Skip to content
ISO სტანდარტის დანერგვა

რა არის ISO მენეჯმენტ სისტემები და რატომ უნდა დავნერგოთ ორგანიზაციაში?

დღევანდელ დინამიურ ბიზნეს სამყაროში განვითარებადი ორგანიზაციებისთვის  ძლიერი მენეჯმენტის სისტემების შენარჩუნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამისთვის ერთ-ერთი ძლიერი, ფართოდ გავრცელებული ინსტრუმენტია  სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია – ISO.

ISO სტანდარტი გულისხმობს: საქმიანობის წარმოებას საერთაშორისოდ აღიარებული გზებით, რაც ეხმარება ორგანიზაციებს ეფექტურად მართონ საკუთარი ორგანიზაციული პოლიტიკა და პროცესები კონკრეტული მიზნების მისაღწევად; ორგანიზაციის მუშაობის სხვადასხვა ასპექტის გასაუმჯობესებას – ხარისხიდან და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობიდან ინფორმაციის უსაფრთხოებამდე.

დღეისათვის არსებობს 20 000-ზე მეტი ISO სტანდარტი, რომელიც მოიცავს თითქმის ყველა ინდუსტრიას ტექნოლოგიების, სურსათის უვნებლობის, მომსახურების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის ჩათვლით.

ISO სტანდარტებს შორისაა ბიზნესის პროცესების სამართავად არსებული ზოგადი ჩარჩოები:

  1. ISO 45001 შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მართვის სისტემები – იყენებს Plan-Do-Check-Act მეთოდოლოგიას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკების სისტემატური მართვისთვის. ამ ჩარჩოს უპირატესობებია რისკების სისტემატური მართვა, რაც ამცირებს სამუშაო ადგილზე ინციდენტებსა და დაზიანებებს; შრომის უსაფრთხოების მუდმივი გაუმჯობესება.

 

  1. ISO 14001 გარემოს მართვის სისტემები – უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ეფექტურობის მუდმივად გაუმჯობესებას. ამ სტანდარტის დაცვით, ორგანიზაციებს შეუძლიათ უზრუნველყონ პროაქტიური ზომების მიღება სამართლებრივი მოთხოვნების დაცვით  გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად და მოიპოვონ ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატი.

 

  1. ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემები – ეხმარება ყველა ზომის და სექტორის ორგანიზაციას გააუმჯობესონ თავიანთი საქმიანობა, დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოლოდინები და წარმოაჩინონ თავიანთი ერთგულება ხარისხისადმი. მისი მოთხოვნები განსაზღვრავს ხარისხის მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, დანერგვას, შენარჩუნებას და მუდმივად გაუმჯობესებას.

 

კომპანია SafCo გთავაზობთ ISO მენეჯმენტ სისტემების დანერგვასა და კონსულტირებას 20 წლიანი გამოცდილების მქონე აუდიტორებისა და წამყვანი ექსპერტების დახმარებით. ჩვენთან თანამშრომლობით შეძლებთ დააკმაყოფილოთ ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნები, მოიპოვოთ ISO 9001, ISO 14001 და ISO 45001 სერტიფიკატი.

საფკომ პროდუქტის განვითარება დაიწყო 2020 წელს და უკვე რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციას ემსახურება.

ISO სტანდარტების დანერგვა ეს არის ტრანსფორმაციული პროცესი ორგანიზაციული სრულყოფილებისკენ.  ISO ხარისხის მართვის სისტემების დანერგვის შედეგად თქვენს კომპანიას ექნება შემდეგი სარგებელი:

  • გაუმჯობესებული ხარისხი
  • მომხმარებელთა ნდობა და ერთგულება
  • გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა
  • სამუშაო ოპერაციათა ეფექტურობა
  • საკანონმდებლო შესაბამისობა
  • აუდიტორის მოწვევით გაწეული დანახარჯების შემცირება
  • წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანის უკეთესი შესაძლებლობები ჩნდება, როდესაც მწარმოებელ კომპანიას და პროდუქტ ფლობს ISO სერტიფიცირებას.

 

მომსახურების შესახებ დეტალების სანახავად და შეთავაზების მისაღებად გადადით ბმულზე, ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 0322 830 221

 

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვა ცხელ პერიოდში – რა უნდა იცოდეს დამსაქმებელმა?

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა სამუშაო გარემოში მხოლოდ კომფორტის საკითხი არ არის. სიცხემ, მაღალმა ტენიანობამ, არასაკმარისმა ვენტილაციამ და სამუშაო პროცესით წარმოქმნილმა დამატებითმა სითბომ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს სამუშაო

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტები

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაცია – რომელი დოკუმენტები უნდა ჰქონდეს კომპანიას

შრომის უსაფრთხოების ეფექტური მართვა მხოლოდ უსაფრთხოების წესების დანერგვას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობა და მისი მუდმივი განახლება. შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის

შრომის უსაფრთხოების კანონები

შრომის უსაფრთხოების კანონები საქართველოში

შრომის უსაფრთხოება თანამედროვე სამუშაო გარემოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოში შრომის უსაფრთხოების რეგულირება ხდება სპეციალური კანონმდებლობით, რომლის მიზანია სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი