ავეჯთან დაკავშირებული საფრთხეები და რეკომენდაციები
სახლი და ოფისი – ეს არის სივრცე, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ და სადაც თავს ყველაზე უსაფრთხოდ და დაცულად ვგრძნობთ.
სამწუხარო რეალობაა, რომ შიდა ჰაერი ოფისსა თუ სახლში შეიძლება ორჯერ ან ხუთჯერ უფრო დაბინძურებული იყოს, ვიდრე ჩვენს სახლებს გარეთ. აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) შეფასებით, ქიმიურ ზემოქმედების საშუალოდ 72%-ს ადამიანი იღებს სწორედ სახლსა და ოფისში, რაც ნიშნავს, რომ შიდა ჰაერი გარემოს დამაბინძურებლების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. რა ფაქტორები განაპირობებს შიდა ჰაერის დაბინძურებას?
შიდა ჰაერის დამაბინძურებლების პირველადი წყარო არის სამშენებლო მასალები და მოპირკეთება, საყოფაცხოვრებო საწმენდები და ავეჯი. ცნობილია, რომ თითოეული მათგანი ჰაერში ასხივებს ქიმიურ ნივთიერებებს, რომელსაც უწოდებენ აქროლად ორგანულ ნაერთებს (VOCs). ამ ნაერთების ზემოქმედება ხელს უწყობს ჯანმრთელობის პრობლემების ფართო სპექტრს, მათ შორის ნევროლოგიურ და რეპროდუქციულ პრობლემებს, კიბოს, რესპირატორულ დაავადებებს, გულის დაავადებებს და სხვა.
ავეჯის დიდი უმრავლესობა სახლებსა თუ ოფისებში (მათ შორის რბილი და კომპოზიტური ხის ავეჯი) დამზადებულია მავნე მასალებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემქმნელი აირების გამოყოფა ჰაერში. აღმოჩნდა, რომ ჩვენს გარშემო ერთი შეხედვით უვნებელი ნივთიერებები – აალებადი საშუალებები, წებოები, საღებავები თუ ქსოვილის ლაქების დამამუშავებლები ჩვენს შიდა გარემოში ასხივებენ დამაბინძურებლებს, ამ ტოქსინების ზემოქმედებამ კი შესაძლოა, გამოიწვიოს ჯანმრთელობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პრობლემები.
მაშინაც კი, თუ თქვენ არ გაქვთ მყისიერი რეაქცია ახალ ავეჯზე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზმში ტოქსინები გროვდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ინდივიდუალური ექსპოზიცია/ზემოქმედება შეიძლება იყოს მცირე, დროთა განმავლობაში განმეორებითმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები და კიდევ გაზარდოს ჩვენი მგრძნობელობა სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების მიმართ.
მოდით ვისაუბროთ ფორმალდეჰიდის შესახებ
ფორმალდეჰიდი არის ავეჯის დამაბინძურებლების ერთ-ერთი წამყვანი წყარო. ჩვენი მოგონებები ფორმალდეჰიდის შესახებ შეიძლება დათარიღდეს საშუალო სკოლის ლაბორატორიებში. ფორმალდეჰიდი მარტივად ამოიცნობა თავისი მკვეთრი, მძაფრი სუნით. ეს ნივთიერება დღესდღეობით დაწნეხილი ხის ნაწარმის თვითწებვადობისთვის ხშირად გამოიყენება. ის გვხვდება ხის ფანერებში, პანელებსა და საშუალო სიმკვრივის ბოჭკოვან დაფებში, რომელიც ხშირად გამოიყენება თაროების, კარადებისა და ავეჯის დასამზადებლად.
საშუალო სიმკვრივის ბოჭკოვან დაფას აქვს წებოსა და ხის მასალის უფრო მაღალი თანაფარდობა, ვიდრე სხვა დაპრესილ ხის პროდუქტებს. შედეგად, იგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფორმალდეჰიდის გამოსხივების დაპრესილი ხის პროდუქტს წარმოადგენს.
აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეშფოთების მიზეზი არსებობს, რადგან ფორმალდეჰიდმა შეიძლება, გამოიწვიოს თვალების დაწყლიანება, ყელში წვის შეგრძნება, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2014 წლის მოხსენებამ დაადასტურა, რომ ფორმალდეჰიდი ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში კანცეროგენია.
შტატებში ცოტა ხნის წინ მიიღეს წესი, რომელიც მწარმოებლებს ავალდებულებს შეატყობინონ შესაბამის სამსახურებს ფორმალდეჰიდის გამოყენების შესახებ ბავშვთა ინვენტარის/ავეჯის დამზადებისას.
ფორმალდეჰიდის ჰაერში გამოყოფას აჩქარებს სიცხე და ტენიანობა, ამიტომ მოერიდეთ ამ ახალი ავეჯის განთავსებას სითბოს წყაროსთან ან მის მახლობლად და იფიქრეთ გამაფხვიერებელის/ანტიდამატენიანებლების გამოყენებაზე, რათა შეამციროთ ფორმალდეჰიდის მავნე აირის გამოყოფა.
ცეცხლგამძლე მასალები
ცეცხლგამძლე მასალები ავეჯში მრავალი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა, რადგან ამ საშუალებების ზემოქმედება დაკავშირებულია კიბოს წარმოშობასთან, რეპროდუქციულ პრობლემებსა და ტვინის განვითარებასთან. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცეცხლგამძლე ნივთიერებები აღმოჩენილი იყო ამერიკელების 97%-ის სხეულში.
ბოლო 30 წლის განმავლობაში მათი გამოყენება ძალიან სწრაფად გაიზარდა, ბოლო კვლევების მიხედვით, დივნებში ცეცხლგამძლე ნივთიერებების კონცენტრაცია წონით საშუალოდ 4-5% იყო, ზოგიერთი ტესტირებისას კი 10% ან მეტი.
ერთი კონკრეტული ქიმიკატი ,,ტრისი’’ – აღიარებული კანცეროგენი, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის წინ აკრძალული იყო ბავშვების პიჟამაში – აღმოჩნდა ტესტირებული დივნების თითქმის ნახევარში. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი სხვა ცეცხლგამძლე ქიმიკატი მათი ზემოქმედების დასადგენად ჯერჯერობით არ არის გამოცდილი ადამიანებზე, მოზრდილებსა თუ ბავშვებზე, განსაკუთრებით, გრძელვადიან პერსპექტივაში.
თუ ცეცხლგამძლე საშუალებები ბალიშებშია, რატომ იწვევენ ისინი ჩვენს შეშფოთებას?
მიზეზი ის არის, რომ ცეცხლგამძლე საშუალებები არ ჩერდებიან ბალიშებში. ისინი ხისტი ბოჭკოებია და დროთა განმავლობაში იშლება და აღწევენ გარეთ, მტვრის სახით ედება ბრტყელ ზედაპირებზე ან იატაკზე. ეს უზრუნველყოფს ადამიანებისა და ბავშვების ზემოქმედების ერთ-ერთ მთავარ გზას, ჩვენ ვეხებით ამ ზედაპირებს და ქიმიურად დამუშავებული ბოჭკოები პირის ღრუს საშუალებით ხვდება ჩვენს ორგანიზმში.
დღესდღეობით, თანამედროვე მსოფლიო და ავეჯის მწარმოებლები, ცდილობენ მაქსიმალურად შეზღუდონ ცეცხლგამძლე მასალების გამოყენება ავეჯში და უპირატესობა მიანიჭონ ადამიანებისთვის და გერემოსთვის უფრო მეგობრულ საშუალებებს/მასალებს.
რამდენიმე რჩევა რისკების შესამცირებლად:
- შეიძინეთ იატაკის ისეთი მოდელი, რომელიც საწყობში ინახებოდა შეფუთვის გარეშე რამდენიმე თვე (ან სთხოვეთ გამყიდველს რამდენიმე თვე შეფუთვის გარეშე შეგინახონ იატაკის მასალა), რათა მაქსიმალურად მოხდეს მასალის ტოქსინებისგან დაცლა და აქროლვა;
- განიხილეთ მაღალი ხარისხის ნაზად გამოყენებული ავეჯი, ქიმიური ნივთიერებების გამოყოფის შესაზღუდათ;
- ენდე საკუთარ თავს. თუ გრძნობთ ქიმიკატების სუნს და ეს გავლენას ახდენს თქვენს თვალებზე/ყელზე, მოიშორეთ იგი;
- შეიძინეთ რბილი ავეჯი ზაფხულის თვეებში, როდესაც შეგიძლიათ ფანჯრები რეგულარულად გააღოთ და სივრცე გაანიავოთ;
- გაასუფთავეთ სახლი (სველი ქსოვილით) და მტვერსასრუტი HEPA ფილტრით, რათა მოაცილოთ ცეცხლგამძლე მტვერი.
შენიშვნა: HEPA ფილტრი – მაღალი ეფექტურობის ფილტრი რომელსაც შეუძლია 0,3 მიკრონის ზომის ნაწილაკების ფილტრაცია. HEPA ფილტრები შედგება შერჩეულად მოწყობილი ბოჭკოებისგან. ბოჭკოები როგორც წესი, შედგება პოლიპროპილენის ან ბოჭკოვანი მინისგან, რომელთა დიამეტრი 0.5-დან 2.0 მიკრომეტრამდეა. უმეტეს შემთხვევაში, ეს ფილტრები შედგება წვრილი ბოჭკოების ჩახლართული შეკვრებისგან. ეს ბოჭკოები ქმნიან ვიწრო დახვეულ გზას, რომლითაც ჰაერი გადის. როდესაც ყველაზე დიდი ნაწილაკები გადიან ამ გზაზე, ბოჭკოების შეკვრა იქცევა სამზარეულოს საცერად, რომელიც ფიზიკურად ბლოკავს ნაწილაკების გავლას.
ქართულ ენაზე სრული სტატიის pdf ვერსიის ჩამოსატვირთად, მიჰყევით ბმულს: საოფისე და სახლის ავეჯი
ინგლისურ ენაზე სრული სტატიის pdf ვერსიის ჩამოსატვირთად, მიჰყევით ბმულს: Office and home furniture
SafCo გისურვებთ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას!
წყარო: https://thesunriseguide.com/the-furniture-we-breathe-home-furnishing-indoor-air-quality/