Skip to content
შრომის უსაფრთხოების დოკუმენტები

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაცია – რომელი დოკუმენტები უნდა ჰქონდეს კომპანიას

შრომის უსაფრთხოების ეფექტური მართვა მხოლოდ უსაფრთხოების წესების დანერგვას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობა და მისი მუდმივი განახლება.

შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელდა 4 312 ინსპექტირება, შემოწმდა 2 045 ობიექტი და გაიცა 24 690 მითითება. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაცია კომპანიებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

რა დოკუმენტები უნდა ჰქონდეს კომპანიას

1. შრომის უსაფრთხოების მართვის დოკუმენტები

  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა;
  • შრომის უსაფრთხოების წლიური გეგმა;
  • ფუნქცია-მოვალეობების განაწილების დოკუმენტი;
  • პასუხისმგებელი პირების დანიშვნის ბრძანებები.

2. რისკების შეფასება – შრომის უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს:

  • საფრთხეების იდენტიფიკაცირებას;
  • რისკების შეფასებას;
  • კონტროლის ღონისძიებებს;
  • პასუხისმგებელ პირებსა და ვადებს.

3. შრომის უსაფრთხოების პროცედურები:

  • ელექტრობის პროცედურა;
  • სიმაღლეზე მუშაობის პროცედურა;
  • დახურულ სივრცეში მუშაობის პროცედურა;
  • ცხელი (შედუღების) სამუშაოების პროცედურა;
  • რისკების შეფასების და ინციდენტების მოკვლევის პროცედურა;
  • კომპანიის ყველა სხვა ძირითადი საქმიანობის უსაფრთხოების პროცედურა;

4. ინსტრუქციები და სწავლება

  • შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციები;
  • ინსტრუქტაჟების ჟურნალები;
  • სწავლებისა და ინსტრუქტაჟების გრაფიკი;
  • თანამშრომელთა სწავლების ჩანაწერები.

5. პერსონალური დამცავი საშუალებები

  • დამცავი საშუალებების გაცემის ჟურნალები;
  • გამოყენებისა და შემოწმების ჩანაწერები;
  • თანამშრომელთა ხელმოწერები.

6. ინციდენტებისა და საგანგებო მდგომარეობების მართვა

  • საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა;
  • უბედური შემთხვევებისა და ინციდენტების აღრიცხვის ჟურნალი;
  • მოკვლევის მასალები;
  • ევაკუაციის გეგმები;
  • სახანძრო უსაფრთხოების დოკუმენტაცია.

7. სამუშაო გარემოს მონიტორინგი

  • მიკროკლიმატის გაზომვები ცივ და ცხელ პერიოდში და შესაბამისი ანგარიშები და დასკვნები.

8. თანამშრომლებისა და ორგანიზაციის მონაცემები

  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის დოკუმენტაცია;
  • საშტატო ნუსხა;
  • დასაქმებულთა კატეგორიების აღრიცხვა;
  • სამედიცინო შემოწმებების ჩანაწერები.

9. ტექნიკური და ელექტრო უსაფრთხოების დოკუმენტაცია

  • დანადგარებისა და მოწყობილობების პასპორტები;
  • ექსპლუატაციის ინსტრუქციები;
  • გეგმიური შემოწმებების უწყისები;
  • ელექტრო უსაფრთხოების შემოწმების ჩანაწერები.

10. ქიმიური ნივთიერებების მართვის დოკუმენტები – თუ კომპანია იყენებს ქიმიურ ნივთიერებებს, აუცილებელია:

  • MSDS/SDS დოკუმენტები;
  • ქიმიური ნივთიერებების რეესტრი;
  • უსაფრთხო შენახვისა და გამოყენების პროცედურები;
  • შესაბამისი მარკირება და ეტიკეტირება.

ყველაზე ხშირი დარღვევები – შრომის ინსპექციის სამსახურის პრაქტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად ობიექტებზე გვხვდება შემდეგი დარღვევები:

  • მოძველებული ან არარსებული რისკების შეფასება;
  • არასრულად წარმოებული ინსტრუქტაჟების ჟურნალები;
  • უსაფრთხოების ინსტრუქციების არქონა;
  • უბედური შემთხვევების არასათანადო აღრიცხვა;
  • პერსონალური დამცავი საშუალებების გაცემის დაუდასტურებლობა.

დასკვნა

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაცია წარმოადგენს უსაფრთხოების მართვის სისტემის საფუძველს. დოკუმენტების სწორი წარმოება არა მხოლოდ შრომის ინსპექციის მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფს, არამედ ამცირებს რისკებს და ქმნის უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი დამოკიდებულია კომპანიის საქმიანობის სფეროზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და რისკის დონეზე, ამიტომ რეკომენდებულია მათი პერიოდული გადამოწმება და განახლება.

ჩვენი კვალიფიციური გუნდი გაგიწევთ შრომის უსაფრთხოების სრულ საკონსულტაციო მომსახურებას და მოგიწესრიგებთ შრომის უსაფრთხოების დოკუმენტებს, რათა დაიცვათ მოქმედი კანონმდებლობა და იზრუნოთ თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე.

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვა ცხელ პერიოდში – რა უნდა იცოდეს დამსაქმებელმა?

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა სამუშაო გარემოში მხოლოდ კომფორტის საკითხი არ არის. სიცხემ, მაღალმა ტენიანობამ, არასაკმარისმა ვენტილაციამ და სამუშაო პროცესით წარმოქმნილმა დამატებითმა სითბომ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს სამუშაო

შრომის უსაფრთხოების კანონები

შრომის უსაფრთხოების კანონები საქართველოში

შრომის უსაფრთხოება თანამედროვე სამუშაო გარემოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოში შრომის უსაფრთხოების რეგულირება ხდება სპეციალური კანონმდებლობით, რომლის მიზანია სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ანაზღაურება

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ხელფასი საქართველოში

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესია დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია საქართველოში. ბოლო წლებში შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის გამკაცრებამ მნიშვნელოვნად გაზარდა კომპანიების მოთხოვნა კვალიფიციურ სპეციალისტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხო სამუშაო

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი