაქტერია. კონდესატის გაფრქვევის გზით შესაძლებელია, ადამიანი დაინფიცირდეს. რა ადგილებში გვხვდება ,,ლეგიონელა’’?: ლეგიონელა ბუნებრივად არსებობს წყალში და ტენიან ნიადაგში. მათ შეიძლება შევხვდეთ მდინარეებსა და ტბორებში, ცხელი და ცივი წყლის ონკანებში, ცხელი წყლის ავზებში, კონდიცირების გამაგრილებელ კოშკებსა და კონდენსატორებში.

შედარებით მარტივად იდენტიფიცირებად საფრთხეებს თუ მივუბრუნდებით, საოფისე სივრცეებში ძალიან ხშირია, მონიტორიან მოწყობილობებთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გამოწვეული საყრდენმამოძრავებელი სისტემების დაზიანებები, არასაკმარისი/არასათანადო განათებით გამოწვეული  მხედველობის დაზიანებები, თავის ტკივილები, ნერვული აშლილობა, დაღლილობა, უძილობა. ასევე, აღსანიშნავია, ტვირთის გადაადგილების არასწორ პრაქტიკის არსებობის საფრთხე ხელით შესრულებული სამუშაოებისას. არ უნდა გამოგვრჩეს ელექტრობის საფრთხეც, რომლის არასწორი უზრუნველყოფით შესაძლებელია წარმოიქმნას ხანძარი, შესაბამისად ხანძრის პრევენციის მიზნით, ოფისებში დასაქმებულებმა უნდა იცოდნენ ხანძრის დეტექციის სისტემების ოპერირების სახეები, მათი იდენტიფიცირების და ქრობის მეთოდები და ასევე, იცნობდნენ უსაფრთხო ევაკუაციის კულტურას.

საოფისე სივრცეებში ხშირად გვხვდება სტრესის საფრთხე, რომლისგან გამოწვეული რისკების მართვა დამსაქმებლის უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს – ოფისში ჯანსაღი სულისკვეთების შესანარჩუნებლად, ძალადობისა და ბულინგის პრევენციისათვის, რაც საბოლოო ჯამში, მისი ბიზნესის პროდუქტიულობასაც გააორმაგებს.

დაუსრულებლად შეიძლება ვისაუბროთ სხვა საფრთხეებზეც, რომელთა უგულებელყოფამაც შესაძლოა, უამრავი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანს/ზარალი მიაყენოს დამსაქმებელსა და დასაქმებულს.

სწორედ მსგავსი საფრთხეების იდენტიფიცირებასა და რისკების ადეკვატურ მართვაში გვეხმარება შრომის უსაფრთხოების დანერგვა ორგანიზაციაში. საგულისხმოა რომ, ბევრი დამსაქმებელი მსგავსი პრობლემების გადაჭრაში ხედავს ცალკეული სტრუქტურული ერთეულის როლს, თუმცა საფრთხეების იდენტიფიცირებისა და მისი სისტემატიზაციის კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი არის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. საერთაშორისო პრაქტიკით, ყველა იდენტიფიცირებადი საფრთხეების და მათგან გამოწვეული რისკების მართვის მეთოდები იმართება სწორედ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ, მის პროაქტიულ თუ რეაქტიურ პროცესებზე დაყრდნობით. სწორი ინფორმაციის მოძიების და მისი ანალიზის შემდეგ, დგება გამოსასწორებელი დავალებების გეგმა, რაზე დაყრდნობითაც მონიტორინგისა და ზედამხედველობის გზით მიიღწევა უსაფრთხო კულტურის დანერგვა ორგანიზაციაში.

ჩვენს რეალობაში, სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება ისეთი დამოკიდებულება მსხვილი დამსაქმებლებისგან და ასევე, ქვეყნის ლიდერი ასოციაციების მხრიდან რომლებიც საოფისე უსაფრთხოებას არ აღიქვამენ მაღალი რისკის შემცველად და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის როლს ვერ ხედავენ.

ნებისმიერ ბიზნეს საქმიანობას განურჩევლად იმისა, თუ რომელ სფეროს წარმოადგენს – საოფისეს თუ საწარმოოს, ახლავს საკმაოდ დიდი საფრთხეები და რისკები, შესაბამისად ადეკვატური მიდგომა სჭირდება ყველა ბიზნეს სექტორს, სადაც უპირატესი არის ადამიანის ჯანმრთელობა და ბიზნესის უწყვეტობა, ეს უკანასკნელი კი სწორედ ადამიანების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ხარჯზე მიიღწევა. სამუშაო დინამიკაში საოფისე სივრცეში შეიძლება, შეგვხვდეს არაერთი საფრთხე და რისკი, რომელთა მართვაც აუცილებელია განხორციელდეს კვალიფიციური  შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ.

ყველა არსებულ საფრთხესა და რისკზე უნდა შემუშავდეს რისკის შეფასების დოკუმენტი სადაც გაიწერება პრევენციული ღონისძიებები. უნდა განვითარდეს სასწავლო/საინფორმაციო/ ტრენინგ სისტემა ბიზნესში, რათა მოხდეს ყველა საფრთხის/რისკების და მაკონტროლებელის ღონისძიებებზე ინფორმაციის მოწოდება თითოეულ დასაქმებულს. იწარმოოს შესაბამისი პროცედურები ყველა საოფისე აქტივობაზე, შემუშავდეს საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა. დაინერგოს პროაქტიული და რეაქტიული პროცესების პრაქტიკა, განისაზღვროს მენეჯმენტ ჯგუფის ჩართულობით შრომის უსაფრთხოების მართვითი პროცესებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი და გაუმჯობესების გეგმები.

სწორი და უსაფრთხო ოფისის უზრუნველყოფა, მაგალითს აძლევს მასთან ასოცირებულ საველე ბიზნესებს, შესაბამისად მმართველი ჯგუფი წარმოადგენს მაგალითს ყველა ასოცირებული საქმიანობებისთვის.

გვესმის, იმ დამსაქმებლების, რომლებმაც საოფისე საქმიანობაში ვერ დაინახეს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის აქტიური როლი, აქ რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: სფეროს განვითარების საწყისი ეტაპები; სპეციალისტების ნაკლები პრაქტიკა და გამოცდილება; არაკვალიფიციური სასწავლო პროგრამები; არათანმიმდევრული მოლოდინები დამსაქმებელსა და შრომის უსაფრთხოების პერსონალს შორის;

უსაფრთხო კულტურის დანერგვა ყველა ბიზნეს სექტორის პრიორიტეტი უნდა იყოს, ჩვენს ქვეყანას ჰაერივით სჭირდება უცხოური ინვესტიციები, არცერთი უცხოური ინვესტორი არ შევა იმ ქვეყანაში, სადაც არ იქნება შრომის უსაფრთხოების სტრატეგია სახელმწიფო დონეზე მკაფიოდ გაწერილი. გვწამს მსხვილი დამსაქმებლები და ასოციაციები სწორად შეაფასებენ უსაფრთხო შრომის კულტურის დანერგვა – განვითარებას, როგორც საწარმოო პროცესებისთვის, ისე საოფისე საქმიანობისთვის.

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვები სამუშაო სივრცეში – დამატებითი ხარჯი ბიზნესისთვის, თუ ინვესტიცია?

სამუშაო სივრცეში გარემო-მახასიათებლების მაჩვენებლების ინსპექტირებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. საწარმოო მიკროკლიმატი მოიცავს შემდეგი ფიზიკური პარამეტრების ერთობლიობას – ტემპერატურა, ტენიანობა, განათება, ჰაერის

NEBOSH სერთიფიკატის გავლენა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში წამყვან კვალიფიკაციებს შორის, NEBOSH სერტიფიკატი პირველ ადგილს იკავებს. როგორც შრომის უსაფრთხოების ტრენინგ კომპანია, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ  შესაძლებლობა გვაქვს

პრაქტიკული საევაკუაციო სწავლება ორგანიზაციებში

საევაკუაციო სწავლება არის იმიტირებული საგანგებო სიტუაცია, დაგეგმილი სცენარით. ამ ტიპის სწავლების დროს ხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება დასაქმებულთათვის. საევაკუაციო სწავლებების ჩატარება რამდენიმე მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი