თანამედროვე საწარმოებისთვის რისკის მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია. კონკურენტული ბაზარი, ტექნოლოგიური ცვლილებები და უსაფრთხოების მოთხოვნები კომპანიებს ავალდებულებს, წინასწარ განსაზღვრონ და შეამცირონ ყველა არსებული რისკი. სწორად ორგანიზებული რისკის მართვის სისტემა არა მხოლოდ იცავს თანამშრომლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, არამედ ამცირებს ფინანსურ დანაკარგებს და ზრდის ბიზნესის სტაბილურობას.
საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება
საფრთხეების იდენტიფიცირება პირველი და უმთავრესი ნაბიჯია. საწარმო უნდა განიხილავდეს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც შეიძლება წარმოებაში შეფერხების ან უბედური შემთხვევის მიზეზი გახდეს. ეს მოიცავს:
- ტექნიკურ საფრთხეებთან დაკავშირებულ რისკებს – აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლა, ელექტროენერგიის შეფერხება.
- ,,ადმინისტრაციული’’ რისკებს – არასაკმარისი ინსტრუქციები და პროცედურები, ხარვეზიანი ტრენინგები, არასწორი სამიზნე ჯგუფები და სხვა..
- გარემოსთან დაკავშირებულ რისკებს – ქიმიური ნივთიერებების გაჟონვა, გარემოს დაბინძურება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით და მავნე აირებით, დას სხვა…
საფრთხეების იდენტიფიცირების შემდეგ აუცილებლად უნდა განხორციელდეს რისკის შეფასება: თითოეული უნდა შეფასდეს მისი სიხშირის, გავლენისა და შედეგების მიხედვით. ამაში დამხმარეა საერთაშორისო სტანდარტები, როგორიცაა ISO 31000, რომელიც განსაზღვრავს რისკის მართვის ჩარჩოს.
პრევენციული ღონისძიებების გატარება
სწორად იდენტიფიცირებული საფრთხეები/რისკები კომპანიას საშუალებას აძლევს შექმნას პრევენციული სტრატეგიები. საუკეთესო პრაქტიკა მოიცავს:
- პერიოდულ ტექნიკურ შემოწმებებს – აღჭურვილობის რეგულარული ინსპექტირება და გეგმური სარემონტო სამუშაოები.
- სწავლებას და ტრენინგებს – თანამშრომლების რეგულარული გადამზადება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე.
- ინდივიდუალურ დამცავ საშუალებებს (PPE) – უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის/ეკიპირების მიწოდება.
- საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმას – დეტალური პროტოკოლები (ევაკუაცია, ხანძრის ჩაქრობის პროცედურები და რელევანტური სცენარები).
ტექნოლოგიის გამოყენება
დღესდღეობით დიგიტალიზაცია მნიშვნელოვანი რესურსია საწარმოებში რისკის მართვისთვის.
- სენსორები და IoT სისტემები რეალურ დროში აკონტროლებს აღჭურვილობის მდგომარეობას.
- მაფრთხილებელი სისტემები სწრაფად აცნობს თანამშრომლებს ავარიული სიტუაციის შემთხვევაში.
- პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა შრომის უსაფრთხოების ქართული სოფტი SafePro, კომპანიებს ეხმარება მონაცემების მონიტორინგში, რისკების ანალიზსა და ანგარიშგების ავტომატიზაციაში.
რეგულარული მონიტორინგი და აუდიტი
რისკის მართვა ერთჯერადი მოქმედება არ არის. აუცილებელია:
- შიდა ან გარე აუდიტის ჩატარება – ყოველწლიური ან კვარტალური შემოწმებები იმისთვის, რომ დადგინდეს არსებული გეგმის ეფექტიანობა.
- კონტროლის მექანიზმების განახლება – ახალი საფრთხეების აღმოჩენისას პოლიტიკის ადაპტირება.
- დოკუმენტაციის წარმოება – ყველა ინციდენტის რეგისტრაცია და მოკვლევის ანალიზი, აქტივობებზე შესაბამისი უსაფრთხოების პროცედურების გაწერა, დანადგარების თუ მოწყობილობების მწარმოებლის მანუალების ანალიზი და ინსტრუქციების გაწერა.
სწორი კომუნიკაცია
- კომუნიკაციის სამიზნე ჯგუფები – უმნიშვნელოვანესია სწორი ჰორიზონტალური და ვერტიკალური კომუნიკაცია
- გაზიარების პოლიტიკა – ეფექტური საშუალებებით ინფორმაციის გაზიარების ხერხები და მიმართულებები.
- უკუკავშირები – ინფორმაცვიის გაზიარების გადამოწმების საშუალებები და კომუნიკაციის ხარისხის ანალიზი.
სამართლებრივი მოთხოვნების დაცვა
საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო ნორმები კომპანიებს ავალდებულებს, დაიცვან შრომის უსაფრთხოებასტან დაკავშირებული რეგულაციები და სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტები, შეასრულონ ტექნიკური რეგლამენტები და უზრუნველყონ თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. რეგულაციების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჯარიმები და რეპუტაციული ზარალი.
დასკვნა
საწარმოში რისკის მართვა კომპანიის სტრატეგიის ნაწილია. საუკეთესო პრაქტიკების დანერგვით – საფრთხეების იდენტიფიცირება, პრევენციული ღონისძიებები, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და მუდმივი მონიტორინგი – კომპანია არამხოლოდ იცავს თანამშრომლებს, არამედ ზრდის ოპერაციულ ეფექტიანობას და კონკურენტულ გარემოში მის უპირატესობას.
თუ გსურთ თქვენი საწარმო იყოს დაცული და აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, დაიწყეთ რისკების მართვის სისტემის ჩამოყალიბება დღესვე. წარმოების რისკების მართვა და შრომის უსაფრთხოების პროცესების გაუმჯობესება არის თქვენი ბიზნესის ხანგრძლივი წარმატების საწინდარი.


