Skip to content

ჩვენი შესრულებული პროექტები

შრომის უსაფრთხოების პირველი სოფტი - SafePRO

რამდენიმეწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, SafCo-მ შექმნა ინოვაციური პროექტი – შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფა SafePRO.

SafePRO არის შრომის უსაფრთხოების პირველი ქართული სოფტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გაუმჯობესდეს შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობა ორგანიზაციაში.

სოფტის მრავალფეროვანი ფუნქციონალი ამარტივებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერების ყოველდღიურ სამუშაო პროცესს, აუმჯობესებს უსაფრთხოების კულტურას და იძლევა წვდომას დახვეწილ და სტანდარტიზებულ სამუშაო ფორმებზე, დოკუმენტებზე, ტრენინგებსა და კომუნიკაციის საშუალებებზე.

SafePRO-ში ჩაშენებული 10 მოდულის დახმარებით, პასუხისმგებელ პირებს შესაძლებლობა აქვთ:

  • შეიმუშაონ, ატვირთონ, დაადასტურონ და ექსპლუატაციაში ჩაუშვან შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაცია
  • სამუშაო სპეციფიკის მიხედვით, პროცესები დაყონ პროექტებად, ფილიალებად და ა.შ.
  • მოახდინონ რისკების შეფასების პროცესის ოპტიმიზაცია, შესაბამისი დოკუმენტის ავტომატური გენერირება
  • ინციდენტების ანგარიშგების და მოკვლევის პროცესი გახადონ ავტომატური
  • გაიმარტივონ ობიექტების ინსპექტირების პროცესი მზა ჩეკლისტების საშუალებით – ინსპექტირების შედეგების ჩაწერა, სურათის მიბმა, გამოსასწორებელი დავალებების გაწერა და პასუხისმგებელ პირზე დავალება პროგრამულად)
  • შრომის უსაფრთხოების სრული აუდიტი ჩაატარონ მზა ანგარიშების დახმარებით
  • დააკვირდნენ შრომის უსაფრთხოების პროცესებს, სახიფათო ქმედებებსა და გარემოებებს  
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგები ჩაატარონ ონლაინ რეჟიმში; სოფტში ჩაშენებულია 15 -ზე მეტი თემატური კურსი სექტორების მიხედვით
  • გამოიყენონ ტრენინგზე დამსწრეთა აღრიცხვის მოქნილი სისტემა
  • ისარგებლონ შრომის უსაფრთხოების მზა გაიდლაინებითა და პროცედურებით – სამუშაო ნებართვების გენერირება და ხელმძღვანელის მიერ დადასტურების შესაძლებლობა
  • გამოიყენონ ციფრული ბიბლიოთეკა სფეროსთან დაკავშირებული მასალით, შაბლონებით, ნიმუშებით, რეგლამენტებში შესული სიახლეებით და ყველა საჭირო ინფორმაციით
  • ავტომატურად მიიღონ საკანონმდებლო ბაზაში შესული ყველა სიახლე
  • შესაბამის პასუხისმგებელ პირთან დაამყარონ კონტაქტი პროგრამულად – იმეილის და მოკლე-ტექსტური შეტყობინების საშუალებით
  • სხვადასხვა რგოლის მენეჯმენტი ჩართოს შრომის უსაფრთხოების პროცესებში – დოკუმენტების/დავალებების/ყველა სხვა პროცესის დადასტურება, ხელმოწერა, ნებართვის გაცემა
  • და სხვა.

ამ ეტაპისთვის SafePRO-ს წარმატებით იყენებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი მსხვილი და საშუალო ზომის კომპანია, ასევე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები.

შრომის უსაფრთხოების სფეროს ხარისხიანად მართვა წარმოუდგენელია სოფტის გარეშე.

ნუ ჩამორჩები მოვლენებს, გააციფრულე შრომის უსაფრთხოება!

დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

მოგვწერეთ კითხვა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი