რეგისტრაცია
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი
შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეროვნული გამოცდების საბჭო (NEBOSH) არის წამყვანი გლობალური ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი კვალიფიკაციის ამაღლებას. NEBOSH საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაცია ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი პროფესიონალების კომპეტენციის ამაღლებას და უმაღლესი დონის განათლების მიღებას. NEBOSH-ის კვალიფიკაციას დიდ პატივს სცემენ და უპირატესობას ანიჭებენ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მთავრობები თუ დამსაქმებლები.
NEBOSH-ის სერტიფიცირება მსოფლიოს მასშტაბით სულ 550,000-მდე სპეციალისტს აქვს მოპოვებული.
ორგანიზაცია NEBOSH მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვის პროფესიონალთა საზოგადოებაში. NEBOSH-ის კვალიფიკაციის საშუალებით, მოსწავლეებსა და მათ დამსაქმებლებს სამუშაოსთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირებითა და მათი მართვით შეუძლიათ გააუმჯობესონ ადამიანების ცხოვრება მთელს მსოფლიოში.
SafCo გთავაზობთ მოიპოვოთ მსოფლიოში ყველაზე მაღალი რანგის სერტიფიკატი შრომის უსაფრთხოების სფეროში. SafCo-ს გამოცდილი ექსპერტები / მრჩეველები გაგიწევენ კვალიფიციურ დახმარებს NEBOSH-ის სერტიფიცირების ყველა საფეხურზე.
ჩვენი სერვისი მოიცავს:
SafCo შესაძლებლობას გაძლევთ გაიაროთ NEBOSH-ის ყველაზე გავრცელებული სასწავლო კურსი და მიიღოთ შესაბამისი კვალიფიკაცია შრომის უსაფრთხოების მიმართულებით (NEBOSH-ის საერთაშორისო სერტიფიკატი ან დიპლომი).
NEBOSH-ის სერტიფიკატის მფლობელები ითვლებიან შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მაღალი დონის ექსპერტებად, ხოლო NEBOSH-ის დიპლომის მფლობელებს ამ სფეროს უმაღლესი კვალიფიკაცია ენიჭებათ.
კურსის აღწერა:
NEBOSH საერთაშორისო ზოგადი სერთიფიკატის (NEBOSH International General Certificate) კვალიფიკაცია შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტებს მისცეს თავდაჯერებულობა, რათა პრაქტიკაში გამოიყენონ ის ცოდნა და უნარები, რომლებსაც აითვისებენ სწავლის პროცესში.
NEBOSH-ის საერთაშორისო გენერალური სერთიფიკატი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს კარიერის დაწყება შრომის უსაფრთხოების სფეროში ან/და სურთ კარიერული წინსვლა.
NEBOSH კვალიფიკაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერ ინდუსტრიაში სხვადასხვა კარიერულ საფეხურზე მყოფი ადამიანისთვის. სასურველია (მაგრამ არა აუცილებელი) მსმენელს გავლილი ჰქონდეს IOSH მართე უსაფრთხოდ საერთაშორისო კურსი.
NEBOSH საერთაშორისო ტრენინგი მოიცავს ხუთ ძირითად თემას (იხილეთ სილაბუსი):
NEBOSH კვალიფიკაცია გლობალურად აღიარებულია, როგორც წამყვანი სტანდარტი შრომის უსაფრთხოების სფეროში.
NEBOSH-ის კურსზე რეგისტრაციისთანავე, მსმენელს ეხსნება წვდომა ონლაინ პლატფორმაზე. შესაბამისად, მისთვის ხელმისაწვდომი ხდება სხვადასხვა სასწავლო მასალა, რომელიც მოიცავს; ვიდეო, აუდიო, ინტერაქტიული თამაშებს, ვიქტორინებს და სხვა მულტიმედიური შინაარსის ელემენტებს.
კურსის ფარგლებში, მსმენელს გამოყოფილი აქვს 5-12 თვე, რა პერიოდშიც უნდა დაამუშავოს განთავსებული მასალები.
NEBOSH ტესტირება – სერტიფიკატის მისაღებად, მსმენელებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ თეორიული და პრაქტიკული კომპონენტი. NEBOSH-ის გამოცდა ბარდება ყოველთვიურად ონლაინ რეჟიმში. SafCo უზრუნველყოფს მსმენელთა გამოცდაზე რეგისტრაციას და ფასილიტაციას.
სერტიფიკატი – გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ჩამოდის NEBOSH-ის მიერ გაცემული ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.
NEBOSH-ის კურსის საფასური – £ 770 (ფუნტის ექვივალენტი ლარში)
SafCo-ში ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ NEBOSH-ის დიპლომი შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკითხებში.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 57 97 56
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი