რეგისტრაცია
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი
მიკროკლიმატი წარმოადგენს სამუშაო გარემოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიზიკურ ფაქტორს, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს თანამშრომლების ჯანმრთელობაზე, პროდუქტიულობასა და უსაფრთხოებაზე. მიკროკლიმატური პარამეტრები მოიცავს ჰაერის ტემპერატურას, ტენიანობას, ჰაერის მოძრაობის სიჩქარესა და სითბურ გამოსხივებას, რომელთა შეფასება აუცილებელია სამუშაო პირობების შესაბამისობის განსაზღვრისთვის.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სამუშაო სივრცეში მიკროკლიმატის გაზომვები უნდა ჩატარდეს წელიწადში მინიმუმ ორჯერ – ცივ და ცხელ პერიოდში, რათა სწორად შეფასდეს გარემო სხვადასხვა სეზონურ პირობებში.
აღნიშნული კურსი შექმნილია იმისთვის, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა მიიღონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარები, რომლებიც აუცილებელია გაზომვების სწორად ჩატარებისა და შედეგების შეფასებისთვის.
კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან:
სწავლება მიმდინარეობს პრაქტიკაზე ორიენტირებული ფორმატით და მოიცავს რეალურ სამუშაო გარემოში გაზომვებსა და პროფესიონალურ, კალიბრირებულ ხელსაწყოებზე მუშაობას, რაც უზრუნველყოფს მიღებული ცოდნის ეფექტურ გამოყენებას რეალურ სამუშაო პროცესში.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ წვდომას SafCo-ს მფლობელობაში არსებულ კალიბრირებულ ხელსაწყოებზე და შეძლებენ მათ უფასოდ გამოყენებას წელიწადში 2 დღის განმავლობაში (ცივ და ცხელ პერიოდში გაზომვებისთვის).
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
კურსის მოცულობა და ღირებულება
კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მოდულს და გრძელდება 4-5 საათი. თითოეულ მსმენელისთვის კურსის საფასური შეადგენს 400 ლარს საქართველოში არსებული გადასახადების გათვალისწინებით.
ჯგუფის შედგენის შემდეგ მსმენელებს წინასწარ ეცნობებათ კურსის ჩატარების თარიღი და სხვა დეტალები.
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი