Skip to content
samsheneblo proeqtis chabareba

რას გულისხმობს სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტის მიღება/ჩაბარება

 (ექსპლოატაციაში მიღების პროცესი)

საერთაშორისო პრაქტიკა და მიდგომები

პრაქტიკაში, პროეტის მიღება/ჩაბარება არის ერთობლივი, ხარისხზე ორიენტირებული, სისტემატიური პროცესი, რომელიც ფოკუსირებულია იმის შემოწმებაზე და დოკუმენტირებაზე, რომ სამშენებლო თუ ინფრასტრუტურული პროექტი და მისი ყველა საექსპლუატაციოდ გამზადებული სისტემა არის დაგეგმილი, დაინსტალირებული, შემოწმებული, გამოცდა გავლილი, ოპერირებადი ისე როგორც დაგეგმილი იყო საწყის დიზაინში.

მიღება-ჩაბარების ძირითადი სამიზნეებია:

  • საინჟინრო ქსელები, მაგ: HVAC – სავენტილაციო სისტემა, მისი ქსელი და მოწყობილობები.
  • ელექტრო სისტემა, მაგ: ძაბვის გამანაწილებლები, სადისტრიბუციო ფარები, მცველი მექანიზმები, დამიწების კონტურები, სადენების სიმძლავრეები.
  • სანტექნიკური ქსელები/კვანძები
  • საკომუნიკაციო და განგაშის სისტემები
  • სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, როგორიცაა ხანძარსაწინააღმდეგო/კვამლის და სითბური დეტექტორები, ჰიდრანტები და სახანძრო მილაკები.
  • შენობის კარკასი, როგორიცაა კედლები, სახურავი, ფანჯრები/ფარდა, კარები და ა.შ.

 

ამის მისაღწევად, ექსპლუატაციაში გაშვების პროცესი იწყება იმის დარწმუნებით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების თითოეული შემადგენელი კომპონენტი დამონტაჟდება და მუშაობს სწორად და აკმაყოფილებს საპროექტო მოთხოვნებს. ეს მიიღწევა ძირითადი დანადგარების სათანადო შემოწმებით, ტესტირებით და სერტიფიცირებით. შემდეგი ნაბიჯი მოიცავს ყველა ცალკეული კომპონენტის ფუნქციონალურ სისტემებში კოორდინაციას და საბოლოო ჯამში, ამ სისტემების ინტეგრირებას და ოპტიმიზაციას ერთ შეკრულ მთლიანობად.

მიღება-ჩაბარების საბოლოო ეტაპი მოიცავს დასრულებული პროექტის და მისი კომპონენტების დოკუმენტირების პროცესს. დოკუმენტაცია ასახავს შესრულების სტანდარტებს და ემსახურება როგორც ეტალონს იმის დასადასტურებლად, რომ რსებული სისტემები დამონტაჟებულია საპროექტო მოცემულობისა და პროექტში გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად.

მიღება-ჩაბარება უნდა განიხილებოდეს, როგორც ყოვლისმომცველი, ინტეგრირებული პროცესი, რომელიც მოიცავს წინასწარი დიზაინის/გეგმის სრულყოფილად შესწავლას და მათ შესაბამისობას მოთხოვნილ სტანდარტებთან.

პროექტების მიღება-ჩაბარების ძირითადი უპირატესობები

  • პროექტების უსაფრთხო ოპერირების სტანდარტების თანხვედრას და უსაფრთხო დიზაინთან შესაბამისობას.
  • დიზაინით გათვალისწინებული ყველა დეტალი, მათ შორის ენერგოეფექტურობის მიმართულებით, რაც საგრძნობლად ამცირებს კომუნალურ გადასახადებს.
  • პროექტის საოპერაციო ხარჯების შემცირება, როგორც საწყის ისე საექსპლუატაციო ეტაპზე.
  • ადრეულ ეტაპზე – საპროექტო ღონისძიებებიდან პროექტის დასრულებამდე ხარვეზების და პრობლემების გამოვლენა/აღმოჩენა (კომპანიების 90% გამოარჩევს ამ ძირითად უპირატესობას)
  • ეფექტური გადასვლა დიზაინის ფაზიდან შესრულების ფაზაში, პრობლემების ნაადრევი იდენტიფიკაციისა და დოკუმენტირების ჭრილში.
  • დამკვეთი დარწმუნებულია, რომ მისი პროექტი უსაფრთხოა, მომხმრებელისთვის სრულიად ჯანსაღი და მოსახერხებელი.

პროექტების გადაბარების/ჩაბარების ძირითადი ტიპები

  1. ახალი პროექტის მიღება/ჩაბარება
  2. განმეორებითი მიღება/ჩაბარება: (პროცესი, როდესაც პროექტის დასრულების დროს მოხდა გადაბარება/ჩაბარების პროცესი და გარკვეული დროის შემდეგ მფლობელმა დატვირთულობის (ხალხის ნაკადი და მათი მიმოსვლა) განსაზღვრის შემდეგ კვლავ მოითხოვა ამ პროცესის განმეორება)
  3. რეტრო – გადაბარება: პროექტი, რომელიც ისე დასრულდა და გააგრძელა ოპერირება, არ მომხდარა მიღება/ჩაბარების პროცესი
  4. განგრძობითი მიღება/ჩაბარება: განსაკუთრებულად ტექნოლოგიური დატვირთულობით გამორჩეული პროექტები, სადაც ტექნოლოგიური პროცესების და სხვადასხვა სისტემის განახლება და ცვლა ხდება.

გადაბარება/ჩაბარების პროცესის აღწერა:

  1. პირველადი დიზაინი და გეგმა – ამ ეტაპზე შედგება მიღება/ჩაბარების ჯგუფი, განისაზღვრება მფლობელის მოთხოვნები პროექტის შესრულების ფარგლებში. ასევე, შემუშავდება ჯგუფის წინასწარი ბიუჯეტი.
  2. დიზაინი – დიზაინის ეტაპზე, ყველა დოკუმენტის/ნახაზების გაზიარება მოხდება გადაბარების ჯგუფთან და გადამოწმდება მისი სისწორე.
  3. შესრულების ფაზა – მიღება/ჩაბარების ჯგუფი მონიტორინგს უწევს შესრულებების პროცესს: ინსტალაციებს, მონტაჟს, მასალების ხარისხს, დამონტაჟებული სისტემების ტესტირებას, შემსრულებლების კვალიფიკაციას და მოთხოვნილ სწავლებებს.
  4. პრობლემური საკითხების გადაწყვეტა – ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, ამ დროს ადრეულ ეტაპზე გამოკვეთილი ხარვეზი, მყისიერად გაუზიარდება მფლობელს, შემსრულებელს, დიზაინის ჯგუფს და ხდება პრობლების გადაჭრის გზების განსაზღვრა, სანამ პრობლემა არ აღმოიფხვრება მიღება/ჩაბარების ჯგუფი მუდმივ მონიტორინგს ახდენს სუსტი წერტილების და პრობლემების.
  5. პროექტის დასრულება და მისი დაკავებულობა – ამ ეტაპზე პროექტი დასრულებულია და პროექტის ჩაბარება დასრულდა. ეს ბოლო ეტაპი გამოიყენება ექსპლუატაციაში შესვლის პროცესის დახურვისთვის, ნებისმიერი დეფექტის აღმოსაფხვრელად და ნებისმიერი გამოჩენილი დოკუმენტაციის დასასრულებლად. იგი მოიცავს გადავადებული და სეზონური ტესტირების ჩატარებას, შესრულების ხელახლა შემოწმებას საგარანტიო პერიოდის დასრულებამდე და ექსპლუატაციაში შესვლის საბოლოო ანგარიშის დასრულებას.

როგორც ვხედავთ,საერთაშორისო პრაქტიკა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ექსპლუატაციაში მისაღები პროექტების გადამოწმების პროცესებს და ხაზგასმით აღნინავს მის უპირობობას.

ბევრ სახელმწიფოში ეს პროცესი კანონით რეგულირდება, თუმცა კეთილსინდისიერი დამკვეთი/მფლობელი აუცილებლად მიმართავს მიღება/ჩაბარების პროცესს კანონის გარეშეც, რათა დარწმუნდეს რომ, მიიღო ის უსაფრთხო და მოქნილი პროექტი, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა და რა სტანდარტებზეც გათვალა.

SafCo გთავაზობთ უნიკალურ შანსს, მოიპოვოთ საერთაშორისო ბრიტანული სერტიფიცირება სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტებში ჩათული საშუალო და მაღალი დონის მენეჯერებისთვის. IOSH – For Construction Managers (ეს კურსი განკუთვნილია საქმის მწარმოებლებისთვის, ინჟინრებისთვის, კონსტრუქტორებისთვის, არქიტექტორებისთვის, შრომის უსაფრთხობის და გარემოს დაცვის სპეციალისტებისთვის და სხვა რელევენტური პირებისთვის). კურსიც და ტესტირებაც მიმდინარეობს ქართულ ენაზე, წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ ბრიტანული მაღალი დონის სერტიფიცირება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვები სამუშაო სივრცეში – დამატებითი ხარჯი ბიზნესისთვის, თუ ინვესტიცია?

სამუშაო სივრცეში გარემო-მახასიათებლების მაჩვენებლების ინსპექტირებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. საწარმოო მიკროკლიმატი მოიცავს შემდეგი ფიზიკური პარამეტრების ერთობლიობას – ტემპერატურა, ტენიანობა, განათება, ჰაერის

NEBOSH სერთიფიკატის გავლენა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში წამყვან კვალიფიკაციებს შორის, NEBOSH სერტიფიკატი პირველ ადგილს იკავებს. როგორც შრომის უსაფრთხოების ტრენინგ კომპანია, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ  შესაძლებლობა გვაქვს

პრაქტიკული საევაკუაციო სწავლება ორგანიზაციებში

საევაკუაციო სწავლება არის იმიტირებული საგანგებო სიტუაცია, დაგეგმილი სცენარით. ამ ტიპის სწავლების დროს ხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება დასაქმებულთათვის. საევაკუაციო სწავლებების ჩატარება რამდენიმე მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი