
რეგისტრაცია
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი
SafCo -ს პარტნიორმა კომპანია INSI Construction & Building Co.– მა წარმატებით დაასრულა მორიგი პროექტი – თბილისის ერთ–ერთი უძველესი უბნის, გუდიაშვილის მოედნის აღდგენის პროცესი.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გუდიაშვილის მოედანზე არსებულ ათეულობით ისტორიულ შენობასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მოხდა ტროტუარების კეთილმოწყობა და მიმდებარე შენობების განათება თანამედროვე კომბინირებული სანათებით.
პროექტი 2018 წლიდან მიმდინარეობდა თბილისის მერიის დაკვეთით.
ჩვენი გუნდი გუდიაშვილის პროექტში პირველივე დღიდან იყო ჩართული და შრომის უსაფრთხოების სრულ საკონსულტაციო მომსახურებას ახორციელებდა:
· შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის შემუშავება/დანერგვა და მონიტორინგი;
· შრომის უსაფრთხოების გეგმის, პროცედურების, პოლიტიკის გაწერა და შემუშავება;
· ობიექტების უსაფრთხო მოწყობა და ინსპექტირება;
· რეგულარული ინსტრუქტაჟების ჩატარება;
· რისკების შეფასების პროცესის შემუშავება, დანერგვა და სხვა სამუშაოები.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტს არც ერთი მძიმე ინციდენტი არ მოჰყოლია.
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი