Skip to content

HACCP (ჰასპი) – სისტემის დანერგვა და მომსახურება

2021 წლის 1 ივნისიდან საქართველოში ძალაში შევიდა ახალი დადგენილება, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა სექტორის ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ახორციელებენ სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას, დანერგილი უნდა ჰქონდეთ სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP)  პრინციპების შესაბამისად.

SafCo გაგიწევთ HACCP-ის დანერგვის კვალიფიციურ კონსულტაციას და უზრუნველყოფს საჭირო ტრენინგების ჩატარებას.

HACCP-ის სისტემის დანერგვა მოიცავს შემდეგი საქმიანობების ეტაპობრივ განხორციელებას:

  • ობიექტის საწარმოო და ჰიგიენის პრაქტიკის არსებული მდგომარეობის შესაბამისობის შეფასებას სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან (GPM/GHP);
  • შედეგების ანგარიშის წარდგენა ორგანიზაციის ხელმძღვანელებისათვის და რეკომენდაციების მომზადება საბაზისო პროგრამების შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის.
  • სამუშაო ჯგუფის მომზადება და სურსათის უვნებლობის სისტემის (ჰასპი) შემუშავება, დოკუმენტირებული პროცედურების, ინსტრუქციების, სამუშაო ფორმების შედგენას;
  • შემუშავებული სისტემის შეთანხმება, დასამტკიცებლად მომზადება და ორგანიზაციის ბიზნეს-პროცესებში ინტეგრირება;
  • სამუშაო ჯგუფთან ერთად ჰასპის სისტემის დანერგვის სამუშაოების ჩატარება ობიექტზე;
  • ორგანიზაციის მზადყოფნის შეფასების მიზნით HACCP-ის შიდა აუდიტის ჩატარება ყველა ობიექტზე, შიდა   აუდიტის ანგარიშის გადაგზავნა დამკვეთისთვის, შედეგების ინტერპრეტაცია;
  • სამუშაო ჯგუფთან ერთად გამოძახების სიმულაციური ტესტის ჩატარება და საბოლოო შეფასება.

შედეგად, საკვებ ობიექტზე სურსათის წარმოება/დამუშავება ხდება უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.

სხვა შრომის უსაფრთხოების სერვისები

SafCo-ს შრომის უსაფრთხოების სრული მომსახურება

2019 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი, რომელიც აწესრიგებს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

გაიგეთ მეტი »

საწარმოო გარემოს ფიზიკური ფაქტორების გაზომვები

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, კერძოდ 69-ე ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ (ცივ და ცხელ პერიოდში) უნდა ჩატარდეს მიკროკლიმატის გაზომვები. სამუშაო სივრცეში

გაიგეთ მეტი »

უსაფრთხოების ნიშნების დამზადება

2023 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა რეგლამენტი (საქართველოს მთავრობის 457-ე დადგენილება) – ტექნიკური რეგლამენტის − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური

გაიგეთ მეტი »

სერვისის შეკვეთა

მოგვწერეთ კითხვა

შეთავაზების მოთხოვნა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი