
რეგისტრაცია
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი
SafCo არის ლიდერი კომპანია შრომის უსაფრთხოების სრული აუდიტების ჩატარების მხრივ. ჩვენი აუდიტორები არიან სფეროს ერთადერთი წარმომადგენლები, რომლებიც ფლობენ ISO 45001, ISO 9001 და ISO 14001 -ის Lead Auditor-ის სერტიფიკატებსა და სტატუსს.
მნიშვნელოვანია, რომ შრომის უსაფრთხოების აუდიტი ჩაატაროს სერტიფიცირებულმა და კვალიფიციურმა პირმა, რომ კლიენტმა ორგანიზაციამ მიიღოს შესაბამისი სარგებელი და გააუმჯობესოს სამუშაო პროცესები.
ბოლო პერიოდში ჩვენს მიერ შრომის უსაფრთხოების აუდიტი ჩატარდა შემდეგ ორგანიზაციებში:
შრომის უსაფრთხოების აუდიტის მიზანია, ორგანიზაციის დათვალიერება განხორციელდეს სპეციფიკის გათვალისწინებით, გადამოწმდეს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცედურები/დოკუმენტები:
მათ შორის, რისკის შეფასების პროცესი და ანგარიშები, ინციდენტების მოკვლევის და რეპორტირების კულტურა, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების და კონსოლიდირების მეთოდები, პროაქტიური და რეაქტიული პროცესების არსებობა და ხარისხი, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცედურები, კომუნიკაციის მეთოდები და ანგარიშები, სასწავლო პროგრამების მიზნობრიობისა და სამიზნე ჯგუფების შერჩევის მეთოდები, სასწავლო პროგრამების ხარისხის და შედეგების შემოწმების მეთოდები.
შრომის უსაფრთხოების აუდიტის შედეგები:
დამკვეთს და ყველა დაინტერესებულ პირს, საშუალება ეძლევა იხელმძღვანელოს აუდიტის ანგარიშებით, სადაც დეტალურადაა გაწერილი დევიაციები და აღმოფხვრის გზები, აუდიტის ანგარიშის სახით დამკვეთი ღებულობს ერთგვარ გზამკვლევს, რათა პრიორიტეტის მიხედვით დალაგებული საკითხები გადაჭრას დროის გონივრულ ვადებში და გააკეთოს სწორი დასკვნები, აუდიტის ანგარიშებში მითითებული რესურსების მოთხოვნები გაითვალისწინოს ბიუჯეტის შედგენის პროცესში, როგორც მატერიალური ისე ადამიანური რესურსის კუთხით.
სერვისის შესაკვეთად დაგვიკავშირდით ნომერზე +032 2 830 221 ან გადადით ბმულზე
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი