კომპანია 𝐒𝐚𝐟𝐂𝐨 საქმიანობის 𝟏𝟎 წლის იუბილეს აღნიშნავს. განვლილი წლების განმავლობაში 𝐒𝐚𝐟𝐂𝐨-ს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს:
ქვეყანაში პირველი შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ ორგანიზაციიდან ჩამოვყალიბდით სფეროს ლიდერ კომპანიად
შევქმენით ერთგული და საიმედო გუნდი – საერთაშორისო სერტიფიცირებითა და 𝟏𝟓+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით
შევიმუშავეთ შრომის უსაფრთხოების პირველი პროგრამული უზრუნველყოფა საქართველოში – 𝐒𝐚𝐟𝐞𝐏𝐑𝐎
ხელმისაწვდომი გავხადეთ საერთაშორისოდ აღიარებული 𝐈𝐎𝐒𝐇 და 𝐓𝐂𝐒 სერტიფიცირება ქართულ ენაზე
დავნერგეთ შრომის უსაფრთხოების ონლაინ რესურსების პლატფორმა – 𝐒𝐚𝐟𝐂𝐨 𝐀𝐜𝐚𝐝𝐞𝐦𝐲
ჩამოვყალიბდით როგორც სფეროს მოწინავე ტრენინგ-ცენტრი გამოცდილი პრაქტიკოსი ტრენერებით
შრომის უსაფრთხოების ყველაზე მოთხოვნადი აკრედიტებული კურსის ფარგლებში, 𝟑 კომპონენტიანი სწავლებით გადავამზადეთ 𝟐𝟎𝟎𝟎-ზე მეტი სპეციალისტი
მონაწილეობა მივიღეთ შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ქართული ბიზნესის ცნობიერების ამაღლებაში შრომის უსაფრთხოების კუთხით
შევქმენით შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციებისა და სპეციალისტების კონფედერაცია – 𝐂𝐨𝐒𝐇𝐎
გამოვეცით შრომის უსაფრთხოების 𝟓 სექტორული სახელმძღვანელო ქართულ ენაზე