Skip to content

ჩვენი შესრულებული პროექტები

სიმაღლეზე მუშაობის ტრენინგი - Global Beer Georgia

შრომითი უსაფრთხოების კომპანია „საფკო“ რეგულარულად ატარებს ტრენინგს სიმაღლეზე უსაფრთხო მუშაობასა და მასთან ასოცირებული დამცავი საშუალებების შესახებ.

ეს შრომითი უსაფრთხოების სასწავლო კურსი განსაკუთრებულად აქტუალური და კანონით მოთხოვნილია სამშენებლო და სამრეწველო ინდუსტრიებში, სადაც ხშირია სიმაღლეზე წარმოებული სამუშაოები და შესაბამისად მომატებულია რისკები. ერთ-ერთი ასეთი სესია ჩატარდა ლუდსახარშ „Global Beer Georgia”-ში, რომელიც აქტიურად ცდილობს კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტები გაუმჯობესებას და საერთაშორისო სერთიფიცირების მოპოვებას. სესია ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიულ ნაწილში განხილულია სიმაღლეზე მუშაობის საფრთხე და მასთან ასოცირებული რისკები, ამ რისკების მართვის მექანიზმები, კონტროლების იერარქია, რამდენიმე სახეობის დამცავი სისტემები და მათი სპეციფიკა და სხვა. პრაქტიკულ ნაწილში კი, მსმენელები სწავლობენ დამცავი საშუალებების (ქამარი, ღვედები, სიცოცხლის ბაგირი, ა.შ.) სწორ გამოყენებას.

მოგვწერეთ კითხვა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი