IOSH მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი პროფესიული ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ბრიტანული ორგანიზაციაა. ის მსოფლიო ბაზრის ლიდერია და ყოველწლიურად თითქმის 180,000 ადამიანს ატრენინგებს სფეროში.
ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი?
ბიზნესის ნებისმიერ სექტორსა და ნებისმიერ ინდუსტრიაში, ნებისმიერ ორგანიზაციასა და კომპანიაში მომუშავე შუა და ზედა რგოლის მენეჯერებისა და ხელმძღვანელი პირებისათვის, რომლებიც მოტივირებულები არიან იზრუნონ თანამშრომელთა კეთილდღეობაზე და სურთ დაეუფლონ ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საფუძვლებს და მართვის სისტემას
ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს ახალ, მოთხოვნად პროფესიას და მიიღოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სერტიფიკატი
რა პრივილეგია ექნება ბიზნესს, თუ მისი თანამშრომლები წარმატებით გაივლიან ამ კურსს?
- გამართული შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა
- ნაკლები უბედური შემთხვევა, ნაკლები დაკარგული რესურსი, შემცირებული ქონებრივი ზარალი, აცილებული ჯარიმები, კომპენსაციები და სასამართლო დავები
- გაზრდილი პროდუქტიულობა და შემცირებული ხარჯები და სადაზღვევო თანხა
- გაუმჯობესებული შრომის უსაფრთხოების კულტურა, თანამშრომელთა ჩართულობა და ამაღლებული ცნობიერება
- გაზრდილი რეპუტაცია – საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე, სერტიფიცირებულ, პროფესიონალ მენეჯერთა გუნდი
- შრომის უსაფრთხოების ახალი კანონმდებლობისთვის მზადყოფნა
- ამაღლებული კომპეტენცია, პროფესიონალური ცოდნა და უნარები ჯანმრთელობისა და შრომის
კურსის შინაარსის შესახებ
ტრენინგის ფარგლებში:
- შეისწავლით სამუშაოსთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიკაციას, რისკების შეფასებასა და მართვას
- გაერკვევით თქვენს პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებში
- ისწავლით ინციდენტების მოკვლევას და სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზს
- გაეცნობით ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სფეროშო არსებულ თანამედროვე მეთოდებსა და საშუალებებს
კურსის მსვლელობა და განრიგი
კურსი შედგება 2 ნაწილისგან: თეორიული ნაწილი და პრაქტიკული ნაწილი. თეორიული ნაწილი – 1 კვირა 35-40 საათი (ორშაბათი-პარასკევი 18:00-22:00, შაბათი-კვირა 10:00-18:00) და პრაქტიკული ნაწილი – 1 კვირა (მსმენელები გადიან სამუშაო სივრცეებში და შემდეგ დაუსწრებლად მუშაობენ დავალებულ პროექტზე)
კურსის ლიტერატურა – ქართული
კურსის ენა – ქართული
ტესტირება – კურსის წარმატებით დასასრულებლად და სერტიფიკატის მისაღებად მსმენელებმა უნდა ჩააბარონ თეორიული ტესტი და პრაქტიკული დავალება (პროექტი).
პირველ ცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში მსმენელებს ეძლევათ ორივე გამოცდის გადაბარების განმეორებითი შანსი.
სერტიფიკატი – თეორიული და პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მონაცემები იგზავნება დიდ ბრიტანეთში, საიდანაც ჩამოდის IOSH-ის მიერ გაცემული ინგლისურენოვანი სერთიფიკატი.
კურსის ღირებულება – 1500 ₾
კურსის საერთაშორისო აღიარება – IOSH (Institution of Occupational Safety and Health)-ის კურსები (სერტიფიცირება) აღიარებულია:
✓შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ILO – International Labor Organization);
✓ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაციის სამშენებლო ინდუსტრიის ტრენინგების საბჭო CITB-ის მიერ;
✓ბრიტანული საერთაშორისო სამშენებლო ინდუსტრიის ფლაგმანი ორგანიზაციის BUILD UK-ის მიერ;
✓ბრიტანული საერთაშორისო კონტრაქტორების ნაციონალური საბჭო ორგანიზაციის NSCC (National Specialists Contractors Council) – ის მიერ.