საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, კერძოდ 69-ე ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ (ცივ და ცხელ პერიოდში) უნდა ჩატარდეს მიკროკლიმატის გაზომვები.
სამუშაო სივრცეში გარემო-მახასიათებლების მაჩვენებლების ინსპექტირება გულისხმობს ქვემოთ მოცემული პარამეტრების ნორმასთან შესაბამისობის დადგენას:
- ტემპერატურის გაზომვა;
- ტენიანობის გაზომვა;
- განათების გაზომვა;
- ჰაერის მოძრაობის სიჩქარის გაზომვა;
- მტვრის გაზომვა (ჰაერში მტვრის შეწონილი ნაწილაკების რაოდენობის გაზომვა) PM2.5, PM10, TSP;
- საწარმოო ხმაურის გაზომვა;
- ვიბრაციის გაზომვა (სიჩქარე, აჩქარება).
სამუშაო სივრცეში ფიზიკური ფაქტორების გაზომვების პროცესი მოიცავს სამ ეტაპს:
1) ობიექტის ფართიდან გამომდინარე საჭირო ოდენობის წერტილების განსაზღვრა და შესაბამისი მონაცემების შეგროვება
2) მონაცემების ანალიზი
3) გაზომვების დეტალური ანგარიშის (რეპორტის) მომზადება და წარდგენა
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების გაწევა მოხდეს დაკალიბრებული ხელსაწყოების გამოყენებით. კალიბრაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები ავტომატურად ეგზავნება SafCo-ს ყველა პარტნიორ დაწესებულებას.
ჩვენი გუნდის წევრები ფლობენ 5+ წლიან გამოცდილებას, IOSH-ის საერთაშორისო სერტიფიკატს შრომის უსაფრთხოების სფეროში და გაზომვების სწორად წარმართვის საუკეთესო პრაქტიკას.
ჩვენ მოგემსახურებით საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე.