საევაკუაციო სწავლება არის იმიტირებული საგანგებო სიტუაცია, დაგეგმილი სცენარით. ამ ტიპის სწავლების დროს ხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება დასაქმებულთათვის.
საევაკუაციო სწავლებების ჩატარება რამდენიმე მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ყველა კვალიფიციური და პასუხისმგებლიანი დამსაქმებლისთვის:
1) სწავლება ამზადებს დასაქმებულებს საგანგებო მდგომარეობებისთვის და ევაკუაციის პროცესს ხდის უფრო ეფექტურს და ორგანიზებულს
2) სწავლების დროს მოწმდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შიდა ჯგუფების მუშაობა და ეფექტურობა
3) სწავლებების მეშვეობით ორგანიზაციას შეუძლია გამოავლინოს ხარვეზები ევაკუაციის პროცესში, აღჭურვილობაში, სახანძრო და განგაშის სისტემებში და მიიღოს შესაბამისი გამოსასწორებელი ზომები
4) რეალური საგანგებო მდგომარეობების გავლენისა და ზემოქმედების შემცირება – სწავლებების მეშვეობით დასაქმებულები იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას ევაკუაციის, პირველადი დახმარებისა და სხვა საჭირო უნარების შესახებ.
5) კანონთან შესაბამისობა და ორგანიზაციის რეპუტაციის შენარჩუნება – კანონი გარკვეული ტიპის ორგანიზაციებს სთხოვს ამ სწავლებების რეგულარულად განხორციელებას და ეს ასეც რომ არ იყოს, ყველა კვალიფიციურ ორგანიზაციას უნდა შეეძლოს საგანგებო სიტუაციების დროს სათანადოდ იზრუნოს საკუთარ დასაქმებულებსა და მომხმარებლებზე.
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 370-ე დადგენილების მე-5-ე მუხლის მე-8-ე პუნქტის მიხედვით:
“ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ობიექტებისათვის შემუშავებული უნდა იქნეს ხანძრის პირობებში ევაკუაციის უზრუნველყოფისათვის პერსონალის მოქმედებების ინსტრუქცია (დანართი №4). ობიექტების ხელმძღვანელებმა არანაკლებ ნახევარ წელიწადში ერთხელ უნდა უზრუნველყონ ხანძრის დროს პერსონალის მოქმედებების გავარჯიშება შენობის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის ყველა ელემენტის გამართული მუშაობის შემოწმების პარალელურად.”
ამავე დადგენილების N 6 დანართის “სახანძრო უსაფრთხოების სწავლება” მე-11-ე პუნქტის მიხედვით:
ხანძარსაშიში წარმოების მქონე ობიექტის ყველა მუშაკი, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის (50 ადამიანზე მეტი) შენობებში მომუშავეებს, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების (სადაც ადამიანები იმყოფებიან ღამის საათებში) მუშაკებს უნდა შეეძლოთ ხანძრის დროს მოქმედებების და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების გამოყენების პრაქტიკული ჩვენება.
შესაბამისად, პრაქტიკული სწავლების ჩატარება სავალდებულოა ნახევარ წელიწადში ერთხელ ხანძარსაშიში წარმოების, მასობრივი თავშეყრის (50 ადამიანზე მეტი) სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების (სადაც ადამიანები იმყოფებიან ღამის საათებში) ობიექტებზე.
საევაკუაციო პრაქტიკული სწავლების პროცესი 3 ძირითად ნაწილს მოიცავს:
თეორიული სწავლება – მოიცავს ტრენინგებს სახანძრო უსაფრთხოებასა და სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების მართვაში. სწავლების დროს მიმოხილულია საგანგებო სიტუაციებში თანამშრომელთა მოქმედების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს (ხანძარი / ბომბის მუქარა / მიწისძვრა / წყალდიდობა / ქარიშხალი / ცუნამი და ა.შ.) თეორიული სწავლება უნდა ჩაუტარდეს:
- ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს
- სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს
- პირველად სამედიცინო დახმარებაზე პასუხისმგებელ პირებს
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გუნდის განსაზღვრა / ფორმირება – გუნდის ფორმირებისას აუცილებელია გუნდის წევრებს განსაზღვრული ჰქონდეთ თავიანთი როლები და პასუხისმგებლობები ყველა შესაძლო საგანგებო სიტუაციის დადგომისას. შესაბამისად, უნდა მოხდეს პასუხისმგებლობის გადანაწილება და გამოიყოს შემდეგი პირები:
- სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები
- პირველად სამედიცინო დახმარებაზე პასუხისმგებელი პირები
- კომუნალური კომუნიკაციების იზოლირებაზე პასუხისმგებელი პირები
- სივრცის, სართულის და შენობის ევაკუაციაზე პასუხისმგებელი პირები
- შეკრების ადგილის კოორდინატორების პასუხისმგებლობები
- დაცვის სამსახურის პასუხისმგებლობები
- გუნდის ლიდერების პასუხისმგებლობები
- ა.შ. (ორგანიზაციის მასშტაბისა და სპეციფიკურობის გათვალისწინებით)
პრაქტიკული საევაკუაციო სწავლების ჩატარება – იმიტირებული საგანგებო სიტუაციის სცენარის დაგეგმვა და განგაშის გააქტიურებიდან მის დასრულებამდე პროცესზე დაკვირვება. პროცესში უნდა განხორციელდეს შემდეგ საკითხებზე დაკვირვება:
- საევაკუაციო გზებისა და დერეფნების გამტარობის დაფიქსირება
- სხვადასხვა სახანძრო უსაფრთხოების სისტემების გამართულ მუშაობის შეფასება
- საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გუნდისთვის აუცილებელი აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის შეფასება
- შეკრების ადგილამდე თანამშრომელთა ეფექტიანი ევაკუაციის დროის განსაზღვრა
- თანამშრომელთა აღრიცხვის სწრაფი მეთოდის შემუშავება
- 112 საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება
- მიღებული შედეგების ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და ანგარიშგება
SafCo -ს პრაქტიკული საევაკუაციო სწავლების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის მსხვილ და ხალხმრავალ ობიექტებში. საევაკუაციო წვრთნის სერვისით სარგებლობისთვის ეწვიეთ ბმულს.