Skip to content

ჩვენი შესრულებული პროექტები

შრომის უსაფრთხოების პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა​

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტმა ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებისა და შრომითი უფლებების რეგულაციების მოწესრიგების  მიზნით დაიწყო ინტენსიური მუშაობა და 2015 წლის თებერვალში ჩამოაყალიბა ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის სამსახური. ამ ეტაპზე ეს სამსახური 25 მონიტორითაა წარმოდგენილი. რომლებიც იკვლევენ და სწავლობენ შრომის უსაფრთხოების პირობებს საწარმოებში, აფასებენ არსებულ მდგომარეობას, წარადგენენ რეკომენდაციების გეგმას, რათა განახლებული, ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული საკანონმდებლო ბაზა უმტკივნეულოდ იქნას ადაპტირებული ბიზნესებში.
 
საფკო აქტიურად არის ჩართული მონიტორების შერჩევის და მათი შემდგომი განვითარების პროცესში. კომპანია ,,საფკო’’ მიწვეული იქნა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რათა წარმოედგინა შრომის უსაფრთხოების სასწავლო კურსი აღნიშნული მონიტორებისთვის. კომპანიის კვალიფიციურმა ტრენერების ჯგუფმა წარმოადგინა კომბინერებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების  ტრენინგის პაკეტი, საერთაშორისო რეგულაციებზე და სტანდარტებზე დაყრდნობით. შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა ჩატარდა საერთაშორისო ტრენინგების პროტოკოლის სრული დაცვით, მსმენელებს დაურიგდათ დამხმარე ლიტერატურა, წარმოდგენილი იყო პრაქტიკული სავარჯიშოები, ვიდეო მასალა და კურსის ბოლოს მსმენელთა ტესტირება სართაშორისო ტესტირებების ანალოგიით, წარმატებულ მსმენელებს გადაეცათ სერთიფიკატები. 

მოგვწერეთ კითხვა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი