Skip to content
Untitled-ss1

როგორ შევიმუშავოთ უსაფრთხო ოპერირების პროცედურები?

გზამკვლევი

შრომის უსაფრთხოების სრული მომსახურება ითვალისწინებს სხვადასხვა დუკუმენტის მომზადების პროცესს, მათ შორის: პოლიტიკა, პროცედურა, რისკების შეფასება, საგანგებო და ინფექციურ დაავადებებზე რეაგირების გეგმა. თითოეული კომპანიისთვის უნდა მომზადდეს ინდივიდუალური დოკუმენტაცია, მათმა ერთობლივმა მოქმედებამ ხელი უნდა შეუწყოს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.

შრომის უსაფრთხოების პროცედურა უზრუნველყოფს სამუშაო პროცესების უსაფრთხო შესრულებას და ემსახურება კონკრეტული სამუშაოების ან მანქანა – დანადგარების უსაფრთხოების წესების დაცვას. აღნიშნული დოკუმენტი კონტროლის იერარქიის მე – 4 საფეხურიდან (ადმინისტრაციული კონტროლი) იღებს სათავეს.

უსაფრთხო ოპერირების პროცედურა საჭიროა როგორც განმეორებითი, ასევე, არარუტინული  საქმიანობის განხორციელებისას, საშუალო ან მაღალი რისკის შემცველ მანქანა-დანადგარებთან მუშაობისას.

საშუალო ან მაღალი რისკის შემცველი სამუშაოების დაწყებამდე, საჭიროა შემდეგი საქმიანობის განხორციელება:

  1. რისკის შეფასების დოკუმენტის მომზადება
  2. უსაფრთხო ოპერირების პროცედურის (Safe Operating Procedure) მომზადება
  3. დასაქმებულთათვის დოკუმენტების გაცნობა და ტრენინგის ჩატარება.

 

საფრთხო ოპერირების პროცედურა უნდა გადაიხედოს შემდეგ შემთხვევებში:

  • კონკრეტული დავალების შესრულების პროცესში ან მანქანა-დანადგარების მუშაობაში შეტანილი ცვლილებების დროს;
  • ახალი საფრთხის აღმოჩენის დროს ( მაგალითად, ცვლილება ქიმიკატის უსაფრთხოების ცნობარში (MSDS) რაიმე ქიმიკატის გამოყენებისას);
  • რეფერირებულ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების დროს;
  • კონკრეტული სამუშაო პროცესის ან მანქანა-დანადგარის 6 თვის მანძილზე გამოუყენებლობის დროს;
  • ინციდენტის მოხდენისას;
  • ყოველ 3 წელიწადში ერთხელ.

 

პასუხისმგებლობები:

ორგანიზაციის მმართველი გუნდი პასუხისმგებელია, უზრუნველყოს თითოეული  თანამშრომლის წვდომა უსაფრთხო ოპერირების პროცედურის დოკუმენტთან და დარწმუნდეს დოკუმენტის მითითებების შესაბამისობაში არსებულ სამუშაო პროცესებთან.

უსაფრთხო ოპერირების პროცედურის შემუშავება, გზამკვლევი:

ნაბიჯი

განმარტება

1.      მომზადებაუსაფრთხო ოპერირების პროცედურის მომზადების რეკომენდაციები:

  • პროცედურის შემუშავებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს იმ ადამიანმა, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია და იცის სამუშაო პროცესი;
  • პირები, რომლებმაც უნდა გამოიყენონ უსაფრთხო ოპერირების პროცედურის დოკუმენტი, ჩართულნი უნდა იყვნენ მის შემუშავების პროცესში;
  • პროცესში ჩართული უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების წარმომადგენელი;
  • უნდა გამოიყენებოდეს მწარმოებლის მიერ მიწოდებული სახელმძღვანელოები და  რეფერირებული საკანონმდებლო აქტები,  რეგლამენტები და დადგენილებები.
  • პროცესისას უნდა გავითვალისწინოთ ლოკალური კანონმდებლობა და საერთაშორისო პრაქტიკები და სტანდარტები.
2.      იმ სამუშაო პროცესზე დაკვირვება, რომელზეც იწერება პროცედურასამუშაოებზე დაკვირვებისას შეგიძლიათ დაიხმაროთ ადამიანი, რომელიც მოახდენს პროცესის აღწერა/ჩაწერას. სასურველია, დაკვირვება მოხდეს ძირითად მანქანა დანადგარებზე, სამუშაო პროცესზე, მომუშავეებზე და მთლიანად სამუშაო სივრცეზე

კონკრეტულ სამუშაო პროცესებზე დაკვირვება ხდება გამოცდილებისა და თეორიული ცოდნის კომბინაციით. ეს პროცესი გეხმარებათ პოტენციური პრობლემების / საფრთხეების იდენტიფიკაციაში.

ამ ნაბიჯზე განისაზღვრება შემდეგი პროცესები:

  • იმ პერსონალის კვალიფიკაციის განსაზღვრა, რომლებმაც უნდა შეასრულონ სამუშაო.
  • საჭირო ხელსაწყოებისა და ტექნიკის განსაზღვრა
  • საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოკვეთა.
3.      კონკრეტული სამუშაოს ან დანადგარის ოპერირების თანმიმდევრული ეტაპების განსაზღვრაგანსაზღვრეთ სამუშაოს ან დანადგარის ოპერირების ეტაპები თანმიმდევრობით.

მაგ: საბეჭდი მანქანისთვის ოპერირების ეტაპები იქნება შემდეგი – მბრუნავი ცილინდრების შემოწმება, საღვენთი ავზების გადამოწმება და ამოწმენდა, დანადგარის ჩართვა, სატესტო რეჟიმში გაშვება, ქაღალდის დაფერთხვა, ქაღალდის ჩაწყობა და დანადგარზე მიწოდება, საღებავის ჩასხმა და სხვა.

ეს ეტაპები გაწერეთ პროცედურაში. თუ პროცედურა იწერება კონკრეტული დანადგარის მუშაობაზე, მაშინ ამ ეტაპზე ძალიან წაგადგებათ დანადგარის მწარმოებლის მიერ შემუშავებული დოკუმენტაცია (მანუალები) სადაც ეს თანმიმდევრული ეტაპები აუცილებლად იქნება გაწერილი.

4.      თითოეულ ეტაპზე პოტენციური საფრთხეების განსაზღვრამესამე ნაბიჯში განსაზღვრულ თითოეულ ეტაპზე განსაზღვრეთ და ჩამოწერეთ ასოცირებული საფრთხეები.
5.      რისკების შეფასებასაფრთხეების იდენტიფიცირების შემდეგ საჭიროა მათთან ასოცირებული რისკების შეფასება.

გამოიყენეთ რისკების შეფასების კლასიკური მეთოდი  -შეაფასეთ თითოეული  საფრთხე და შესაბამისი რისკი.  მაგ: სიმაღლეზე მუშაობა არის საფრთხე, ხოლო რისკი – ადამიანის ჩამოვარდნა და/ან საგნების ვარდნა.

6.      გაწერეთ ადეკვატური და პრაქტიკული კონტროლის ზომები / მექანიზმებიგაწერეთ კონტროლის მექანიზმები (კონტროლების იერარქიის მიხედვით). აუცილებლად დაიხმარეთ „კონტროლებზე“ პასუხისმგებელი (შემსრულებელი) პირი, რათა შეათანხმოთ ყველა საკონტროლო ღონისძიება. მათ შესაძლოა ჰქონდეთ არგუმენტები და უფრო მოქნილი და ბიუჯეტური გადაწყვეტა შემოგთავაზონ.

შემდეგ, ეს მოფიქრებული და შეთანხმებული კონტროლის მექანიზმები გადაიტანეთ პროცედურაში. ანუ, მაგალითად თუ სიმაღლიდან ადამიანის ვარდნის რისკს დაუწესეთ მოაჯირების, ჩაბმის აუცილებლობის, გამართული ხარაჩოების და დატრენინგებული მომუშავეების კონტროლები, მაშინ ეს ყველა კონტროლი გადაიტანეთ პროცედურაში იმპერატიული ტონით. და დაწერეთ ასე – კომპანიაში ყველა სიმაღლეზე მუშაობა უნდა წარიმართოს შემდეგი რისკის კონტროლის მექანიზმების გათვალისწინებით: …….

7.      საგანგებო სიტუაციების პროცედურის გათვალისწინებაუსაფრთხო ოპერირების პროცედურაში განხილული უნდა იყოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმაც, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული სცენარები და საჭირო ღონისძიებები/ქმედებები.

მაგ. სიმაღლეზე მუშაობის პროცედურის ერთ-ერთი თავი აუცილებლად უნდა ეხებოდეს საგანგებო სიტუაციისას განსახორციელებელ ქმედებებს, ანუ რა უნდა მოვიმოქმედოთ ადამიანის ვარდნის შემთხვევაში. განხილული უნდა იყოს ყველა სავარაუდო სცენარი და შესაბამისი სამოქმედო ნაბიჯები.

8.      შეიმუშავეთ პროცედურის გაწერის სტილისტიკაპროცედურა მარტივი ენით უნდა იყოს გაწერილი, რათა გასაგები იყოს ყველა რგოლის თანამშრომლისთვის, მათი კომპეტენციის მიხედვით. გასათვალისწინებელია ასევე ენობრივი ბარიერი. თუ კომპანიაში მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან, პროცედურების ქართულ ენაზე დაწერას არანაირი აზრი არ აქვს. საჭიროა მათი თარგმნა.

არ არის აუცილებელი პროცედურა იყოს 200-300 გვერდიანი, მას არავინ წაიკითხავს. პირიქით, რაც უფრო მოკლედ და გასაგებად წერია პროცედურა, მით უფრო დახვეწილია ის.

9.      შემუშავებული პროცედურის გატესტვაპროცედურა პირველ რიგში უნდა გატესტოთ / შეამოწმოთ    ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

ნახეთ ამა თუ იმ სამუშაოზე ეს პროცედურა როგორ მუშაობს, თუ გამოიკვეთა შეუსაბამობები, ახლიდან შეაფასეთ პროცესი და გააკეთეთ რელევანტური ჩასწორებები.

პროცედურის დოკუმენტი უნდა იყოს რეგულარულად განახლებადი. დააწესეთ კონკრეტული გადახედვის თარიღი (მაგ. 6 თვეში ერთხელ) ან თუ შეიცვალა მდგომარეობა, მოხდა ინციდენტი, დაემატა საფრთხეები ან კომპანიას დაემატა მრავალი ახალი თანამშრომელი, გადახედეთ პროცედურას და დარწმუნდით მის რელევანტურობაში.

10.   პროცედურის დამოწმება / დამტკიცებაპროცედურა უნდა დამტკიცდეს შესაბამისი ხელმძღვანელი პირებისა და  შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლის მიერ.

მითითებული უნდა იყოს დამტკიცების თარიღი და ხელმოწერები, ასევე პროცედურის გადახედვის თარიღი.

კარგ კომპანიებში შემუშავებულ პროცედურას ჯერ სატესტო რეჟიმში უშვებენ, შემდეგ უტარებენ საბოლოო ჩასწორებებს და ამის შემდეგ ხდება მისი საბოლოო დამოწმება დირექტორის ან სხვა ზემდგომი პირის მიერ.

11.   პროცედურაზე ხელმისაწვდომობაპროცედურა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის / თანამშრომლისთვის.

პროცედურა უნდა განთავსდეს სამიზნე სამუშაოებთან ან ამა თუ იმ დანადგართან სიახლოვეს. კარგი პრაქტიკაა პროცედურაში მითითებული კონკრეტული მოთხოვნების ამობეჭდვა, ლამინირება და სამუშაო ადგილებში გაკვრა (მაგ. კონკრეტული დანადგარის სამუშაო პროცედურიდან საჭირო ამონარიდი გავაკრათ ამ დანადგართან ახლოს).

12. თანამშრომლებისთვის გაზიარებაპირველ რიგში უნდა მოხდეს მომუშავეების ამ ახალი პროცედურის მიხედვით დატრენინგება. ანუ, მათ უნდა გავაცნოთ ახალი პროცედურის მოთხოვნები. თუ თანამშრომელს ხელი არ აქვს მოწერილი დასწრების ფურცელზე, სადაც მათ აეხსნათ ახალი პროცედურის მოთხოვნები, მათ ვერც მორალურად და ვერც იურიდიულად ვერ მოვთხოვთ ამ მოთხოვნების დაცვას.

ყველა ახალი პროცედურის შემუშავებისას ფორმალური ტრენინგის ან ინსტრუქტაჟის ჩატარება აუცილებელია.

უსაფრთხო ოპერირების პროცედურა ცოცხალი დოკუმენტია, პროაქტიული და რეაქტიური პროცესები საშუალებას იძლევა მუდმივად ვაკონტროლოთ და მოქნილი გავხადოთ  პროცედურა და აღმოვფხვრათ ნებისმიერი ხარვეზი, რაც გამოიკვეთება მუშაობის პროცესში.  პროცედურა მუდმივად უნდა ნახლდებოდეს და იყოს რეალურ სიტუაციაზე მორგებული.

მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ უსაფრთხო ოპერირების პროცედურ და სტანდარტული ოპერირების პროცედურა. უსაფრთხო ოპერირების პროცედურ მოიცავს უსაფრთხოების ასპექტებს მხოლოდ აქტივობების/სამუშაოების ან კონკრეტული მანქანა დანადგარების შემთხვევაში, ხოლო სტანდარტული ოპერირების პროცედურ შედარებით ფართოდ განიხილავს მწარმოებლის ტექნიკური მითითებებს, არსებულ რეგულაციებს და ტექნოლოგიურ და ინჟინრულ სტანდარტებს.

საუკეთესო პრაქტიკა  –  ნებისმიერი პროცედურა (დოკუმენტი), რომელიც ემსახურება საწარმოო პროცესების სწორ და უსაფრთხო მართვას, გადმოცემული უნდა იყოს მარტივი ენითა და ლაკონიური ფორმით, სასურველია ფოტო მასალისა და პიქტოგრამების გამოყენებაც. მნიშვნელოვანია, ამ პროცედურების სავალდებულო გამოყენების ინსტრუქციის თითოეულ თანამშრომლამდე მიტანა.

ჩამოტვირთეთ საოფისე სამუშაოებისთვის შექმნილი პროცედურის მაგალითი. მაგალითში მოცემულია პროცედურის ქვეთავები, რომლებიც თავად უნდა შეავსოთ:

მაგალითი – საოფისე სამუშაოების უსაფრთხოების პროცედურა

საფკო გისურვებთ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას!

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვები სამუშაო სივრცეში – დამატებითი ხარჯი ბიზნესისთვის, თუ ინვესტიცია?

სამუშაო სივრცეში გარემო-მახასიათებლების მაჩვენებლების ინსპექტირებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. საწარმოო მიკროკლიმატი მოიცავს შემდეგი ფიზიკური პარამეტრების ერთობლიობას – ტემპერატურა, ტენიანობა, განათება, ჰაერის

NEBOSH სერთიფიკატის გავლენა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში წამყვან კვალიფიკაციებს შორის, NEBOSH სერტიფიკატი პირველ ადგილს იკავებს. როგორც შრომის უსაფრთხოების ტრენინგ კომპანია, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ  შესაძლებლობა გვაქვს

პრაქტიკული საევაკუაციო სწავლება ორგანიზაციებში

საევაკუაციო სწავლება არის იმიტირებული საგანგებო სიტუაცია, დაგეგმილი სცენარით. ამ ტიპის სწავლების დროს ხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება დასაქმებულთათვის. საევაკუაციო სწავლებების ჩატარება რამდენიმე მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი