Skip to content

ჩვენი შესრულებული პროექტები

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია

საფკოს სამშენებლო უსაფრთხოების ფარგლებში განხორციელებული  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და საამაყო პროექტი გახლავთ კომპანია INSI- სთან თანამშრომლობა და თბილისის განვითარების ფონდის მიერ წარმოებულ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტში ჩართულობა. კომპანია INSI არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანია, რომელიც სხვა არსებულ პროექტებთან ერთად აქტიურად იღებს მონაწილეობას თბილისის ისტორიული უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოებში. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამოწვევებით სავსე პროექტი, რომელიც წარმატებით დასრულდა არის ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია. SafCo-ს და INSI-ს ერთობლივი ძალისხმევით პროექტი დასრულდა სერიოზული ინციდენტების გარეშე.

სამშენებლო და შრომის უსაფრთხოების კომპანია საფკო და თბილისის განვითარების პროექტი:

კომპანია „ინ-სი“-მ გამოგვიცხადა ნდობა, რომ მათთან ვაწარმოოთ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო საქმიანობა და კომპანიაში გავმართოთ ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საფკოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კომპანიაში შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის შექმნაში, ჩამოაყალიბეს ადამიანური რესურსი, რომელიც ჩაიბარებს თითოეულ ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დარგს. გაიწერა სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი მიზანია ახლად დანიშნულ კადრებთან მჭიდროდ მუშაობა, მათი განვითარება, შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბება, მისი იმპლემენტაცია და შემდეგ რეგულარული მონიტორინგი და აუდიტი.

ამ სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საფკოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები ანხორციელებენ რეგულარულ შრომის უსაფრთხოების ტრენინგებს კომპანიის ყველა რგოლისთვის, ყველა ობიექტზე შემუშავდა პირველადი რისკების შეფასების დოკუმენტი, განისაზღვრა და პრიორიტეტების მიხედვით დალაგდა პრობლემური არეალები, რის მიხედვითაც დაიწერა სამუშაო პროცედურები (შიდა განაწესი), შემუშავდა ობიექტების ინსპექტირების გეგმა და გამზადდა ინსპექტირების სიები (ჩექლისტები), დაინერგა გამოსასწორებელი დავალებების განსაზღვრისა და მათი აღმოფხვრის ყოველთვიური პროცესი, დაინერგა ინციდენტების (შემდგარი და შეუმდგარი უბედური შემთხვევების) გამოძიების პროცესი, შეიქმნა საგანგებო მდგომარეობებზე რეაგირების პროცედურა, შემუშავდა მძიმე ტექნიკის, სამუშაო დანადგარებისა და ხელსაწყოების რეგულარული ინსპექტირების პროცესი და სხვა.

მოგვწერეთ კითხვა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი