Skip to content

ჩვენი შესრულებული პროექტები

შრომის უსაფრთხოების კანონი - ბაზის შემუშავება და დანერგვა

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და დანერგვა.
 
ჯანმრთელობის დაცვა და შრომის უსაფრთხოება – ეს ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აქვს ნაკისრი. ამ სფეროში სულ 26 დირექტივაა ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოსატანი. კომპანია ,,საფკო’’-ს და მის ჯამრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს დიდი წვლილი შეაქვთ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ პროექტში: პროფესიული განათლებისა და დასაქმების რეფორმების ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი საქართველოში. 
 
პროექტის მთავარი მიზანია ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების ევროპული რეგულაციების (ტექნიკური რეგლამენტების) დამუშავება, მოდიფიკაცია და ქართულ კანონმდებლობაში დანერგვა, რათა შრომის უსაფრთხოება საქართველოში შეესაბამებოდეს ნაკისრ ვალდებულებებს. ამ პროცესში კომპანია ,,საფკო’’-ს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს ერთ-ერთი მთავარი როლი აქვთ. მათ მოვალეობებში შედის: არსებული ადგილობრივი კანონმდებლობის მოძიება და ევროპულ რეგულაციასთან შედარება, სამუშაო ჯგუფის დისკუსიის წარმართვა და რეგულაციის საბოლოო ტექსტის შემუშავება.  პროექტში ჩართულნი არიან, ევროპელი ექსპერტები, არასამთავრობო სექტორი, პროფესიული კავშირი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა სტრუქტურები. 

მოგვწერეთ კითხვა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი