ჩვენ ვართ შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პირველი საკონსულტაციო კომპანია საქართველოში.
შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაცია IOSH (Institution of Occupational Safety & Health) -თან პარტნიორობა, ლოკალურ ბაზარზე 6+ წლიანი ოპერირების გამოცდილება, საერთაშორისო სერტიფიცირებისა და 15+ წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანური რესურსი საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს შევთავაზოთ შრომის უსაფრთხოების მომსახურების მაღალი სტანდარტი.
მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული მეთოდებითა და მიდგომებით ვქმნით შრომის უსაფრთხოების სრულ სერვისს. ჩვენ ვიცით, როგორ ვმართოთ შრომის უსაფრთხოების პროცესები და ნებისმიერი სექტორის წარმომადგენელ კომპანიას ვეხმარებით საკუთარი შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის შექმნასა და მის გამართულ ფუნქციონირებაში.
შრომის უსაფრთხოების სრული საკონსულტაციო მომსახურება ორგანიზაციებში მოიცავს შემდეგი საქმიანობების ეტაპობრივ განხორციელებას:
- საერთაშორისო სერტიფიცირების, ლოკალური აკრედიტაციის და შესაბამისი გამოცდილების მქონე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომაგრება;
- კომპანიის პირველადი აუდიტი;
- სამუშაო რისკების შეფასება, შესაბამისი დოკუმენტის შემუშავება და მისი მუდმივი განახლება კანონმდებლობის მოთხოვნის მიხედვით;
- დოკუმენტაციის მომზადება: შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა, პროცედურები / შ.უ. გეგმა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, ინსპექტირების ჩეკლისტების მომზადება, შრომის უსაფრთხოების ჟურნალის წარმოება.
- დასაქმებულთათვის პირველადი შრომის უსაფრთხოების ტრენინგის ჩატარება;
- საკლასო ტრენინგები ორგანიზაციის მენეჯერული და სხვა რელევანტური პოზიციებისთვის;
- ინციდენტების ანგარიშგების და მოკვლევის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა;
- რეგულარული ინსპექტირებების პროგრამის დანერგვა და უზრუნველყოფა;
- ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ ხარვეზებზე გამოსასწორებელი დავალებების გაწერა და მათი დახურვის / შესრულების მონიტორინგი (ე.წ. Action Tracking System);
- შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემო მახასიათებლების გაზომვა (ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური ფაქტორების გაზომვა);
- სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა;
- რეკომენდაციები სახანძრო სისტემების გამართული ფუნქციონირებისთვის;
- ყველა ახალი რეგლამენტის მოთხოვნის ზედმიწევნით გაანალიზება და ორგანიზაციაში შესაბამისი სისტემების დანერგვა;
- იურიდიული კონსულტაცია შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.
ჩვენ გავხდით თქვენს სამუშაო სივრცეს მაქსიმალურად უსაფრთხოს თქვენი დასაქმებულებისთვის, რაც იქნება ჯანმრთელი და წარმატებული გუნდის შენარჩუნების გარანტი.
SafCo – თქვენი საიმედო პარტნიორი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნასა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევაში!
სერვისის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2 83 02 21 ან დააკლიკეთ ღილაკს “სერვისის შეკვეთა”და შეავსეთ ფორმა.