ჩვენი შრომითი უსაფრთხოების პროექტი

მინდელის მაღაროს შრომის უსაფრთხოების აუდიტი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დაკვეთით შრომის უსაფრთხოების კომპანია safco-ს წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ ტყიბულში მინდელის მაღაროში არსებული შრომის უსაფრთხოების პირობების ინსპექტირების პროცესში. აუდიტის ჯგუფი შედგენილი იყო გერმანული კომპანია DMT – ის კონსულტანტების, საფკოს წარმომადგენლებისა და სხვა ლოკალური ექსპერტებისგან. შრომის უსაფრთხოების აუდიტი და მოხსენების მომზადება მიმდინარეობდა 5 კვირის განმავლობაში და მიზნად ისახავდა კომპანია საქნახშირში არსებული შრომის უსაფრთხოების სისტემის ხარვეზების გამოვლენას და გამოსასწორებელი რეკომენდაციების გაწერას.