Skip to content

პრაქტიკული საევაკუაციო სწავლება

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კერძოდ 370-ე დადგენილების, N6 დანართის “სახანძრო უსაფრთხოების სწავლება” მე-11 პუნქტის მიხედვთ: პრაქტიკული სწავლების ჩატარება სავალდებულოა ნახევარ წელიწადში ერთხელ ხანძარსაშიში წარმოების, მასობრივი თავშეყრის (50 ადამიანზე მეტი)  სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების (სადაც ადამიანები იმყოფებიან ღამის საათებში) ობიექტებზე. SafCo გთავაზობთ პრაქტიკული საევაკუაციო სწავლების სერვისს, რომლის ფარგლებში სპეციალურად შემუშავებული სავარჯიშოების დახმარებით, მოხდება ორგანიზაციაში დასაქმებულებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება მათივე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით. საევაკუაციო ვარჯიშის სწავლება მოიცავს 3 ეტაპს:
  1. თეორიული სწავლება – მიზნობრივ ჯგუფებს უტარდებათ ტრენინგები სახანძრო უსაფრთხოებასა და სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების მართვასთან დაკავშირებით.
  2. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გუნდის განსაზღვრა – გუნდის ფორმირებისას აუცილებელია გუნდის წევრებს განსაზღვრული ჰქონდეთ თავიანთი როლები და პასუხისმგებლობები ყველა შესაძლო საგანგებო სიტუაციის დადგომისას.
  3. პრაქტიკული საევაკუაციო სწავლების ჩატარება
  საევაკუაციო სწავლების დასრულების შემდეგ დამკვეთ ორგანიზაციას გადაეგზავნება დეტალური და დასურათებული ანგარიში, რომელიც შეიცავს სწავლების სპეციფიკას, აღმოჩენილ ხარვეზებსა და რეკომენდაციებს.

სხვა შრომის უსაფრთხოების სერვისები

SafCo-ს შრომის უსაფრთხოების სრული მომსახურება

2019 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი, რომელიც აწესრიგებს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

გაიგეთ მეტი »

საწარმოო გარემოს ფიზიკური ფაქტორების გაზომვები

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, კერძოდ 69-ე ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ (ცივ და ცხელ პერიოდში) უნდა ჩატარდეს მიკროკლიმატის გაზომვები. სამუშაო სივრცეში

გაიგეთ მეტი »

უსაფრთხოების ნიშნების დამზადება

2023 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა რეგლამენტი (საქართველოს მთავრობის 457-ე დადგენილება) – ტექნიკური რეგლამენტის − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური

გაიგეთ მეტი »

სერვისის შეკვეთა

მოგვწერეთ კითხვა

შეთავაზების მოთხოვნა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი