Skip to content
შრომის უსაფრთხოება მენეჯერებისთვის

უმაღლესი მენეჯმენტის როლი შრომის უსაფრთხოებაში

როგორ ხედავენ რიგი მენეჯერები შრომის უსაფრთხოებას?

ჩვენი ქვეყანა სულ ცოტა ხნის წინ შეუდგა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა-განვითარებას და ამ რთულ გზაზე უამრავ პრობლემას ხვდება და მომავალშიც შეხვდება.

ბევრმა წარმატებულმა ქვეყანამ, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები და სხვა, ეს გზა დიდი ხნის წინ გაიარეს და უამრავი კვლევების და გამოცდილების შემდეგ სხვადასხვა სახით ერთგვარი ტენდენციები და გამოწვევები გამოკვეთეს.

ამ გამოწვევებს შორის ერთ – ერთი უპირველესია უმაღლესი მენეჯმენტის (მმართველი გუნდის) ჩართულობა შრომის უსაფრთხოების მმართველობით ციკლში და მის მუდმივ განვითარებაში. ბევრმა მენეჯერმა ჩათვალა, რომ ეს პროცესი მისგან დამოუკიდებლად მოხდებოდა და გაემიჯნენ, ასპარეზი დაუთმეს კონკრეტულ „შრომის უსაფრთხოების“ სპეციალისტებს ან კომპანიებს და ამ კადრის დანიშვნით ან კომპანიის დაქირავებით მოლოდინები შეიქმნეს, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს ამ პროცესების სამართავად. სამწუხაროდ მენეჯერების ამ მცდარი შეხედულების გამო ბევრ კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სფერო არასათანადოდ და ზედაპირულად იმართება. კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არაერთი შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია მოერგო ბიზნესის ამ კონფორმისტულ მიდგომას და მათსა და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციებში ხშირად ისმის მსგავსი ფრაზები: „თქვენ ჩვენი დაქირავებით იხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას; შეგიძლიათ შრომის უსაფრთხოება ჩვენ მოგვანდოთ“ და ა.შ. ანუ ფაქტიურად კონტრაქტი დავდოთ და მერე ხელებიც დაგიბანიათო. ?

რეალურად კი ცივილიზებულ სამყაროში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მაღალი მენეჯმენტის როლი, მეტიც, ისინი ითვლებიან შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცესების ლოკომოტივად.

“იგნორირების აისბერგი” ანუ რა ინფორმაციას ფლობენ მენეჯერები შრომის უსაფრთხოებაზე?

 

შრომის უსაფრთხოება მენეჯერებისთვის

შრომის უსაფრთხოების სფეროში, ცნობილია ეგრეთ წოდებული „იგნორირების აისბერგი“-ს პრინციპი, სადაც მოცემულია ინფორმირებულობის დონე კომპანიის სხვადასხვა საფეხურებზე.

მაგალითად: კომპანიის მაღალი მენეჯმენტი ფლობს მის კომპანიაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მხოლოდ 4% -ს. პრობლემებზე ინფორმაციის მხოლოდ 9% -ს ფლობს მენეჯმენტის შუა რგოლი; ზედამხედველები, საქმის მწარმოებლები თუ ჯგუფის ლიდერები ფლობენ პრობლემების 74%-ზე ინფორმაციას და მუშა პერსონალი კი ფლობს 100%  ინფორმაციას პრობლემების შესახებ.

ანუ, კომპანიის უმაღლესი მენეჯმენტი პრობლემებზე ინფორმაციის 96%-ს ვერ ფლობს.

როგორ უნდა აღმოფხვრას ინფორმაციის ნაკლებობა კომპანიის მენეჯმენტმა?

სურათი სახეზეა და პასუხიც გაცემული, თუ რამხელა ძალისხმევა სჭირდება კომპანიის მენეჯმენტს, რომ მიუახლოვდეს ორგანიზაციაში არსებულ რეალურ სურათს და გაიგოს რა პრობლემების წინაშე დგას ის. ამ პროცესს მათი უშუალო ჩართულობა სჭირდება, კარგი ვერტიკალური და ჰორიზონტალური კომუნიკაცია, დაფუძნებული ისეთ ფასეულობებზე როგორიცაა, პატივისცემა, ერთმანეთზე ზრუნვა, უსაფრთხო პროცესების წახალისება და მეტი სიახლოვე კომპანიის ყველა რგოლთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიის მენეჯმენტმა შრომის უსაფრთხოება და შრომის უსაფრთხოების სწავლება უნდა განიხილოს როგორც უალტერნატივო და მნიშვნელოვანი მიმართულება, გახდეს ამ პროცესების დანერგვის გარანტი და მისცეს მაგალითი ყველა თანამშრომელს.

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვა ცხელ პერიოდში – რა უნდა იცოდეს დამსაქმებელმა?

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა სამუშაო გარემოში მხოლოდ კომფორტის საკითხი არ არის. სიცხემ, მაღალმა ტენიანობამ, არასაკმარისმა ვენტილაციამ და სამუშაო პროცესით წარმოქმნილმა დამატებითმა სითბომ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს სამუშაო

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტები

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაცია – რომელი დოკუმენტები უნდა ჰქონდეს კომპანიას

შრომის უსაფრთხოების ეფექტური მართვა მხოლოდ უსაფრთხოების წესების დანერგვას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობა და მისი მუდმივი განახლება. შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის

შრომის უსაფრთხოების კანონები

შრომის უსაფრთხოების კანონები საქართველოში

შრომის უსაფრთხოება თანამედროვე სამუშაო გარემოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოში შრომის უსაფრთხოების რეგულირება ხდება სპეციალური კანონმდებლობით, რომლის მიზანია სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი