Skip to content
CoHub_Stage_870x580_WP_EHS_Software

პირველი ქართული პროგრამული უზრუნველყოფა შრომის უსაფრთხოებაში – SOFTWARE

საერთაშორისო გამოცდილება

როდესაც ბრაიან უელჩმა (CMIOSH – ის შრომის უსაფრთხოების კრიზისული სიტუაციების მმართველი და On Safe Lines QHSE Software-ის დამფუძნებელი), პროფესიული უსაფრთხობის მიმართულებით 1990-იან წლებში თავისი კარიერა დაიწყო, მხოლოდ მცირე რაოდენობით არსებობდა გარემოს დაცვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (EHS) პროგრამული სისტემები, რომლებსაც შეეძლოთ მონაცემების ეფექტურად შეგროვება, დახარისხება და დამუშავება. „ეს ჯერ კიდევ ქაღალდზე დაფუძნებული მიდგომა იყო და ხელმისაწვდომი პროგრამული სისტემები ძვირი იყო“, იხსენებს ის.

ტრევორ ბრონსონი, ტორონტოში დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი (Intelex Technologies-ის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი) ამბობს, რომ EHS პროგრამული უზრუნველყოფა გადაიქცა ინსტრუმენტად, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის შესაბამისობასა და შესრულებას. სისტემური უზრუნველყოფის ოთხი მიმართულების ყველაზე გავრცელებული ფორმა არსებობს: ინციდენტების მართვა, დოკუმენტების კონტროლი, ტრენინგის მართვა, აუდიტი და ინსპექტირება.

ბევრი კომპანია აკვირდება მომხმარებელთა მონაცემებს, იმისათვის, რომ დარწმუნდეს პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტურობაში სხვადასხვა მიმართულებით; მათ შორის: ნახშირბადის გამონაბოლქვი და ნარჩენების შემცირება, არშემდგარი უბედური შემთხვევა და დაზიანებების ეფექტური რეგისტრაცია, თანამშრომლების ჯანმრთელობის მონიტორინგი, ან მდგრადობისა და მმართველობის გაძლიერება.

EHS პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიებს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან დაკავშირებული საკითხების სტრუქტურირებაშიც დაეხმარა, მათ შორის ისეთ სისტემებთან, როგორიცაა: ISO 45001 და ISO 14001.

როჯერ კარავანი (სამშენებლო დეველოპერული კომპანია ,,Bright Line’’-ის შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის და კრიზისული სიტუაციების მენეჯერი) აღნიშნავს, რომ: ,,პროგრამული უზრუნველყოფა (HSE – Software) სათავეს 90-იანი წლებიდან იღებს და მას შემდეგ დიდი ცვლილებები განიცადა; ტექნოლოგიების წინსვლის პირობებში ბუნებრივია, ეს მოსალოდნელიც იყო. პროგრამის დანერგვა-გამოყენების თავდაპირველ ეტაპებზე, ინტერნეტ კავშირებისა და შესაბამისი მოწყობილობების არასაკმარისი მოქნილობის გამო, ბიზნესი მრავალ სირთულეს აწყდებოდა. 2000 წლიდან HSE პროგარმული უზრუნველყოფის სისტემები პრაქტიკულად, ამერიკის ბიზნესის მუდმივი თანამგზავრი გახდა და წარმოუდგენელიც კი გახდა შრომის უსაფრთხოების მართვა ამ პროგრამების გარეშე.

კომპანიებმა დაასრულეს საქაღალდეებით სარგებლობა და გაციფრულებულ ერაში შეაბიჯეს, სადაც შრომის უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ყველა პროცესი პროგრამის გამოყენებით მიმდინარეობდა; ნაწილდებოდა და მკაფიოდ იკვეთებოდა პასუხისმგებელი პირები, ხდებოდა მათი კომუნიკაციის მაღალი ხარისხისა და ვალდებულებების სწორად გამოკვეთა. შრომის უსაფრთხოების მართვაში პროგრამებმა გაამარტივა ყველა სტრუტურული ერთეულის ჩართულობა და პრაქტიკულად, მართვის შემადგენელი ის ნაწილი გახდა, რომლის გარეშეც შრომის უსაფრთხოების პროცესების მართვა წარმოუდგენელი ხდება.

მისასალმებელია, რომ დღესდღეობით მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების მცირე, საშუალო თუ დიდი კომპანიები საქმიანობისას მუდმივად იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ შრომის უსაფრთხოების მართვას, კერძოდ: შემცირებული ინციდენტების რაოდენობა, სასწავლო პროგრამების შესახებ ეფექტური და ხარისხიანი კომუნიკაცია, სრულად იდენტიფიცირებული სტატისტიკა, გამოსასწორებელი გეგმების ხარისხიანი და სწორი გადანაწილება პასუხისმგებელ პირებზე, მაღალი და საშუალო მენეჯმენტის სრული ჩართულობა პროცესებში, პროაქტიული და რეაქტიული პროცესების სრულად მართვა.

რაც ყველაზე მთავარია, პროგრამული უზრუნველყოფა კომაპნიებს საშუალებას აძლევს შექმნან უსაფრთხო სამუშაო კულტურა, რაც თავის მხრივ, პროდუქციის ხარისხსა და ინვესტიციებზე პოზიტიურ დინამიკას განაპირობებს.

 

SafePro – საფკოსგან

ორწლიანი დაუღალავი მუშაობის შედეგად, SafCo-მ დაასრულა შრომის უსაფრთხოების პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობა. SafePro – ეს არის აბსოლუტურად გამართული  სისტემა, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო პრაქტიკასა და მრავალწლიან გამოცდილებაზე.

SafePro განკუთვნილია შრომის უსაფრთხოების პროცესების ელექტრონული მართვისთვის და ერგება ყველა ტიპის ბიზნეს ოპერატორს.

პროგრამის მეშვეობით, კომპანიის მენეჯმენტს საშუალება ეძლევა მუდმივ რეჟიმში აკონტროლოს ობიექტზე დაფიქსირებული ხარვეზები, გამოსასწორებელი დავალებები და მათი შესრულების სტატუსი; ასევე, ინციდენტების სტატისტიკა, რისკების შეფასების სტატუსი,  პროცედურები, ტრენინგების ჩატარების სტატუსი და სხვა.

ამ დროისთვის, არათუ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში არ მოიძებნება მოქმედი შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნვლყოფა, რომელიც იძლევა ელექტრონულად მართვის საშუალებას.

გვეამაყება, რომ SafCo-მ ფაქტობრივად, პირველმა შესთავაზა აღნიშნული პროდუქტი  ქართველ მომხმარებელს. გვჯერა, რომ ელექტრონული მართვის ეს მოქნილი პროგრამა ჩვენს ქვეყანაში ყველა ბიზნეს ოპერატორის მუდმივი თანამგზავრი გახდება; გააუმჯობესებს საერთაშორისო სტანდარტებთან დამოკიდებულებას,  უზრუნველყოფს უსაფრთხო კულტურისკენ სწრაფვას,  განაპირობებს ეფექტურობის ზრდას ევროპულ ბაზარზე   და ხელს შეუწყობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას.

პროგრამის დეტალებზე, ფუნქციონალზე და მის იმპლემენტაცია/გამოყენებაზე სხვადასხვა საშუალებებით უახლოეს მომავალში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

 

SafCo გისურვებთ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას!

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვები სამუშაო სივრცეში – დამატებითი ხარჯი ბიზნესისთვის, თუ ინვესტიცია?

სამუშაო სივრცეში გარემო-მახასიათებლების მაჩვენებლების ინსპექტირებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. საწარმოო მიკროკლიმატი მოიცავს შემდეგი ფიზიკური პარამეტრების ერთობლიობას – ტემპერატურა, ტენიანობა, განათება, ჰაერის

NEBOSH სერთიფიკატის გავლენა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში წამყვან კვალიფიკაციებს შორის, NEBOSH სერტიფიკატი პირველ ადგილს იკავებს. როგორც შრომის უსაფრთხოების ტრენინგ კომპანია, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ  შესაძლებლობა გვაქვს

პრაქტიკული საევაკუაციო სწავლება ორგანიზაციებში

საევაკუაციო სწავლება არის იმიტირებული საგანგებო სიტუაცია, დაგეგმილი სცენარით. ამ ტიპის სწავლების დროს ხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება დასაქმებულთათვის. საევაკუაციო სწავლებების ჩატარება რამდენიმე მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი