Skip to content
დისტანციურად სახლიდან მუშაობა

დისტანციურად მუშაობა

გზამკვლევი

მსოფლიო პანდემიის ფონზე მილიონობით დასაქმებულს მოუწია დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადასვლა. ამ ფაქტმა არაერთგვაროვანი გამოხმაურება მიიღო: ზოგი დასაქმებულისთვის დისტანციურად (სახლიდან) მუშაობა იდეალური განვითარებაა – მათი თქმით, ისინი ზოგავენ ტრანსპორტირების ხარჯებს, მუშაობენ ნაკლებად სტრესულ გარემოში, აუმაღლდათ პროდუქტიულობა და მოტივაცია, გაუუმჯობესდათ ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ა.შ. ზოგი დასაქმებული კი, ამ ფაქტს, პირიქით, ნეგატიურად აღიქვამს – მათი მოსაზრებით, დისტანციურად მუშაობის და საოჯახო ცხოვრების შერწყმა დამატებითი სტრესია, მათ უჭირთ მშვიდი და ერგონომიული სამუშაო გარემოს შექმნა, აწუხებთ ხმაური, დაუქვეითდათ კონცენტრაცია და შესაბამისად პროდუქტიულობა.

ორივე მოსაზრებას აქვს თავისი წილი სიმართლე და დამოკიდებულია თავად დასაქმებულის პრეფერენციებსა და შეცვლილი სამუშაო გარემოს თავისებურებებზე. თუმცა ერთი რამ ფაქტია, სამუშაო ადგილების ასეთმა მასიურმა მიგრაციამ და ცვლილებამ შემოიტანა ახალი გამოწვევა შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის და ზოგადად დარგისთვის.

სამუშაო სივრცის დისტანციურად გადატანა საცხოვრებელ სახლებში ან სხვა სივრცეებში რა თქმა უნდა არ ათავისუფლებს დამსაქმებელს იმ ვალდებულებისგან, რაც მათ იურიდიულად და მორალურად აკისრიათ: იზრუნონ თავიანთი დასაქმებულების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომ აუცილებელია ყველა ორგანიზაციამ და შრომის უსაფრთხოების წარმომადგენელმა კარგად გაიაზროს დისტანციურად მუშაობასთან ასოცირებული საფრთხეები და შეიმუშაოს მათი კონტროლის მექანიზმები.

ამ პროცესში ჩვენი გზამკვლევი დაგეხმარებათ.

იხილეთ ორი მიმაგრებული ფაილი და გამოიყენეთ სურვილისამებრ!

1. დისტანციურად მუშაობა – გზამკვლევი

2. სახლიდან მუშაობა – უსაფრთხოების რეკომენდაციები

საფკო გისურვებთ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას!

 

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვა ცხელ პერიოდში – რა უნდა იცოდეს დამსაქმებელმა?

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა სამუშაო გარემოში მხოლოდ კომფორტის საკითხი არ არის. სიცხემ, მაღალმა ტენიანობამ, არასაკმარისმა ვენტილაციამ და სამუშაო პროცესით წარმოქმნილმა დამატებითმა სითბომ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს სამუშაო

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტები

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაცია – რომელი დოკუმენტები უნდა ჰქონდეს კომპანიას

შრომის უსაფრთხოების ეფექტური მართვა მხოლოდ უსაფრთხოების წესების დანერგვას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობა და მისი მუდმივი განახლება. შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის

შრომის უსაფრთხოების კანონები

შრომის უსაფრთხოების კანონები საქართველოში

შრომის უსაფრთხოება თანამედროვე სამუშაო გარემოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოში შრომის უსაფრთხოების რეგულირება ხდება სპეციალური კანონმდებლობით, რომლის მიზანია სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი