შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსი

IOSH-ის საერთაშორისო აკრედიტებული შრომითი უსაფრთხოების კურსი მენეჯერებისთვის

საფკო გთავაზობთ IOSH-ის მიერ

 შრომის უსაფრთხოების ლიცენზირებულ და საქართველოში აკრედიტებულ სასწავლო კურსს:

„IOSH – მართე უსაფრთხოდ“

IOSH-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების ტრენინგების საერთაშორისო ორგანიზაციაა. ის მსოფლიო ბაზრის ლიდერია და ყოველწლიურად 179000-ზე მეტ ადამიანს ატრენინგებს ამ სფეროში. საფკო გთავაზობთ IOSH-ის შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სასწავლო კურსს „მართე უსაფრთხოდ“. საფკო-მ და მისმა საერთაშორისო კვალიფიკაციისა და სერტიფიცირების მქონე ტრენერებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა პირველმა მოიპოვა IOSH-ის ოფიციალური ლიცენზია ამ კურსის ჩატარებაზე საქართველოში – ქართულ ენაზე.

ჩვენი სერთიფიცირებული შრომის უსაფრთხოების კურსი უკვე გავლილი აქვს არაერთ მსმენელს და მსხვილ ორგანიზაციას, როგორებიცაა:

  • საქართველოს შრომის ინსპექციის მთელი დეპარტამენტი
  • თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
  • GOGC (საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია)
  • ენერგო – პრო
  • საქრუსენერგო
  • საქართველოს რკინიგზა
  • GWP, სხვა.

რატომ მაინცდამაინც შრომის უსაფრთხოების კურსი?

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ მოიპოვებთ პრესტიჟულ საერთაშორისო უვადო სერტიფიკატს, რომელსაც აღიარებს მსოფლიოს უამრავი ქვეყანა და ორგანიზაცია. ამ სერტიფიკატის მქონე პირები  საქართველოშიც უპირატესობით სარგებლობენ. ჩვენი კურსდამთავრებულების 90% ზე მეტი დასაქმებულია შრომის უსაფრთხოების განხრით.

IOSH-ის მიერ შექმნილი ეს კურსი დაგეხმარებათ:

  • მართოთ უსაფრთხოდ, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების უმთავრესი პრინციპების დაცვით
  • დანერგოთ ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების კულტურა მთელ ორგანიზაციაში
  • იყოთ სახელმწიფო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში
  • დანერგოთ სართაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა ორგანიზაციაში

უსაფრთხოების კურსის შინაარსის შესახებ

ტრენინგის ფარგლებში:

  • შეისწავლით სამუშაოსთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიკაციას, რისკების შეფასებასა და მართვას
  •  გაერკვევით თქვენს პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებში 
  •  ისწავლით ინციდენტების მოკვლევას და სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზს
  • გაეცნობით ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამედროვე მეთოდებსა და საშუალებებს
  • გაეცნობით საქართველოში მოქმედ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობას

 

ვისთვისაა განკუთვნილი შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული კურსი?

ეს გახლავთ ინოვაციური ფორმატისა და შინაარსის მქონე ინტერაქტიული კურსი, გამდიდრებული რეალური მაგალითებით და პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომელიც განკუთვნილია ბიზნესის ნებისმიერ სექტორსა და ნებისმიერ ინდუსტრიაში მომუშავე შუა და ზედა რგოლის მენეჯერებისა და ხელმძღვანელი პირებისათვის.

რას უნდა მოელოდეთ უსაფრთხოების კურსისგან?

იოლად გასაგებ და ადვილად დასამახსოვრებელ და საინტერესო მაგალითებს; ინტერაქტიულ ტესტებს და ცოცხალ დისკუსიებს, რეალურ შემთხვევებსა და ბიზნესში არსებულ პრობლემებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დავალებებს; დამხმარე მასალას – კურსის სახელმძღვანელოს, კანონმდებლობის და რეგლამენტების დოკუმენტებს, “ჩექლისთებს”, სხვადასხვა ფორმებისა და ცხრილების ნიმუშებს, რომლებიც სამსახურში აუცილებლად გამოგადგებათ.

შრომითი უსაფრთხოების კურსის სპეციალისტები და ინსტრუქტორები:

თინათინ ლორთქიფანიძე – NEBOSH (IGC); IOSH; OHSAS18001 Lead Auditor; COSHH, SSoW;

გამოცდილება: BP ბრიტიშ პეტროლიუმი 15+ წელი – შრომის უსაფრთხოების მრჩეველი, IOSH – ლიცენზირებული და აკრედიტირებული წევრი/ტრენერი ტექნიკურ დონეზე.

დავით თხელიძე – NEBOSH (IGC); IOSH; OHSAS18001 Lead Auditor; COSHH, SSoW; NFPA;

გამოცდილება: BP ბრიტიშ პეტროლიუმი – 15+ წელი – შრომის უსაფრთხოების მრჩეველი, SafCo – 5+ წელი – დამფუძნებელი და კონსულტანტი, IOSH – ლიცენზირებული და აკრედიტებული წევრი/ტრენერი ტექნიკურ დონეზე.

თორნიკე თოდრია – NEBOSH (IGC); IOSH; OHSAS18001 Lead Auditor; COSHH, SSoW; BOHS;

გამოცდილება: BP ბრიტიშ პეტროლიუმი – 7+ წელი – შრომის უსაფრთხოების მრჩეველი, SafCo – 5+ წელი – დამფუძნებელი და კონსულტანტი, IOSH – ლიცენზირებული და აკრედიტებული წევრი/ტრენერი ტექნიკურ დონეზე.

ლიცენზირებული კურსის ფორმატის შესახებ:

კურსი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ყველა მასალა და საგამოცდო შეკითხვა არის ქართულად. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ საერთაშორისო IOSH-ის სერტიფიკატი და ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების სერტიფიკატი.

კურსი შედგება 2 ნაწილისგან – თეორიული და პრაქტიკული:

თეორიული სწავლება (12 დღე):

 „IOSH – მართე უსაფრთხოდ“ ლიცენზირებული კურსი მენეჯერებისთვის

  1. შესავალი
  2. რისკების შეფასება
  3. რისკების მართვა და კონტროლი
  4. ვალდებულება და პასუხისმგებლობები
  5. ინდუსტრიებში არსებული საფრთხეები და მათი მართვა
  6. ინციდენტების მოკვლევა, აღრიცხვა, ანგარიშგება
  7. მაჩვენებლების ინტერპრეტაცია და ანალიზი

 

სახელმწიფოში არსებული შრომის უსაფრთხოების რეგლამენტების მიმოხილვა:

 

  1. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
  2. ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები
  3.  შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები;
  4.  საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები
  5. პირველადი სამედიცინო დახმარება

 

 პრაქტიკული სწავლება (16 დღე):

  • სამშენებლო სექტორი
  • სამედიცინო სფერო
  • მძიმე მრეწველობა
  • მსუბუქი მრეწველობა
  • მომსახურების სექტორი

 IOSH – მართე უსაფრთხოდ“ – თეორია

მოდულები:

  1. შესავალი
  2. რისკების შეფასება
  3. რისკების მართვა და კონტროლი
  4. ვალდებულება და პასუხისმგებლობები
  5. ინდუსტრიებში არსებული საფრთხეები და მათი მართვა
  6. ინციდენტების მოკვლევა
  7. მაჩვენებლების ინტერპრეტაცია და ანალიზი

 

თეორიული ნაწილი – ორშ-პარ 19:00-22:00  შაბ-კვი 10:00-18:00

თეორიული ნაწილის ბოლოს იწერება საგამოცდო ტესტი.

პრაქტიკული ნაწილი – მსმენელები ახორციელებენ ვიზიტებს სხვა და სხვა სეგმენტის კომპანიებში დამოუკიდებლად მუშაობენ რისკების შეფასების პროექტზე, რომელსაც აბარებენ თეორიული ნაწილის დასრულებიდან ორი კვირის თავზე.

სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების კურსის ღირებულება – ერთ მსმენელზე 1990 ლარი (დღგ-ს ჩათვლით)