Skip to content

ჩვენი შესრულებული პროექტები

შრომითი უსაფრთხოების კურსი და პრეზენტაცია საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან (GIG)

,,ჯი აი ჯი’’ ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში ,,საფკო’’-ს თანამშრომლებმა აწარმოეს საინფორმაციო და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა კომპანიის მმართველ გუნდთან და წარმოადგინეს შრომის უსაფრთხოების ძირითადი საფუძვლების პრეზენტაცია; გაუზიარეს გუნდს საწარმოო ინციდენტებით გამოწვეული ზარალის სტრუქტურა და პრევენციული ღონისძიებები; განიხილეს რისკების შეფასების აუცილებლობის მიზნობრიობა და უსაფრთხოების კულტურის დანერგვა-განვითარების გზების დასახვა. გუნდთან განხილული იქნა სამომავლო გეგმები და ღონისძიებები შრომის უსაფრთხოების სტრუქტურული თუ ადმინისტრაციული დივიზიების შექმნის მიზნით ,,ჯი აი ჯი’’-ს შვილობილ კომპანიებში. დაისახა სასწავლო კურსების ჩატარების გეგმები.

,,ჯი აი ჯი’’-ს შვილობილ კომპანიებში: საქნახშირი, ნეოგაზი, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია, და გლობალტრანსი, ჩატარდა საწარმოო პროცესების დათვალიერება და საფრთხეების იდენტიფიცირება. მოკლე რეზიუმეს სახით ანგარიში მომზადდა თითოეულ კომპანიაზე, სადაც გაიწერა სამომავლო გეგმები შრომის უსაფრთხოების კულტურის დანერგვის მიზნით, შედეგები წარედგინა ,,ჯი აი ჯი’’-ს მმართველ გუნდს.

საფკოს შესრულებული შრომის უსაფრთხოების კურსის ფარგლებში:

კომპანია საქნახშირში დაიგეგმა და წარმატებით ჩატარდა ,,საფკოს’’ მიერ მომზადებული, მმართველობითი სასწავლო 30 საათიანი (5 დღე) შრომის უსაფრთხოების კურსი. მსმენელებს დაურიგდათ სასწავლო და დამხმარე ლიტერატურა, კურსი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. კურსი – შრომის დაცვა და უსაფრთხოება -ზე გაიარა 60-მა თანამშრომელმა, კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდა ტესტირება საერთაშორისო პროტოკოლის დაცვით, წარმატებულ მსმენელებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

მოგვწერეთ კითხვა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი