Skip to content

ჩვენი შესრულებული პროექტები

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია

საფკოს სამშენებლო უსაფრთხოების ფარგლებში განხორციელებული  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და საამაყო პროექტი გახლავთ კომპანია INSI- სთან თანამშრომლობა და თბილისის განვითარების ფონდის მიერ წარმოებულ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტში ჩართულობა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამოწვევებით სავსე პროექტი არის გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია. 

სამშენებლო და შრომის უსაფრთხოების კომპანია საფკო და თბილისის განვითარების პროექტი:

კომპანია „ინ-სი“-მ გამოგვიცხადა ნდობა, რომ მათთან ვაწარმოოთ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო საქმიანობა და კომპანიაში გავმართოთ ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საფკოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კომპანიაში შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის შექმნაში, ჩამოაყალიბეს ადამიანური რესურსი, რომელიც ჩაიბარებს თითოეულ ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დარგს. გაიწერა სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი მიზანია ახლად დანიშნულ კადრებთან მჭიდროდ მუშაობა, მათი განვითარება, შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბება, მისი იმპლემენტაცია და შემდეგ რეგულარული მონიტორინგი და აუდიტი.

ამ სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საფკოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები ანხორციელებენ რეგულარულ შრომის უსაფრთხოების ტრენინგებს კომპანიის ყველა რგოლისთვის, ყველა ობიექტზე შემუშავდა პირველადი რისკების შეფასების დოკუმენტი, განისაზღვრა და პრიორიტეტების მიხედვით დალაგდა პრობლემური არეალები, რის მიხედვითაც დაიწერა სამუშაო პროცედურები (შიდა განაწესი), შემუშავდა ობიექტების ინსპექტირების გეგმა და გამზადდა ინსპექტირების სიები (ჩექლისტები), დაინერგა გამოსასწორებელი დავალებების განსაზღვრისა და მათი აღმოფხვრის ყოველთვიური პროცესი, დაინერგა ინციდენტების (შემდგარი და შეუმდგარი უბედური შემთხვევების) გამოძიების პროცესი, შეიქმნა საგანგებო მდგომარეობებზე რეაგირების პროცედურა, შემუშავდა მძიმე ტექნიკის, სამუშაო დანადგარებისა და ხელსაწყოების რეგულარული ინსპექტირების პროცესი და სხვა.

მოგვწერეთ კითხვა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი