Skip to content

IOSH - სამშენებლო მენეჯერებისთვის

IOSH სამშენებლო მენეჯერებისთვის - საუკეთესო პრაქტიკა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა

პირველად საქართველოში, საფკო გთავაზობთ IOSH-ის მიერ
ლიცენზირებულ სამშენებლო სექტორში მომუშავე ნებისმიერი ადამიანისთვის განკუთვნილ სასწავლო კურსს:
IOSH სამშენებლო მენეჯერებისთვის – საუკეთესო პრაქტიკა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა

IOSH-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაციაა. ის მსოფლიო ბაზრის ლიდერია და ყოველწლიურად 179000-ზე მეტ ადამიანს ატრენინგებს ამ სფეროში. საფკო გთავაზობთ IOSH-ის შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სასწავლო კურსს „ჯანმრთელობა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა სამშენებლო სექტორში“. შრომის უსაფრთხოების კომპანია საფკო-მ და მისმა საერთაშორისო კვალიფიკაციისა და სერტიფიცირების მქონე ტრენერებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა პირველმა მოიპოვა IOSH-ის ოფიციალური ლიცენზია ამ კურსის ჩატარებაზე საქართველოში – ქართულ ენაზე.

სამშენებლო უსაფრთხოების კურსი ტრენინგი

კურსის შესახებ

კურსი დეტალურად განიხილავს ადგილობრივ კანონმდებლობას, საერთაშორისო მიდგომებს, მეთოდებსა და სტანდარტებს მშენებლობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე, სამუშაოების დაგეგმვას პრიორიტეტულობის მიხედვით. მსმენელები დახელოვნდებიან სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მართვის სისტემების დანერგვაში, რისკების კონტროლში, პასუხისმგებლობების გადანაწილებასა და საჭირო დუკუმენტაციის შექმნაში, სამუშაო მეთოდოლოგიების მომზადებასა და მის სწორ კომუნიკაციაში.

ვისთვისაა კურსი განკუთვნილი?

IOSH სამშენებლო მენეჯერებისთვის კურსი განკუთვნილია სამშენებლო სექტორში მომუშავე ან სხვა დაინტერესებული ყველა პირისთვის:  მმართველი გუნდის წარმომადგენლები, პროექტის მენეჯერები, ინჟინერ-კონსტრუქტორები, საქმის მწარმოებლები, ჯგუფის ხელმძღვანელები, შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლები, საწყობის თანამშრომლები და სხვა ყველა დაინტერესებული პირი, ვისაც სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია, გახდეს საერთაშორისოდ აღიარებული და სექტორში მოთხოვნადი სპეციალისტი.

რა სარგებლობას ნახავთ კურსის გავლის შემდეგ?

✓მიიღებთ მსოფლიოში აღიარებულ საერთაშორისო სერტიფიკატს;
✓დაეუფლებით სამშენებლო პროცესების უსაფრთხო მართვის ტექნიკას;
✓გეცოდინებათ მშენებლობის საერთაშორისო სტანდარტები;
✓შეძლებთ საკუთარი პასუხისმგებლობების გამიჯვნას სხვა, ირიბი პროცესებისგან;
✓შეძლებთ სრულფასოვნად ერკვეოდეთ პროექტების დაგეგმარებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში;
✓მოამზადებთ სამუშაო მეთოდოლოგიებს და გეცოდინებათ მათი როლი პროცესში;
✓შეძლებთ რისკების შეფასების და ინციდენტების მოკვლევის პროცესში ჩართვას;
✓შეძლებთ კომპანიის ხარჯების დაზოგვას 40-50%-ით, უსაფრთხო შრომის კულტურის დანერგვით, სამუშაო ჯგუფებთან ეფექტური კომუნიკაციით, სამუშაო მასალების შერჩევით, შემცირებული ინციდენტებით, ადეკვატური კონტროლებით, სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოებით, კანონთან შესაბამისობით.
 

რა ძირითად საკითხებს მოიცავს კურსი?

✓მშენებლობასთან, შრომის უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ადგილობრივ კანონმდებლობას;
✓სამუშაოების სწორ დაგეგმვას და პრიორიტეტების განსაზღვრას;
✓ობიექტის ძირითად მმართველობით სტრუქტურას, პერსონალის და კონტრაქტორების მართვა – სამუშაო მეთოდოლოგიების წარმოება, რისკების შეფასების მომზადება, კონტრაქტორების შერჩევის პროცედურები და კონტროლი, სამუშაო ნებართვები;
✓ჰორიზონტალური და ვერტიკალური კომუნიკაციის ეფექტური წარმოება;
✓გარემოს დაცვის ასპექტების გათვალისწინება სამშენებლო სექტორში და ნარჩენების მართვა;
✓სამშენებლო პროექტების დიზაინის ზოგად მართვის სისტემებთან ადაპტირება;
✓შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების ადაპტირება და სრულყოფილი მონაწილეობა მმართველობით ციკლში;
✓საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული სასწავლო/სატრენინგო საკითხები;
✓კონკრეტული სამშენებლო აქტივობების საერთაშორისო სტანდარტებით მართვა: სიმაღლეზე მუშაობა, პლატფორმები და კიბეები, ხარაჩოები, თხრა/ექსკავაცია, ცხელი სამუშაოები (ჭრა/შედუღება), დახურული სივრცე, მძიმე ტექნიკის ოპერირება, აწევითი სამუშაოები და ქიმიური ნივთიერებები;
✓სამშენებლო ობიექტების კეთილმოწყობა, ინვენტარის განსაზღვრა.

კურსის მსვლელობა და განრიგი

კურსი შედგება 2 ნაწილისგან: თეორიული ნაწილი და პრაქტიკული ნაწილი

თეორიული ნაწილი – 1 კვირა 35-40 საათი (ორშაბათი-პარასკევი 18:00-22:00, შაბათი-კვირა 10:00-18:00)

პრაქტიკული ნაწილი – 1 კვირა (მსმენელები გადიან სამშენებლო მოედანზე და შემდეგ დაუსწრებლად მუშაობენ დავალებულ პროექტზე)

კურსის ლიტერატურა – ქართული
კურსის ენა – ქართული
ტესტირება – კურსის წარმატებით დასასრულებლად და სერტიფიკატის მისაღებად მსმენელებმა უნდა ჩააბარონ თეორიული ტესტი (25 კითხვა, გამსვლელი ქულა – 21) და პრაქტიკული დავალება – პროექტი. პირველ ცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში მსმენელებს ეძლევათ ორივე გამოცდის გადაბარების განმეორებითი შანსი.

სერტიფიკატი – თეორიული და პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მონაცემები იგზავნება დიდ ბრიტანეთში, საიდანაც ჩამოდის IOSH -ის მიერ გაცემული ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

კურსის ღირებულება – 1500 ₾

კურსის საერთაშორისო აღიარება

კურსის მფლობელია მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო შრომის უსაფრთხოების ორგანიზაცია IOSH – Institution of Occupational Safety and Health. ორგანიზაცია და მისი კურსები (სერტიფიცირება) აღიარებულია:

✓შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ILO – International Labor Organization);
✓ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაციის სამშენებლო ინდუსტრიის ტრენინგების საბჭო CITB-ის მიერ;
✓ბრიტანული საერთაშორისო სამშენებლო ინდუსტრიის ფლაგმანი ორგანიზაციის BUILD UK-ის მიერ;
✓ბრიტანული საერთაშორისო კონტრაქტორების ნაციონალური საბჭო ორგანიზაციის NSCC (National Specialists Contractors Council) – ის მიერ.

მოგვწერეთ კითხვა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი