Skip to content

SafCo-ს შრომის უსაფრთხოების სრული მომსახურება

2019 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი, რომელიც აწესრიგებს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონით დადგენილი ვალდებულებები ვრცელდება ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციაზე, მიუხედავად მათი საქმიანობისა.

შრომის უსაფრთხოების სრული საკონსულტაციო მომსახურება ორგანიზაციებში მოიცავს შემდეგი საქმიანობების ეტაპობრივ განხორციელებას:

  • საერთაშორისო სერტიფიცირების, ლოკალური აკრედიტაციის და შესაბამისი გამოცდილების მქონე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომაგრება;
  • კომპანიის პირველადი აუდიტი;
  • სამუშაო რისკების შეფასება, შესაბამისი დოკუმენტის შემუშავება და მისი მუდმივი განახლება კანონმდებლობის მოთხოვნის მიხედვით;
  • დოკუმენტაციის მომზადება: შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა, პროცედურები / შ.უ. გეგმა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, ინსპექტირების ჩეკლისტების მომზადება, შრომის უსაფრთხოების ჟურნალის წარმოება.
  • დასაქმებულთათვის პირველადი შრომის უსაფრთხოების ტრენინგის ჩატარება;
  • საკლასო ტრენინგები ორგანიზაციის მენეჯერული და სხვა რელევანტური პოზიციებისთვის;
  • ინციდენტების ანგარიშგების და მოკვლევის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა;
  • რეგულარული ინსპექტირებების პროგრამის დანერგვა და უზრუნველყოფა;
  • ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ ხარვეზებზე გამოსასწორებელი დავალებების გაწერა და მათი დახურვის / შესრულების მონიტორინგი (ე.წ. Action Tracking System);
  • შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემო მახასიათებლების გაზომვა (ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური ფაქტორების გაზომვა);
  • სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა;
  • რეკომენდაციები სახანძრო სისტემების გამართული ფუნქციონირებისთვის;
  • ყველა ახალი რეგლამენტის მოთხოვნის ზედმიწევნით გაანალიზება და ორგანიზაციაში შესაბამისი სისტემების დანერგვა;
  • იურიდიული კონსულტაცია შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.

ჩვენ გავხდით თქვენს სამუშაო სივრცეს მაქსიმალურად უსაფრთხოს თქვენი დასაქმებულებისთვის, რაც იქნება ჯანმრთელი და წარმატებული გუნდის შენარჩუნების გარანტი.

SafCo – თქვენი საიმედო პარტნიორი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნასა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევაში!

სხვა შრომის უსაფრთხოების სერვისები

საწარმოო გარემოს ფიზიკური ფაქტორების გაზომვები

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, კერძოდ 69-ე ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ (ცივ და ცხელ პერიოდში) უნდა ჩატარდეს მიკროკლიმატის გაზომვები. სამუშაო სივრცეში

გაიგეთ მეტი »

უსაფრთხოების ნიშნების დამზადება

2023 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა რეგლამენტი (საქართველოს მთავრობის 457-ე დადგენილება) – ტექნიკური რეგლამენტის − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური

გაიგეთ მეტი »

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი 2024 წლიდან სრულად ამოქმედდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, კომპანია, რომელიც დიდი მოცულობის ინფორმაციას იღებს, ინახავს ან ამუშავებს, ვალდებულია დანიშნოს პერსონალურ მონაცემთა

გაიგეთ მეტი »

სერვისის შეკვეთა

მოგვწერეთ კითხვა

შეთავაზების მოთხოვნა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი