პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი 2024 წლიდან სრულად ამოქმედდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, კომპანია, რომელიც დიდი მოცულობის ინფორმაციას იღებს, ინახავს ან ამუშავებს, ვალდებულია დანიშნოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
SafCo გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის მოთხოვნების შესრულებას.
მომსახურების ფარგლებში, დამკვეთისთვის გამოყოიფა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და ხორციელდება კანონის ყველა მოთხოვნის აღსრულება. მათ შორის:
- პერსონალური მონაცემების მართვის სტრატეგიული დოკუმენტის/ინსტრუქციის მომზადება;
- დამკვეთის რელევანტური დასაქმებულებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მოთხოვნების, საუკეთესო პრაქტიკის, სამუშაო სპეციფიკისა და სხვა დეტალების ტრენინგის სახით გაზიარება;
- პერსონალური მონაცემების გამოთხოვის, მიმართვის და ინფორმაციის მიწოდების შესახებ განცხადებების ფორმების მომზადება;
- კომპანიის კლიენტებთან და დასაქმებულებთან არსებული ხელშეკრულებების მორგება/ცვლილება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ახალ კანონთან;
- კონსულტაციები მონაცემების შენახვა/დაცვა/დამუშავებასთან დაკავშირებით;
- სპეციალური მეილის ყოველდღიური მართვა რომელზეც პირდაპირ შევა განცხადება/პრეტენზიები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით.
- კომპანიაში შემოსული განცხადებების/პრეტენზიების ანალიზი, განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღება, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენას და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
- მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;