
რეგისტრაცია
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი

USAID ახორციელებს პროგრამას – „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“, რომელშიც პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული SafCo.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდა დარგობრივი საკონსულტაციო სამუშაოები. აღნიშნული პროგრამის მიზანია, მოსახლეობის ხელშემწყობი ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის და აკმაყოფილებს კერძო სექტორის მოთხოვნებს; ასევე, პროფესიული უნარების განვითარების თანამედროვე ეკოსისტემის ფორმირება საქართველოში და ახალი ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც ხელს შეუწყოს უნარების განსავითარებელი პროგრამების დანერგვას და ამ პროცესში ბიზნეს სექტორის ჩართულობას.
პროგრამის ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორების ერთობლივი ძალისხმევით ეტაპობრივად იდენტიფიცირდა მოთხოვნადი უნარები და ხელი შეეწყო შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას.
SafCo-მ მონაწილეობდა ყველა სამუშაო შეხვედრაში, რომელიც უკავშირდებოდა შრომის უსაფრთხოების საკითხებს, საგანმანათლებლო სტანდარტებს, პროგრამებსა და სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვებისათვის აუცილებელი სტანდარტების შემუშავებას.
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი