Skip to content
Screenshot 2024-05-22 at 15.16.13

პერსონალურ მონაცემთა დაცვა – აუთსორსული მომსახურება და სასერტიფიკატო კურსი

ახალი კანონი პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ ამოქმედდა 2024 წლის 1 მარტიდან (მისი ნაწილი), ხოლო რაც შეეხება კომპანიის ვალდებულებას – ჰყავდეს  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი,  ამოქმედდება 2024 წლის 1 ივნისიდან.

კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა კომპანიაზე, რომელსაც შეხება აქვს პირის პერსონალურ,  მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის (პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, ბიომეტრიულ მონაცემები,  ნასამართლეობა, პოლიტიკური და რელიგიური კუთვნილება და ა.შ) მონაცემებთან და ამუშავებს ასეთი სახის ინფორმაციას.

ახალი კანონის მიხედვით, ყველა კომპანია ვალდებულია, რომ ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა, მიღება, გადაცემა სხვა პირზე და ა.შ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კანონის დარღვევამ  შეიძლება გამოიწვიოს კომპანიის დაჯარიმება 1000-დან 20 000 ლარამდე.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულებას, ასეთი ვალდებულება აქვთ შემდეგ ორგანიზაციებს: საჯარო დაწესებულება, სადაზღვევო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო ბიურო, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, ავიაკომპანია, აეროპორტი, სამედიცინო დაწესებულება,  ასევე ყველა კომპანიას, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემებს ან ახორციელებს ფიზიკური პირების ქცევის სისტემურ და მაშტაბურ მონიტორინგს.

დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავებად ითვლება ფიზიკური პირების მონაცემები, რომელიც აღემატება საქართველოს მოსახლეობის 3 %-ს, ასევე პირის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომელიც აღემატება  საქართველოს მოსახლეობის 1%-ზე მეტს.

კომპანიის მიერ ფიზიკური პირების ქცევის სისტემურ და მაშტაბურ მონიტორინგად ითვლება, თუ იგი საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს:

  • ინტერნეტაქტივობის თვალთვალი (ე.წ. „თრექინგი“, სადაც ხდება მონაცემთა სუბიექტის წინასწარი რეგისტრაცია (მომხმარებლის შექმნა/აქტივაცია)), როდესაც კომპანიას აქვს ვებ-გვერდი, სადაც  ხდება მომხმარებლების შექმნა/რეგისტრაცია.
  • პროფაილინგი (მათ შორის თანამშრომლების შეფასება) ან ქულების მინიჭება რისკების შეფასების მიზნით;
  • ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიული პირის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბავშვების, მოსწავლეების, პროფესიული სტუდენტების/მსმენელებისა და სტუდენტების ქცევის მონიტორინგს;
  • პერსონალურ მონაცემებზე დაფუძნებულ ქცევით რეკლამირებას.

 

SafCo გთავაზობთ პერსონალური მონაცემების დაცვის ერთჯერად და ყოველთვიურ მომსახურებას.

  • კომპანიის საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა  პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის მოთხოვნებთან – ერთჯერადი მომსახურება;
  • კომპანიის საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა  პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის მოთხოვნებთან და პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცრით უზრუნველყოფა – ყოველთვიური მომსახურება.

გარდა პერსონალური მონაცემების დაცვის აუთსორსული მომსახურებისა, SafCo-ში ასევე, შესაძლებლობა გაქვთ გაიაროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსი.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელიც გეგმავს კომპანიის საქმიანობის პერსონალური მონაცემების დაცვის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ტრენინგი მოიცავს ყველა ძირითად საკითხს მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის:

  • მონაცემების დამუშავების წესი, პრინციპები და კატეგორიები;
  • კომპანიის და მისი თანამშრომლების ვალდებულებები ახალი კანონით მონაცემების დამუშავებისას და კომპანიის დაჯარიმების დეტალები;
  • მონაცემთა დამუშავების პოლიტიკისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის აღრიცხვის დოკუმენტების მომზადების პრაქტიკული სწავლება;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი და მისი ფუნქციები;
  • კომპანიის საქმიანობის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ძირითადი დეტალები და გადასადგამი ნაბიჯები;
  • ყველა სხვა საკითხი, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის განხორციელების სპეციფიკის გაგებას პრაქტიკული მაგალითებით.

ტრენინგს უძღვება რამდენიმე მსხვილი ორგანიზაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედი ოფიცერი.

კურსზე რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიჰყევით ბმულს.  ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 0322 830 221

 

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვა ცხელ პერიოდში – რა უნდა იცოდეს დამსაქმებელმა?

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა სამუშაო გარემოში მხოლოდ კომფორტის საკითხი არ არის. სიცხემ, მაღალმა ტენიანობამ, არასაკმარისმა ვენტილაციამ და სამუშაო პროცესით წარმოქმნილმა დამატებითმა სითბომ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს სამუშაო

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტები

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაცია – რომელი დოკუმენტები უნდა ჰქონდეს კომპანიას

შრომის უსაფრთხოების ეფექტური მართვა მხოლოდ უსაფრთხოების წესების დანერგვას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობა და მისი მუდმივი განახლება. შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის

შრომის უსაფრთხოების კანონები

შრომის უსაფრთხოების კანონები საქართველოში

შრომის უსაფრთხოება თანამედროვე სამუშაო გარემოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოში შრომის უსაფრთხოების რეგულირება ხდება სპეციალური კანონმდებლობით, რომლის მიზანია სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი