პარტნიორი კომპანიების შრომის უსაფრთხოების ტრენინგ პაკეტები

ჩვენი პარტნიორი კომპანიები სრული პაკეტით სარგებლობისას სხვა საკონსულტაციო მომსახურებასთან ერთად სარგებლობენ მათი დასაქმებულების კვალიფიკაციის ასამაღლებელი შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსებით, რომლებიც მათ რეგულარულად უტარდებათ ჩვენს ტრენინგ ცენტრში.

ტრენინგ პაკეტები თემატურად არის შედგენილი და მოიცავს იმ კონკრეტულ ყურადსაღებ საკითხებს, რაც განვლილი თვის განმავლობაში გამოიკვეთა პარტნიორი კომპანიის ობიექტზე: მაგ. სიმაღლეზე მუშაობა, ელექტრობა, შედუღება, ექსკავაცია, მძიმე ტექნიკის მუშაობა, ერგონომიკა, საკვების უსაფრთხოება და ა.შ.