Skip to content

უსაფრთხოების ნიშნების დამზადება

2023 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა რეგლამენტი (საქართველოს მთავრობის 457-ე დადგენილება) – ტექნიკური რეგლამენტის − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, სამუშაო სივრცეში შესაბამისი უსაფრთხოების ნიშნები უნდა განთავსდეს.

საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო სივრცეში განთავსებული უნდა იყოს შემდეგი უსაფრთხოების ნიშნები:

  • ამკრძალავი ნიშნები

  • გამაფრთხილებელი ნიშნები

  • სავალდებულო ნიშნები

  • საინფორმაციო ნიშნები

სამუშაო სივრცეში ასევე, უნდა განთავსდეს საევაკუაციო გასასვლელის, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის  ნიშნები.

პროდუქტის აღწერა:

ნიშნები შეესაბამება ISO:7010 სტანდარტს, EU დირექტივებს და საქართველოს მთავრობის 457-ე დადგენილებას. ნიშნების შეძენა შესაძლებელია:

  • პოლივინილქლორიდზე დაბეჭდილი სახით (ე.წ. პე-ვე-ხა) ერთეული ნიშნის ღირებულება – 7 ლარი

შეკვეთა:

სასურველი უსაფრთხოების ნიშნის დასამზადებლად, შეავსეთ მიმაგრებული ფორმა ნიშნების შეკვეთა და გამოგვიგზავნეთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: safcogeorgia@gmail.com

შენიშვნა: შეკვეთის მინიმალური ოდენობა არის 20 ერთეული. გთხოვთ, იმეილის ტექსტში აუცილებლად მიუთითოთ პროდუქტის ბეჭდვის სასურველი ტიპი: (სტიკერი ან პე-ვე-ხა).

მიწოდება:

მიწოდება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით ყველა მისამართზე. გაითვალისწინეთ, შეკვეთის ჯამურ ღირებულებას დაემატება შეკვეთის მიწოდების საფასური – 10 ლარი.

სხვა შრომის უსაფრთხოების სერვისები

SafCo-ს შრომის უსაფრთხოების სრული მომსახურება

2019 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი, რომელიც აწესრიგებს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

გაიგეთ მეტი »

საწარმოო გარემოს ფიზიკური ფაქტორების გაზომვები

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, კერძოდ 69-ე ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ (ცივ და ცხელ პერიოდში) უნდა ჩატარდეს მიკროკლიმატის გაზომვები. სამუშაო სივრცეში

გაიგეთ მეტი »

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი 2024 წლიდან სრულად ამოქმედდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, კომპანია, რომელიც დიდი მოცულობის ინფორმაციას იღებს, ინახავს ან ამუშავებს, ვალდებულია დანიშნოს პერსონალურ მონაცემთა

გაიგეთ მეტი »

მოგვწერეთ კითხვა

შეთავაზების მოთხოვნა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი