long-covid-e1604666684938

ხანგრძლივი კოვიდი – Covid-19 (კორონავირუსის) ხანგრძლივი ეფექტი და სიმპტომები

როგორ ვმართოთ ხანგრძლივი კოვიდით დაავადებული თანამშრომლები?!

პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შესაძლოა, მასობრივმა ვაქცინაციამ        გაიმარჯვოს, მაგრამ იმ ადამიანებითვის, რომლებსაც ,,ხანგრძლივი კოვიდი’’ აქვთ,   ვაქცინაცია მხოლოდ  ბრძოლის  დასაწყისია. როგორ მოქმედებს ხანგრძლივი კოვიდი რისკ-ჯგუფებზე და როგორ შეიძლება დაეხმარონ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები დაზარალებულებს ?

კითხვებს პასუხობს:  დოქტორი კარენ მიშელი IOSH – Researcher/მკვლევარი)

გრძელი კოვიდი, ასევე ცნობილი როგორც ხანგრძლივი კოვიდი ან COVID – ის შემდგომი მწვავე შედეგები – ეს არის სინდრომი, რომელიც ინფიცირებიდან 28 დღის შემდეგაც ხასიათდება ,,მრავალფეროვანი’’ სიმპტომებით იმ ადამიანებისთვის, რომელთაც დაუდასტურდათ SARS-Cov-2 ინფექცია. დადგენილია, რომ ხანგრძლივი კოვიდით ინფიცირდება COVID-19 -ით დაავადებულთა დაახლოებით 10% (ეროვნული სტატისტიკის ოფისი (ONS), 2020).

გაერთიანებული სამეფოს NICE (National Institute of Health and Care Excellence) გაიდლაინში მოცემულია ,,გრძელი კოვიდის’’ ორი განმარტება: მიმდინარე სიმპტომატური COVID-19 იმ ადამიანებისთვის, ვისაც სიმპტომები ჯერ კიდევ აქვს მწვავე, სიმპტომების დაწყებიდან 4-12 კვირის განმავლობაში და პოსტ-COVID-19 სინდრომი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უფიქსირდებათ სიმპტომები 12 კვირაზე მეტი ხნის შემდეგაც.

ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები მრავალფეროვანია და გავლენას ახდენს სხეულის სხვადასხვა სისტემაზე (რესპირატორული, გულ -სისხლძარღვთა, ნერვული სისტემა, კუნთოვანი სისტემა). ჩვეულებრივ, გავრცელებული სიმპტომებია: დაღლილობა, ქოშინი, კუნთების ტკივილი, გულმკერდის ტკივილი, კოგნიტური დაქვეითება („ტვინის ნისლი“), თავის ტკივილი და ფსიქოლოგიური დარღვევები, როგორიცაა დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა. სიმპტომები ასახავს სხეულის სისტემურ დაზიანებას და არა აქტიურ ინფექციას. პაციენტები განიცდიან საშინელ დაღლილობას მარტივი, ყოველდღიური საქმიანობის შედეგად. სიმპტომების მრავალფეროვნება მიანიშნებს, რომ საჭიროა, ინდივიდუალური მიდგომა დაზარალებულთა ჯანმრთელობისა და სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ვინ არის “გრძელი კოვიდის” სამიზნე და რა რისკები არსებობს?

გრძელი კოვიდი შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერ COVID-19 – ით ინფიცირებულ ადამიანს. არის შემთხვევები, როდესაც მსუბუქი შემთხვევების მქონე ადამიანებიც უჩივიან სიმპტომებს კვირების და თვის შემდეგ.

თუმცა, ძირითად შემთხვევებში, უფრო სავარაუდოა, ხანგრძლივი კოვიდი დაემართოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე ჰქონდა ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორიცაა: დიაბეტი, ასთმა ან ჰიპერტენზია, 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები, სხეულის მასის მაღალი ინდექსით დაავადებულები და უფრო ხშირად – ქალები. კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტორი არის სიმპტომების ის რაოდენობა, რომელსაც განიცდის დაზარალებული. იმ შემთხვევებში, როდესაც COVID-19 ინფექციის პირველ კვირაში პაციენტებს გამოუვლინდათ ხუთი ან მეტი სიმპტომი, მათ მნიშვნელოვნად განუვითარდათ ,,ხანგრძლივი კოვიდი’’.

ჯანმრთელობისა და ეკონომიკური პრობლემის მასშტაბი აშკარაა, როდესაც ინფექციის ხანგრძლივობა და მრავალფეროვნება განიხილება დადებითი შემთხვევების რაოდენობასთან მიმართებაში. 2021 წლის 25 მაისის მონაცემებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურად გამოაქვეყნა COVID-19 – ის 167,011,807 დადასტურებული შემთხვევა (WHO, 2021). თუ შემთხვევების 10% გადაიზრდება ხანგრძლივ კოვიდზე, 16 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდება ამ დაავადებით. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, დადგენილია, რომ 1.1 მილიონი ადამიანი სხვადასხვა ხარისხით განიცდის ხანგრძლივ კოვიდს (ONS, 2021).

როგორ ვმართოთ “ხანგრძლივი კოვიდი”?

,,ხანგრძლივი კოვიდის’’ მართვის გასაღები არის იმის გაგება, რომ ეს არის დამაუძლურებელი და განვითარებადი მდგომარეობა.

ჩვენი შეხედულება გაუმჯობესდება კვლევით და ვიღებთ ცოდნას პაციენტების გამოცდილებიდან.

ჯანდაცვის სისტემა ემყარება რეაბილიტაციის პროცესსა და სიმპტომების მართვას, რომელიც შეესაბამება სამედიცინო მითითებებს და მთავრობის პოლისებს.

ხანგრძლივი კოვიდის დროს ადამიანის სხეულის სხვადასხვა სისტემა შეიძლება დაზიანდეს, რაც ბუნებრივია, საჭიროებს ადაპტირებულ მიდგომას. მკურნალობა მოითხოვს მულტიდისციპლინარული გუნდის ჩართულობას – ფიზიოთერაპევტები, ფსიქოლოგები, სოციალური მომუშავეები, უსაფრთხოების პრაქტიკოსები და სხვა პროფესიონალები. დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ყოველდღიურად იცვლებოდეს.  სიმპტომების პროგრესირების ან გაქრობისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გულთან დაკავშირებული, რესპირატორული ან ნევროლოგიური სიმპტომები, რომლებიც არ უმჯობესდება დროში. მნიშვნელოვანია,  ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების პროფესიონალის ჩართულობაც, მან უნდა იცოდეს იმ ცვლილებების შესახებ, რომლებსაც აღწერენ ის დასაქმებულები, რომლებიც ჯერ კიდევ მკურნალობის სტადიაზე არიან (სამსახურებში, სახლის პირობებში, ჰოსპიტალებში თუ კლინიკებში). გაერთიანებული სამეფოს NICE სახელმძღვანელო პრინციპები ასახავს პროტოკოლებს, რომელიც მიმართულია ჯანდაცვის იმ პროფესიონალების დასახმარებლად, რომლებიც ზრუნავენ ხანგრძლივი კოვიდით დაავადებულ ადამიანებზე.

პროფესიული ჯანმრთელობის (OH) ორგანიზაციებმა შეიმუშავეს გაიდლაინები, რომლებიც დაეხმარება პროფესიული ჯანმრთელობის (OH) პრაქტიკოსებსა და მენეჯერებს სამსახურში თანამშრომელთა დაბრუნების (RTW – Return to work) პროცესებში. დიდ ბრიტანეთში NHS – მა ჩამოაყალიბა 69 Long Covid (ხანგრძლივი კოვიდის) კლინიკა ამ პაციენტების ჯანმრთელობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

არის თუ არა ხანგრძლივი კოვიდი პროფესიული დაავადება?

იმისათვის, რომ ხანგრძლივ კოვიდს პროფესიულ დაავადება ვუწოდოთ, დასაქმებულის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენებას კავშირი უნდა ჰქონდეს კონკრეტულ სამუშაო პროცესთან. ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული ადამიანი, რომელიც დაინფიცირდა COVID-დადებითი პაციენტის მკურნალობის შედეგად, გამოდის, რომ დაავადებულია როგორც მისი მუშაობის პროცესის უშუალო შედეგი. თუ ეს ადამიანი პროგრესირებს ხანგრძლივ კოვიდზე, აღნიშნული ჩაითვლება პროფესიულ დაავადებად. ადამიანს შეუძლია ამტკიცოს, რომ მან COVID-19 შეიძინა თანამშრომლისგან და ამიტომ აქვს პროფესიული დაავადება. განსხვავება ისაა, რომ თქვენ შეიძლება შეხვდეთ იმავე ადამიანს სუპერმარკეტის რიგში და ეს ვერ იქნება თქვენი მუშაობის პროცესში შეძენილი დაავადება.

სამსახურში დაბრუნება

მრავალი დასაქმებულისთვის ეს არ არის სამუშაოზე დაბრუნება გრძელი კოვიდის შემდგომ, პირიქით გრძელ კოვიდთან ერთად, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც არ აქვთ ძლიერი სოციალური დაცვის სისტემა და სადაც COVID-19 არის როგორც ეკონომიკური, ასევე ჯანმრთელობის დიდი გამოწვევა.

ზოგიერთ შემთხვევაში, გადარჩენა დამოკიდებულია, შრომისუნარიანობაზე. აშშ-ში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ COVID-დადებითი პაციენტების 35% არ დაბრუნებულა სამსახურში დადებითი ტესტირების შემდეგ 14 – 21 დღის განმავლობაში, დაბრუნების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. სხვა კვლევაში Long Covid – ით დაავადებულთა 75% – მა თქვა, აღნიშნული ფაქტორი გავლენას ახდენს მათ მუშაობაზე, ხოლო 60% – მა აღნიშნა, რომ ავადმყოფობის გამო შვებულებას ატარებდა. შრომის უსაფრთხოების პროფესიონალებისთვის მნიშვნელოვანია რომ, ხანგრძლივი არყოფნის პოტენციალი და შესაძლო საჭიროება უზრუნველყოს დამხმარე და ადაპტირებული RTW (სამუშაოეზე დაბრუნების) პროცესებით. RTW (სამუშაოზე დაბრუნების პროცესი) შეიძლება იყოს რთული და მოითხოვდეს ინდივიდუალურ მიდგომას დასაქმებულის შესაძლებლობების დასაკმაყოფილებლად მათი სამუშაოს სპეციფიკაციებთან მიმართებაში.

მომუშავე, რომლის სამუშაო მოითხოვს ფიზიკურ შრომას და განიცდის დაღლილობას და ქოშინს, ადვილად დაიღლება და ვერ უმკლავდება სამუშაოს ფიზიკურ მოთხოვნებს. ოფისის თანამშრომელს შესაძლოა ქონდეს ხშირი თავის ტკივილები და გონებრივი გადაღლილობის მუდმივი შეგრძნებები (გონების ბინდი). ზოგიერთ დასაქმებულს, ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება არ შეეძლოს რესპირატორის ტარება ჩვეულებრივ მტვრიან გარემოში მუშაობისას. შესაბამისად, ის უნდა გადავიდეს სხვა სამუშაო პროფილში, სადაც რესპირატორის ტარების აუცილებლობა არ არის დადგენილი. ასევე შეიძლება დაგჭირდეთ იმ თანამშრომლის მართვა, რომელსაც აქვს COVID -19 – სთვის დამახასიათებელი ერთზე მეტი სისტემური ეფექტი, რაც ამ სცენარებს კიდევ უფრო რთულს გახდის.

ყველა ამ შემთხვევაში, მომუშავეები ვერ გაუმკლავდებიან თავიანთ სამუშაოს სხვადასხვა მიზეზის გამო, რაც აჩვენებს ინდივიდუალური მიდგომის საჭიროებას. წარმატება დამოკიდებულია დაგეგმილ, კოორდინირებულ რეაგირებაზე, ფიზიკური და შემეცნებითი შეზღუდვების მოგვარებაზე, სამუშაოების რაციონალურ გადანაწილებაზე და კონტროლზე.

რა არის ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების როლი ხანგრძლივი კოვიდით დაავადებული ადამიანების სამსახურებში მართვაში?

სამუშაო პროცესი სასარგებლოა, დასაქმებულის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, თუმცა დასაქმებული, შესაძლოა ვერ  იყოს 100% -ით მორგებული კონკრეტული საქმის შესასრულებლად. (ექიმთა სამეფო კოლეჯის პროფესიული მედიცინის ფაკულტეტი (FOM), 2021). ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების პროფესიონალები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ თანამშრომელთა სამსახურში დაბრუნების დროულ და უსაფრთხო პროცესს და პარალელურად ამისა, შეინარჩუნონ საჭირო უნარები სამუშაო ძალის ფარგლებში. გრძელვადიანი კოვიდის კონტექსტში, დასაქმებულის სამუშაო ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებული მოსაზრებები უნდა შეესაბამებოდეს ნორმალურ/უსაფრთხო პირობებში არსებულ მდგომარეობას: რისკზე ორიენტირებისა და კონტროლის იერარქიაზე დაყრდნობით (იხილეთ  ცხრილი 1).

ხანგრძლივი კოვიდით დაავადებული ადამიანებისთვის, სამსახურში დაბრუნების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება სამუშაოს შესრულებისთვის საკუთარი უნარების ობიექტური შეფასება, რაც დაფუძნებული უნდა იყოს მათ ჯანმრთელობაზე. სიმპტომები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფუნქციონირებასა და მუშაობის უნარზე, მოიცავს: ქოშინი, დაღლილობა, თავის ტკივილი, ტვინის ნისლი (კოგნიტიური დაქვეითება) და გულმკერდის ტკივილი. ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი იღებს ინფორმაციას მსგავს სიმპტომებზე და შესაბამის კონსულტაციებს გადის მენეჯმენტთან ადაპტირებული სამუშაოების მორგების მიზნით მსგავსი პერსონალისთვის. (დროებითად სამუშაოს ადაპტაცია/მორგება)

მთავარი საკითხია, მაღალი რგოლის მენეჯერის, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირის ჩართულობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კონტროლის ქვეშ მყოფი დასაქმებულების ყოველდღიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობზე.

სთხოვეთ თანამშრომლებს ინიციატივა გამოიჩინონ ისეთ ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორიცაა სახლიდან მუშაობა, მოქნილი ან შემცირებული სამუშაო საათები და დამხმარე აღჭურვილობა. მოაგვარეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები მათი შეშფოთებისა და შიშების გაზიარებით, რეალისტური გარანტიებითა და რჩევებით.

კონკრეტული აქტივობის შესრულება უნდა ეფუძნებოდეს დასაქმებულის შესაძლებლობებს და არა მათ ხანგრძლივი კოვიდით გამოწვეულ უუნარობას. აქცენტი უნდა გაკეთდეს აქტივობებზე, რომელთა შესრულებაც შესაძლებელია, დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით. ეს განსაკუთრებით აქტუალურია კრიტიკული სამუშაოების შესრულების დროს, სადაც ენერგიის დონის და/ან კონცენტრაციის დაქვეითება შეიძლება დამღუპველი იყოს დასაქმებულისთვის.

რაციონალურად გადანაწილებული სამუშაო საათებით, სამუშაოზე ჯდომის შესაძლებლობის მიცემით  და დასვენების ხშირი საჭიროებით.

რა ხდება შემდეგ?

COVID-19 – ის გავლენა მასიურ ხასიათს ატარებს და Covid – ის ეფექტებიც საკმაოდ დიდხანს  გრძელდება როგორც დამაუძლურებელი და განვითარებადი სინდრომი. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა პერიოდია საჭირო თანამშრომელთა სრული გამოჯანმრთელებისთვის. ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების პროფესიონალებმა უნდა შეძლონ წლების განმავლობაში მართონ ,,ხანგრძლივი კოვიდით’’ დაავადებული თანამშრომლები. სამუშაო ადგილზე დაზარალებულთა წარმატებული ინტეგრაცია მოითხოვს კოორდინირებულ და ერთობლივ/სისტემურ მიდგომას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის პროფესიონალებს შორის, რომლის მთავარი მიზანია, ადამიანთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

საფკო-ს ანალიზი

წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ხანგრძლივი კოვიდით დაზარალებული თანამშრომლების პრობლემა უდაოდ რელევენტურია ჩვენი ქვეყნის შრომის ბაზრისთვის. შესაბამისად, გასათვალისწინებელია, მთელი რიგი ღონისძიებები რათა დამსაქმებლები მომზადებულნი დახვდნენ ამ გამოწვევას. აღსანიშნავია, შრომის უსაფრთხოების პერსონალის უდიდესი როლი ხანგრძლივი კოვიდით დაზარალებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებაში და შემდგომ მათ მართვაში, რათა შეიქმნას და შენარჩუნდეს უსაფრთხო სამუშაო გარემო. დროებით (სანამ ხანგრძლივი კოვიდით დაავადებული თანამშრომლები სრულად რეაბილიტაციას პროცესს გაივლიან) დასახული პრევენციული თუ მაკორექტირებელი ღონისძიებების მართვა და შენარჩუნება, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და მაღალი მენეჯმენტის სრულ ჩართულობას/ხელშეწყობას.

სრულიად ვიზიარებთ ამ გამოწვევის სირთულეებს და ჩვენის მხრივ ვცდილობთ მინიმუმ დამსაქმებელების და დასაქმებულების ცნობიერება მაინც გავზარდოთ მსგავსი გამოწვევების პირობებში.

სტატიაში განთავსებული ინფორმაციის ჩამოსატვირთად დააჭირეთ ბმულს – ხანგრძლივი კოვიდი – სტატია

მსგავსი პოსტები

შრომის უსაფრთხოების სასწავლო კურსები

შრომის უსაფრთხოების პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში – SafCo Academy SafCo Academy – ეს არის უნიკალური პლატფორმა შრომის უსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის. პლატფორმაზე განთავსებული სასწავლო

დახურულ სივრცეში მუშაობა – ფატალობის გამომწვევი მიზეზი

დახურულ/შეზღუდულ სივრცეში მუშაობა წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს, რასაც თან ახლავს რისკების მთელი კასკადი. დახურულ/შეზღუდულ სივრცეში მუშაობა მთელს მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის შემცველ სამუშაოდ. სხვადასხვა

რა არის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP)

რა არის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა -HACCP და რა ვალდებულებები ეკისრებათ სურსათის მწარმოებლებს დღეიდან? 2021 წლის 1 ივნისიდან საქართველოში ძალაში შევიდა ახალი