Skip to content

გამოცდისთვის მოსამზადებელი პროგრამა

შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტების გამოცდისთვის მოსამზადებელი პროგრამა

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების რესერტიფიცირების კურსი წარმატებით გაიარა 500-ზე მეტმა სპეციალისტმა და წარმატებით გაიხანგრძლივა სერტიფიკატის მოქმედების 3 წლიანი ვადა!

კურსი განკუთვნილია მოქმედი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის, რომელთა აკრედიტებულ სერტიფიკატებსაც გასდის მოქმედების ვადა და საჭიროებენ საგამოცდო ცენტრში სავალდებულო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას.

ექსპრეს კურსის მიზანია, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები მოამზადოს აკრედიტაციის გასახანგრძლივებელი სავალდებულო გამოცდისთვის; ინტერაქციული სწავლების გზით მათ შეასწავლოს  შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონითა და ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიაჩვიოს გამოცდის ფორმატსა და დასმული კითხვების სპეციფიკას.

ექსპრეს კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ გამოსცადონ საკუთარი თავი და დაწერონ რეალურ გამოცდასთან მაქსიმალურად მიახლოებული სავარჯიშო სიმულაციური ტესტი.

კურსს გაუძღვება კომპანია ,,Forsafety”-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი, აკრედიტებული ტრენერი,  შრომის უსაფრთხოების  სპეციალისტი – თამარ იოსელიანი. 

რესერტიფიცირების კურსი მოიცავს ინტერაქციულ სწავლებას, სწავლების პროცესში საკითხის სიღრმისეულ ანალიზსა და სასერტიფიკატო გამოცდის წერის ტექნიკების შესწავლას. კურსზე მნიშვნელოვანი დრო ეთმობა სწავლების განმახორციელებელი პირების მიერ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.

ხანგრძლივობა:

7 საკონტაქტო დღე + სიმულაციური გამოცდა

კურსი ჩატარდება შერეული ფორმატით – ონლაინ, ZOOM პლატფორმის გამოყენებით და/ან საკლასო დასწრებით.

სილაბუსი:

დღე I (2 საკონტაქტო საათი)  (19:00-21:00) 

დღე II (2 საკონტაქტო საათი)  (19:00-21:00) 

დღე III (2 საკონტაქტო საათი)  (19:00-21:00) 

დღე IV (2 საკონტაქტო საათი)  (19:00-21:00) 

დღე V  (2 საკონტაქტო საათი)  (19:00-21:00) 

დღე VI (2 საკონტაქტო საათი)  (11:00-13:00) 

დღე VII  (2 საკონტაქტო საათი)  (11:00-13:00) 

სასწავლო კურსის ბოლოს იწერება რეალური გამოცდასთან მაქსიმალურად მიახლოებული სიმულაციური ტესტი

ღირებულება: 350 ₾

ჯგუფის შედგენის შემდეგ მსმენელებს წინასწარ ეცნობებათ კურსის ჩატარების თარიღი და სხვა დეტალები

მოგვწერეთ კითხვა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი